18 October 2017
  • 2264 ნახვა

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი.

შემოგდომა.

საღამოს ტბა.

საღამოს ტბასამცხე-ჯავახეთი ის რეგიონია, რომელშიც სამწუხაროდ ყველაზე ცოტა რამ მაქვს ნანახი. ალბათ, ცალი ხელის თითებზე შემიძლია იმ ადგილების ჩამოთვლა, რომლებიც ამ მხარეში მინახავს. არადა უზამაზარი რეგიონია, უამრავი ტბით. სანახავი ბევრია და "წამსვლელი ცოტა". თუმცა ნელ-ნელა ვხვდები, რომ ბევრს ვკარგავ და იმედია მომავალ წლის ამ დროს უკვე ბევრი რამ მეცოდინება ამ მშვენიერ მხარეზე.
დღეს იმ ორ დღეზე მოგიყვებით, როდესაც უბრალოდ წასვლა და წანწალი გინდა ადამიანს. მარტივი გასვლით, სადაც მხოლოდ იქნება: მივედი, ვნახე, ვისეირნე, ვიპიკნიკე, დავისვენე, წამოვედი. მოკლედ, როგორც მეგობრების ახლო წრეში ვეძახით " ვიღორძაღლე". 
სწორედ ასეთი, არაფრის კეთების ორი დღე სამცხე-ჯავახეთში შეგიძლიათ გაატაროთ. 
ალგეთის წყალსაცავის ხედებით ტკბობის შემდეგ, წალკისკენ შეგიძლიათ გაემართოთ და დაშბაშის კანიონის ჩანჩქერებს შეაფაროთ თავი, სამწუხაროა რომ შემოდგომა ის პერიოდი არაა, როდესაც აქ ბანაობა "ჯერ კიდევ" შეიძლება, თუმცა "ჭყუმპალაობის" გარეშეც ულამაზესია ეს ადგილი. წელიწადის ყველა სეზონზე.დაშბაშის კანიონიჩანჩქერის შემდეგ დაშბაშის წმინდა გიორგის გუმბათოვან ეკლესიის ნახვაც შეგიძლიათ, იგი გამოირჩევა, როგორც რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობით, ასევე გამორჩეული არქიტექტურითა და მდებარეობის ადგილით. ეკლესია დაახლოებით X საუკუნის ძეგლია. 
დაშბაშის კანიონიდან ფარავნის ტბას შეგიძლიათ ესტუმროთ. ფარავნის ტბა ნამდვილად ულამაზესია. თავზე დიდი აბულის მთა წამოდგომია, რომელიც რომ უმეტასად სულ თოვლიანია. ისე დაჰყურებს აქავრობას თითქოსდა ყველაფრის ბატონ-პარონი ვარო. მართლაც რომ საოცარი სანახაობას ქმნის ამ ორი პეიზაჟის ერთმანეთთან შეხამება.ფარავნის ტბააქვე მდებარეობს სოფელი ფოკა და ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ამბობენ, რომ სწორედ ფოკადან შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და სწორედ აქ ჰქონდა მას ხილვა. სამწუხაროდ, ჩვენი იქ ყოფნისას მონასტერში არავინ შეგვინიშნავს, თუმცა გაგვიგია რომ აქ დედაოებს საკუთარი მცირე მეურნეობა აქვთ და ხელნაკეთ ნივთებთან ერთად ბევრი "საოჯახო ტკბილეულობის" შეძენაც შეგიძლიათ. ( გემრიელობა მურაბებსა და თაფლს ვგულისხმობ) .ფარავნის ტბაამ რეგიონში ეს კარტოფილის ამოღების პერიოდია. არ მეგონა კარტოფილის ამოღება ასეთი ლამაზი სანახაობა თუ იქნებოდა, ჰექტრებზე გადაჭიმული შავი მიწა, ჭიანჭველებივით მომუშავე ადამიანები, ჩამწკრივებული ფერადი ტომრები... მოკლედ, ეს უნდა თავად ნახოთ!...
ფარავნის ხედებით ტკბობის შემდგომ, საღამოს ტბისკენ შეგიძლიათ გაემართოთ.საღამოს ტბასაღამოს ტბასაღამო, სწორედ საღამოს ტბაზე უნდა გაატარო ადამიანმა. სოფელ საღამოში თევზსაშენი აუზები აქვთ, სადაც საღამოსთვის თევზის ყიდვაც შეგიძლიათ თუ თავად, ჩემი არ იყოს და, დიდად არ გეხერხებათ თევზაობა, მშვენიერი საბანაკეებია გარშემო. ღამით კოცონის აგიზგიზება ტბის პირას, საინტერესო საუბრები მეგობრებთან, და მზის ჩასვლამდე ხედებით ტკბობა ისაა, რაც ადამიანს ნამდვილად სჭირდება ხანდახან...

ბედნიერ არაფრის კეთების დღესა და გასეირნებას გისურვებთ მეგობრებო ^_^ 

მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

06 July 2018

თუ სოკო გინდა - პიკნიკი ბაკურიანში

მოგეხსენებათ ბაკურიანიდან არის გადასასვლელი ტაბაწყურისკენ, სწორედ ამ ტერიტორიაზე ალპურ ზონაში უამრავი ცხვარი ყავთ მეცხვარეებს ა...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

03 June 2018

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე. ბევრი სიარული, ხედები, პ...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...