07 February 2018
  • 373 ნახვა

რკონის სხვა ხედი

ამ მცირე პოსტში რკონზე უნდა მოგიყვეთ. რკონის სხვა ხედზე.

გარდა იმისა, რომ რკონში ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი მშვენიერი ძეგლებია, როგორიცაა რკონის სამონასტრო კომპლექსი, ციხე-კოშკი თუ ყველასთვის კარგად ნაცნობი თამარის ხიდი. აქ მდინარე თეძამის ორივე მხარეს უმშვენიერესი ბუნებაცაა. უამრავი სამკუთხა ფორმის მთა, რომლებიც ყოველწლიურად მატულობენ სიმაღლეში.  ისინი წლის ყველა სეზონზე განსხვავებულ ხედს ქმნიან. 
ჩვენი გასვლა ორ მათგანზე " აბობღებას" და ჩამორბენას ითვალისწინებდა. სიმაღლეები 1000-1300 მეტრის ფარგლებში ვმერყეობდით.

რკონი
პირველს ადგილობრივები "წვეტქედად"  მოიხსენიებენ. მის ერთ ფერდზე რკონის ციხე-კოშკი მდებარეობს. ჩვენც ჯერ ამ კოშკთან ავედით. მოვინახულეთ წინაპრების მიერ, დიდი ალბათობით, საგუშაგოდ აშენებული კოშკი ციხე-სიმაგრის თავზე. შემდეგ კი ფერდს ავუყევით წვერამდე. თოვლი იმაზე გაცილებით ნაკლები დაგვხვდა ვიდრე ველოდით. ამ ფერდზე სიმაღლეს სწრაფად კრეფ. გადაადგილებისას არ იწყენ, მაგრამ არის რთული მონაკვეთები, სადაც საქმეს თოვლი აუარესებს, და სიფრთხილე გმართებს კაცს. ვიტყოდი, ეს ის ადგილია სხეულზე მეტად თვალი სადაც გეღლება კაცს. 
დაახლოებით 2 საათში უკვე მთის წვერზე ვიყავით მოქცეულები. მზიანი მშრალი მხარე მოვძებნეთ და ერთ საათიანი დასვენებაც გამოვაცხადეთ  . ჯამში გავლილი მანძილი რთული არ იყო, მაგრამ მუდმივი განცდა, რომ "რამე არ შეგეშალოს", თითქოს შიგნიდან გამოგვფიტაო. ყველა ვგრძნობდით საოცარ შიმშილსა და დასვენების სურვილს. მზის სხივებით გამთბარები, დანაყრებულები ვტკებობით თეძამის ხეობის საოცარი ხედებით.

რკონი, rkoniდაშვება მეორე ფერდიდან გვქონდა დაგეგმილი. პირდაპირ თამარის ხიდთან რომ მოვხვედრილიყავით. თოვლი აქაც ასრულებდა თავის საქმეს, ხან ჩავრბოდით ხან ვსრიალებდით, მოკლედ ხალისიანად ვეშვებოდით.
სულ მალე საოცრად მყუდრო ბილიკს მივადექით, ზედა კოშკიდან თამარის ხიდამდე. მოკლე, მაგრამ  ამ სეზონზე  ძალიან ლამაზი. თოვლში გახვეული ნაძვები. მაშინვე დავიწყეთ შედარებები: ეს მონაკვეთები აბასთუმნის მხარეს გავს. ის კლდეები ახალციხისას, ეს მონაკვეთი საბადურს მოგაგონებს კაცს... და ა.შ. ბოლოს რკონი სუპერერთიანსილამაზედ ვაღიარეთ და თამარის საოცარ ხიდსაც მივადექით. შემდეგ სამონასტრო კომპლექსიც მოვინახულეთ, სადაც სკოლისდროს ექსკურსიით მაინც ვართ უმეტესობა ნამყოფი. 
წინაპრების მიერ ხელთქმნილი მშვენებით ტკბობის შემდეგ, სოფელთან ახლოს სუპერ საბანაკე ადგილი ვიპოვნეთ და მეორე დღისთვის ენერგიების აღდგენის პროცესს შევუდექით.rkoni, რკონი
მეორე დღეს მეორე მთას შევუტიეთ. წვეტქედიდან მარცხნივ, ოდნავ უფრო მომრგვალო ფორმებით, მაგრამ თითქმის იგივე სიმაღლის. მთის ძირში ერთი უცნაური კლდოვანი ადგილი შევნიშნეთ. მწვანე ტუფისფერმა კლდეებმა იქონია ეფექტი. ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.რკონი, rkoni

ამ მთას სამწუხაროდ სახელი არ უბოძეს. ვერც ჩვენ შევბედეთ რამის წოდება. ამიტომ უსახელოდ მომიწევს გაგაცნოთ.
მასზე ასვლა გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. საათნახევარში უკვე მის თავზე კოცონი გვქონდა აგიზგიზებული. ტყიანი წვერი ხედებით ტკბობის საშუალებას დიდად არ იძლეოდა, თუმცა სივრცის დასანახად ადგილი მაინც გამოიძებნებოდა ხოლმე. რკონი

ამ მთაზე ასვლისას ერთი რამ ყველამ უნდა ვიცოდეთ: ვინც მასზე "აბობღებას" გადაწყვეტს. მთის დასავლეთი ნაწილი მთლიანად კლდოვანია. ამიტომ ასვლა-ჩამოსვლის დროს ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემთხვეევით კლდოვან მხარეს არ აღმოჩნდეთ და უკან დაბრუნება არ მოგიწიოთ. 
სხვა მხრივ კი ერთდღიანი მარტივი გასვლისთვისაც შეიძლება გამოგადგეთ. მთის წვერზე ისეთი სიწყნარე სუფევდა, ისეთი სიჩუმე, ქალაქის ხმაურის შემდეგ რამდენიმე წამით უხერხულ დისკომფორტსაც რომ გიქმნის. მაგრამ ეგ მხოლოდ რამდენიმე წამით და მერე ისე გსიამოვნებს, რომ გიჭირს აღიარება: " საღამოს რომ უკან ბრუნდები" ... 

რკონიდასასრულს კი  მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რკონი წლის ყველა სეზონზე საოცრად ლამაზია. კარგი იქნება ყველამ ვცადოთ, ახალ-ახალი ხედებით ტკბობა მიზნად გავიხადოთ. უამრავი ქედწვერასავით მშვენიერი მთა დგას თეძამის  ხეობის "მცველად",  რომლებიც სიამოვნებით გვიმასპინძლებენ, მოგვეხამრებიან გონება და სხეული ერთნაირად განვტვირთოთ ქალაქის ამბებისგან, გავაკაჟოთ და ძალებით ავავსოთ .

გისურვებთ წარმატებას. 

პ.ს ფოტო მასალა გადაღებულია სუპერ საოცარი გოგოს, თიკო მუმლაძის მიერ .^_^ 

მსგავსი
12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...

10 August 2017

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,&...

24 July 2017

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირო...

11 May 2017

ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ...

05 April 2016

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორ...