კიდევაც ვნახავ ხევსურეთს
საქართველოს ისტორიისფერია ხევსურეთი. პირველად და ბოლოჯერ სამიოდე წლის წინ ვნახე. მე მქონდა გრძელი, ჟღალი თმა, ზუსტად ისე...
სპელეოტურებს განსაკუთრებული ხიბლი ახლავთ თან - ტოვებ მიწის ზედაპირს, ეშვები მაქსიმალურად დაბლა, ხის ფესვებზე ქვემოთ და ცდილობ სიბნელეში, ფარნის შუქზე აღმოაჩინო ის საოცრება, რასაც მღვიმეები სთავაზობენ ექსტრემალ მოლაშქრეებს. თუმცა განსაკუთრებულად ჯადოსნური მსგავსი მოგზაურობა მაშინ ხდება, როდესაც მღვიმეს იქ იპოვნი, სადაც არ ელოდები. პლუს ამას, მსოფლიოში უნიკალურ, უცნაური ფორმის ნაღვენთ ფორმებსაც შეავლებ თვალს.
რაჭისა და ტყიბულის გასაყარზე, სადღაც ცხრაჯვართან ახლოს საქართველოს მიწისქვეშეთი უნიკალურ, ბურთებიან დარბაზს მალავს. ქვაბულს პირობითად ''მურადის მღვიმე'' ეწოდება და იგი რამდენიმე წლის წინ, ნოემბრის ერთ ცივ და თოვლიან დღეს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ ''თეთნულდის'' წევრებმა.
თოვლიან ბილიკებს რომ გაივლი, ფეხქვეშ აჭრიალებულ ბილიკებს მოიტოვებ , სწორედ იქ დაუღია ხახა ჰადესის სამფლობელოს. მღვიმეში, ჯადოსნურ ბურთებამდე ჩასვლა ალპინისტური და სპელეოლოგიური აღჭურვილობისა და ამ აღჭურვილობის გამოყენების მცოდნე ადამიანის გარეშე შეუძლებელია. გაივლი ქვის მდუმარე კედლებს, ძაბრისებრ ხვრელში ჩაეშვები და თვალწინ დარბაზი გადაგეშლება. ტემპერატურა აქ მუდმივად ერთნაირია, ყურს მხოლოდ წყლის წვეთების მონოტონური წკაპუნი წვდება, წყლის სარკისებრ ზედაპირზე ირეკლება ბზივნარე სტალაქტიტები. კირქვისაგან შექმნილი ეს ბებერი ბურთები, რომლებიც ოდესღაც მღვიმეში ჯერ წყლის ქვეშ, შემდეგ კი წყლის ზემოთ განვითარდნენ, ინახავენ დედამიწის ყველა საიდუმლოს, რაც უნახავთ და გაუგონიათ. გამოქვაბულში უცნაური, ჯერ თვალით არნახული ცხოველების ჩონჩხის პოვნასაც შეძლებთ და, თუ ძალიან დაძაბავთ მხედველობას, ქვაბულის საოცარ არსებებსაც აღმოაჩენთ წყალში ან ქვის კედლებზე.
მღვიმის მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 5-7 მეტრია, ხოლო სიმაღლე 45 მეტრზე მეტს შეადგენს. გამოქვაბული კი სამი ჭით ბოლოვდება, რომელიც დაახლოებით 15 მეტრის სიღრმისაა. ქვაბული დღემდე სპეციალისტების შესწავლის ობიექტს შეადგენს და ვიზიტორებისათვის დახურულია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ნაღვენთი ფორმები არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაც კი უნიკალურია.
საქართველოს ისტორიისფერია ხევსურეთი. პირველად და ბოლოჯერ სამიოდე წლის წინ ვნახე. მე მქონდა გრძელი, ჟღალი თმა, ზუსტად ისე...
ცარცული პერიოდის ცხოველების ძვლები და რეპტილიების ნაკვალევი - ეს ყველაფერი იმერეთში, მდინარე ძუსას ხეობაში და სოფელ მერევშია აღ...
”ჩაიდანი დუღს, ჩაი გადმოდის, ფანჯარაში ვიხედებით_ თოვლი არ მოდის.” ვუყვები ჩემს პატარა ბიჭს ლექსს და უიმედოდ გავყურ...
საქართველოში უამრავი დიდი თუ პატარა ტბაა. ბევრი მათგანის შესახებ გეოგრაფიის გაკვეთილზე ვერც გაიგებდით. იმისთვის, რომ კარგად შეი...
ამ მცირე პოსტში რკონზე უნდა მოგიყვეთ. რკონის სხვა ხედზე. გარდა იმისა, რომ რკონში ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი მშვენი...
რა გასხენდებათ აჭარაზე? ზაფხული, მზე, რუჯი, ზღვა, დელფინები და ბათუმი. სწორია? არ არის სწორი... აჭა...
გურიისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ზამთრის თოვლიან დღეს, მორიგი უშუქობისას, თბილ შალის პლ...
ღორინამკალი არის მთა ხაშურის თავზე, რომელიც ყველა ჩვენგანს ექნება შემჩნეული. არც თუ ისე მაღალი მთა, რომელიც სულ რაღაც 1706...
ალბათ ფოტო, რომელიც პოსტის ქავერზე დევს ძალიან გეცნობათ. დიახ, ეს ფოტო, რომელიც ალბათ ათასამდე ქართველი თინეიჯერის ფეისბუქის ქა...
"მოვიარე გორდი, კინჩხა ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...