პრეისტორიული ცხოველების ნაშთები და ახალი ტურისტული მარშრუტები იმერეთში

ცარცული პერიოდის ცხოველების ძვლები და რეპტილიების ნაკვალევი - ეს ყველაფერი იმერეთში, მდინარე ძუსას ხეობაში და სოფელ მერევშია აღმოჩენილი.

მდინარე ძუსაზე მდებარე ჩანჩქერს ადგილობრივები "ქადაგიძის რაფს" უწოდებენ. სწორედ აღნიშნულ ჩანჩქერთანაა უძველესი ცხოველების ნაკვალევი, რომლის შესწავლაც უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების აზრით, ეს ნიანგის ნაკვალევია. ჩანჩქერი თერჯოლის რაიონის ტურისტულ მარშრუტში მოიაზრება, შესაბამისად, იგეგმება მასზე სპეციალური მოაჯირის და ბილიკის მოწყობა და ნაკვალევის კონსერვაცია.

ამასთან, სოფელ მერევში ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში ინახება, სავარაუდოდ, ცარცული პერიოდის ცხოველების ნაშთები. აღნიშნული არტეფაქტები წლების განმავლობაში ადგილობრივი სკოლის მუზეუმში ინახებოდა. თუმცა 90-იან წლებში მუზეუმი გაიძარცვა და სკოლის მაშინდელმა დირექტორმა არტეფაქტების მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მოახერხა. ნაშთები დღემდე მის ოჯახში ინახება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %