23 April 2018
  • 6773 ნახვა

შატო მოსმიერი - ახლის ძიების მსურველებისთვის

იმ დღეს დილიდანვე ისეთი დაღლილი ვიყავი, საერთოდ რამე თუ  შემმატებდა ენერგიას  არ მეგონა. კვირის ბოლოს ქალაქის არეულობებით დაღლილს სახლში გამოკეტვა და კარგად გამოძინება წამიერად ყველაფერს მერჩივნა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ  ის არ ვარ, მსგავს  სურვილებს იოლად რომ ყვება. მაგიტომაც, გამოვეწყვე და მერე  კახეთში, თელავისკენ  ავიღე გეზი. გადავიარე გომბორი, ჩავიარე თელავიც და რამდენიმე კილომეტრში "მოსმიერში" ამოვყავი თავი.

ვისაც არ გსმენიათ,  არც ეგ სახელი არაფერს გაძლევთ ალბათ...

"მოსმიერი" ახალი ღვინის საწარმოა, პატარა და ისეთი მყუდრო, შიგ შესულს ბეღურა გეგონება ადამიანს თავი.

მომინდა ამ ადგილზე თქვენც მოგიყვეთ.

მოსმიერიპირველი, რაც გზაზე "მოსმიერის" აბრის დანახვისას ვიფიქრე, იყო:  „და ეს სახელი საიდანღა?“.  ვინც ჩემსავით აზრზე არ ხართ: თურმე მოსმიერი ძველ ქართულად ღვინის მოყვარულს ნიშნავს. უდაოდ ლამაზად კი ჟღერს. მაგრამ თან წოდებასავით, დამსახურება რომ უნდა ისე...  

მოსმიერი, კახეთიმერე იყო ვენახების შუაში გაჭრილი გზა. გალავნის გაღება. შემოგებება, ესპანური სტილის ეზოში შებიჯება და: და ადგილზე მისული დავრწმუნდი, რომ აქ მომუშავე ხალხი ნამდვილად ღვინის მცოდნეა. როგორც მე ვამბობ ხოლმე „ საქმის აზრზე ნამდვილად არიან.“

პირველი, რაც მოსმიერში შესულს „ყურში მომხვდა“ იყო ფრაზა: „ ქართველები მუდმივად შემოქმედებითად, პიკანტური აღმოჩენების ძიებით ვუდგებოდით მეღვინეობას... ტრადიციები იდეალური რამაა, ქვევრის ღვინო კი საოცრება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ კონკურენციას ერთმანეთს კი არა ევროპას ვუწევთ, შესაბამისად შემოქმედებითობისა და „ახლის ძიების“  სურვილის დაკარგვა, ღვინის კულტურის მქონე ქვეყანას არ გვეპატიება.“

„ გაუწიე კონურენცია სხვას, და არა საკუთარ თავს“...

ხო, სწორედ ის დევიზია, რაც ქართულ ბიზნეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ დროს მივხვდი კარგ ადგილას რომ ვიყავი, ნელ-ნელა ენერგია შემომეტა და ყველაფრის კირკიტს მოვყევი.

ღვინის საწარმო მოსმიერირაც შევატყე ის იყო, რომ აქ ახლის ძიების სურვილი ძალიან მძაფრად იგრძნობა. თან იმდენად კარგად აქვთ ძველი  ახალთან შერწყმული, რომ რეალურად მათ შორის საზღვარს ვერ იჭერ კაცი.

მთავარს უნდა მივადგე და, ღვინოს რაც შეეხება, ოთხი მათგანის დაგემოვნება შევძელი:

კახური, საფერავი, საფერავი როზე და  წინანდალი.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ღვინოებში პროფესიონალურ დონეზე ნამდვილად ვერ ვერკვევი, ამიტომაც გირჩევთ სიტყვაზე არ მენდოთ და ოთხივე მათგანი თავად გადაამოწმოთ, თუმცა რისი თქმაც შემიძლია ესაა:  აუხ! საფერავი როზე ისეთი არომატული, ისეთი მოლოდინს შესაფერისი იყო, რომ აღტაცებას ვერ ვმალავდი. გასინჯულიც არ მქონდა, დატრიალდა თუ არა ღვინო ჭიქაში მაშინვე მივხვდი, ძილის გაცრეცა,  გომბორის გადმოვლა,  აქ შემოვლა ჯერ მარტო იმიტომ ღირდა, რომ მათი საფერავი როზე გამესინჯა. ფაქტია, ჩემი რეკომენდაციები "მოსმიერთან" დაკავშირებით ყოველთვის დაიწყება ამ ღვინის დაგემოვნებაზე მითითებით.

მოსმიერიქარხნის ეზო და შადრევანი ისეთ გარემოს ქმნის, რომ ცოტახნით თავი ესპანეთის შუაგულშიც კი მეგონა. იქამდე, სანამ იქვე გახურებული თონე და ამოსავლები ჩურჩხელები არ დავინახე. შემდეგ უკვე სახლში ვიყავი. სახლის შუაგულში. ერთ სივრცეში ნახულობ ქარხანას,  ფოლადის ღვინის ავზებს, მუხის კასრებსა თუ  „პაპისეულ“ მარანს,  ათეულობით მიწაში ჩაფლული ქვევრით. ამ ქვევრებთანვე  შეგიძლია ჩურჩხლები ამოავლო, ხინკლები შეახვიო, პური თონეში ჩააკრა. თავი შემოდგომისას პაპისეულ ოჯახში მეგონა, სანამ ღვინოს წურავენ შინ თონეში პური რომ იკვრება და ბებია ჩურჩხელების ამოვლებას მასწავლის.  

მოსმიერი, კახეთისაწარმოს დათვალიერებას რას დავჯერდებოდი ამხელა გზაზე გადმოსული, იქვე ბარ-რესტორანში შევყავი ცხვირი და გაშლილ სუფრას მივუჯექი. მერე, რა თქმა უნდა, იყო ქართული კერძები, ღვინო, ჭიქების ჭახუნი, დაცლა- შევსება, აზრზე მოსვლა და მეც დაღლილობა და გამოფიტვა სადღაც შორს, ქუდივით მოვისროლე.  ვერანდაზე გავედი და:  ისეთი ხედები იშლებოდა კავკასიონზე, ადამიანს რომ  ყოველგვარ სტრესს დაგავიწყებს. საქმეზეც რომ იყო იქ მისული, მაინც ისე მოეშვები, რომ უკან დაბრუნებულს ვეღარ გაგიგია, სამუშაოდ იყავი გასული ქალაქიდან  თუ დასასვენებლად. იქ მოფუსფუსე ხალხზე ჩავფიქრდი. რა ბედნიერი ხალხიათქო. ამ ღვინით, ამ ხედებზე, ყოველ დღე...

კახეთი

ხო და ლამის სულ დამავიწყდა, აქაურობაზე  რისი თქმაც შემიძლია თქვენთვის, პირველ რიგში ისაა, რომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ  მათი ნიგვზიანი ბადრიჯანი. ღვინოში შეიძლება იმდენად ვერა,  მაგრამ  ეს ნამდვილად ისაა რაშიც კარგად ვერკვევი. დამიჯერეთ ისეთი ჰაეროვანი იშვიათად თუ  გამოსდით ხოლმე მზარეულებს, როგორც აქ, "მოსმიერში".  სხვა  ტრადიციული კერძებიც უგემრიელესი იყო უდაოდ, თუმცა ჩემი რეკომენდაციები მათ ხინკალსა და ნიგვზიან ბადრიჯანზე გადის...  „არ გასამაზი“ ამბებია.

იმასაც ამბობენ მომავალი წლიდან აქაურობას ღია აუზი და სასტუმროც დაემატებაო. მე ვისმენდი და ხელებს ვიფშვნეტდი...

აშკარაა შემდეგ ჯერზე შემოვლა უკეთესი უნდა იყოს...

მოკლედ, მე  გირჩევთ, დაგეგმილად თუ დაუგეგმავად შეიაროთ ამ  პატარა, საოცარად, მშვიდ და მყუდრო ღვინის საწარმოში. კავკასიონის ხედებზე ივახშმოთ და მათი ღვინით სიახლე შეიტანოთ თქვენს პირად ალკოჰოლურ მენიუში.  

მერე ისევ ქალაქს დაუბრუნდეთ და საკუთარი დიადი საქმეები ახალი ენერგიით აკეთოთ. სულ იქ დარჩენასაც გისურვებდით, მაგრამ ქვეყანაში საქმე ბევრია....

ხო, და კიდევ საფერავი როზე არ დაგავიწყდეთ...

საფერავი

ჩურჩელის მასტერკლაი, მოსმიერი, კახეთიმასტერკლასი


მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

03 June 2018

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე. ბევრი სიარული, ხედები, პ...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...

03 May 2018

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი,...