09 May 2018
  • 7756 ნახვა

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენს ნებისმიერ ისტორიის წიგნში ამოიკითხავთ.
ეს ქუთაისია - საქართველოს და ევროპის ერთ- ერთი უძველესი ქალაქი. ამ პოსტში კი წაიკითხავთ, თუ რა შეიძლება ნახოთ აქ. 
ქუთაისი მხოლოდ ბიკენტიას საქაბაბე, ბაგრატი, გელათი და ისტორიული ცენტრი არ არის. ამ ქალაქში ბევრი საინტერესო მარგალიტი იმალება, რომელთა შესახებაც შესაძლოა ტურისტულმა რუკებმაც კი არაფერი გითხრან.

ხედი ქუთაისზე
ქუთაისში ჩამოსვლისას პირველად და აუცილებლად უნდა ნახოთ წითელი ხიდი. თავის დროზე ის ქალაქის პირველი რკინის ხიდი იყო, რომელიც ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გეშვა. ამბობენ, რომ წითელი ხიდისათვის საჭირო მასალა იმ ფაბრიკიდან ჩამოიტანეს, სადაც თავის დროზე ეიფელის კოშკი აიგო. თუ წითელ ხიდს თებერვლის ბოლოს ეწვევით ქუთაისის სიმბოლოს, ულამაზეს და უძველეს, ვარდისფრად აყვავებულ მაგნოლიასაც ნახავთ.
ქუთაისი, მაგნოლიაჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს  შორის. აქ აღმოჩენილია მე-5 საუკუნის ხის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770 - იანი წლებისაა. 
ქალაქის კიდევ ერთი ისტორიული, თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო და 1852 წელს დასრულდა. ხიდი რამდენჯერმე ჩაინგრა და მისი საბოლოოდ აღდგენა 1872 წელს დამთავრდა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. 
ქუთაისი
ქუთაისში უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ 10 მუზეუმი 
1. ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი ,
2. სპორტის მუზეუმი,
3. საბრძოლო დიდების მუზეუმი ,
4. ტელე-კინო-ფოტო მუზეუმი ,
5. რეზო ჩხეიძის მუზეუმი,
6. არსენ ფოჩხუას მუზეუმი (კოლხური ბზის მესაიდუმლე) 
7. გივი ბრეგაძის სახლ-მუზეუმი
8. ლადო მესხიშვილის თეატრის მუზეუმი ,
9. ინდუსტრიული ქუთაისის მუზეუმი (ავტოქარხნის ტერიტორია) 
10. გალერეა ვარლა ( საგამოფენო სივრცე).
მათი უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.
ქუთაისისაინტერესო სანახავია ქალაქის უძველესი ციხეებიც, ასევე ნანგრევები, სადაც საბჭოთა და რუსეთის იმპერიის ჯარები იწვრთნებოდა. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ციხის შენობა მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს. ცნობილია, რომ მას თავდაპირველად სხვა ფუნქცია ჰონდა. თუმცა რა იყო მანამდე განთავსებული კონკრეტულად, ვერავინ იხსენებს. ძველი ციხის შენობიდან ოკუპაციის მუზეუმში ნივთების გარკვეული ნაწილი მოხვდა, მათ შორისაა იმ საკნის კარები, სადაც სასჯელს სტალინი იხდიდა.
თუ ფეხით სერინობა გხიბლავთ და გსურთ ქუთაისს შემაღლებული ადგილიდან გადმოხედოთ, ესტუმრეთ მწვანეყვავილას. ლეგენდის თანახმად, ქართველმა მწერალმა და დიპლომატმა სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა ქუთაისის ამ ულამაზეს უბანს მიაშურა. ეკლესიის მამებს ევროპიდან წამოღებული უცხო თესლი დაუტოვა. სულ მალე უბანში მწვანედ აყვავდნენ ახალი თესლიდან ამოსული ყვავილები.  .
მწვანეყვავილა ქალაქს ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრება. იგი რიონის ხეობას დაჰყურებს. მისი მარცხენა ნაპირი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. ყველაზე ადრინდელი ძეგლი, ბაზილიკური ეკლესია, მდებარეობს მწვანეყვავილას გორაკის დასავლეთ კონცხზე. ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია და იგი აგებულია 1013 წელს. მწვანეყვავილას ტერიტორიაზე მდებარეობს კიდევ ორი ძველი ნაგებობა, თავდაცვითი დანიშნულების ციხესიმაგრე კოშკი და პატარა ბაზილიკური ეკლესია. კოშკი ოთხკუთხად შეკრული ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული წარმოადგენს მტკიცედ შეკრულ თაღოვან ოთახს. კოშკის კედლის სისქე ორ მეტრამდეა და ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების სათოფურები აქვს. შენობის მეტრნახევარ სიმაღლეზე გაკეთებულია ნიშები. მას იყენებდნენ სათვალთვალო პუნქტად. ციხე აგებული უნდა იყოს 1637 წელს. 1956 წლიდან ეს ადგილი გამოცხადებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. 1909-1913 წ.წ. მწვანე ყვავილის ტერიტორიაზე აგებული იქნა ეკლესია, რომელიც ეკურთხა 1914 წელს მთავარანგელოზთა-მიქაელისა და გაბრიელის სახელით.
ქუთაისი
ტურისტულ რუკებზე ვერც ჯაზის ქუჩას იპოვით. ადგილობრივი არტისტის, ლია უკლებას მიერ მოხატული კედლები ლომონოსოვის ქუჩაზე, ბალახვანში მდებარეობს. იქვე გერმანელების მიერ აშენებულ, ძველ ქუთაისურ სახლებსაც ნახავთ.
ჯაზის ქუჩა


მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...