28 June 2018
  • 8488 ნახვა

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი მათგანი დაგვილაიქებია, დაგვიwowებია, დაგვიგულავს, ზოგჯერ უბრალოდ დაგვიიგნორებია, მარტივი მიზეზის გამო - ოფისში, სახლში თუ უნივერსიტეტში მსხდომებს "თეთრი შურით" შეგვშურებია. 

სინამდვილეში, ასეთ ხედებიან ადგილებზე მოხვედრა და მეგობრების გაოცება იმაზე გაცილებით ადვილია, ვიდრე გვგონია. 

გთავაზობთ იმ პოპულარული ხედების ჩამონათვალს, სადაც ადვილადაც მიხვალთ, ხედებითაც დატკბებით და საუკეთესო ფოტოებსაც გადაიღებთ.

ხედი გერგეტის სამებიდან

თამამად შეიძლება ითქვას, გერგეტის სამებიდან ხედი ყველაზე პოპულარულია. გასაკვირი არცაა, ყაზბეგი და გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ტურისტული ადგილია. ტაძართან მოსახვედრად რამდენიმე კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევთ. აქ ორი არჩევანია - შედარებით მოკლე, მაგრამ რთული ბილიკით პირდაპირ მთის ფერდობზე ან უფრო გრძელი, მაგრამ მარტივად სასიარულო სამანქანო გზა, რომლის დამოკლება რამდენიმე ადგილას ბილიკით გადაკვეთით შეგიძლიათ. თუმცა, თუ ფეხით სიარულის მოყვარული არ ხართ, სტეფანწმინდაშივე ადგილზე შეგიძლიათ მაღალი გამავლობის მანქანის დაქირავება და გაცილებით მარტივად ასვლა დანიშნულების ადგილზე. აქ კი არჩევანი თქვენზეა - ტაძრამდე არმისული, მინდორზე გადაიღებთ ფოტოებს და სამებასაც კადრში მოაქცევთ თუ ტაძრის ეზოდან სტეფანწმინდის და მის თავზე დაფენილი ღრუბლების ფონზე ამჯობინებთ გადაღებას.

ყაზბეგის ტურები იხილეთ აქ

kazbegiგომის მთა, გურია

ეს ადგილი წლიდან-წლამდე თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი კი სწორედ ხედია. იმისათვის, რომ გომის მთიდან საუკეთესო ფოტოები ჩამოიტანოთ, მოგიწევთ აქ ღამე კარავში გაათიოთ, რადგან განთიადისას შეძლებთ ნისლებით დაფარული ხედების გადაღებას. თუ კარავში ღამის გათევის იდეა არ გხიბლავთ, ახლომდებარე სოფელში ხის სახლებში შეგიძლიათ დაბინავდეთ, თუმცა მათი უმეტესობა მიტოვებულია და პირობებიც შესაბამისი დაგხვდებათ. თავად სოფლამდე მისვლას ავტომობილით მარტივად შეძლებთ.

გომის მთაზე ტურები იხილეთ აქ

გომის მთა

ჰაწვალი

თუ სვანეთისკენ გაქვთ გეზი აღებული, ყველაზე მარტივად ჰაწვალზე შეგიძლიათ მოხვდეთ. კურორტი მესტიიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში მდებარეობს და საბაგირო ზაფხულშიც მუშაობს. საბაგიროს ერთჯერადი ბილეთი 7 ლარი დაგიჯდებათ. ზემოთ ასულს კი შეგიძლიათ კაფეში ცივი სასმელი ან ღვინო მოითხოვოთ და სვანეთის მთების ფონზე იპოზიოროთ.

სვანეთის ტურები იხილეთ აქ

ჰაწვალიქოროღლის ციხე

თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ და განტვირთვისვის მხოლოდ კვირა დღე გაქვთ, ქოროღლის ციხე თქვენთვის კარგი ვარიანტია. კოჯორში მდებარე ციხეზე მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, ფეხით რამდენიმე კმ-ის გავლა, მოგიწევთ, თუმცა უმარტივესი გზით. თუ თქვენი ავტომობილით ახვალთ, გზა პირდაპირ ციხის ძირში მიგიყვანთ და საუკეთესო ხედებისთვის მხოლოდ ერთი პატარა ფერდობის ავლა მოგიწევთ.

ხედი ბათუმის (სალიბაურის) სამების ტაძრიდან

თუ დასასვენებლად ბათუმს ირჩევთ, აუცილებლად ესტუმრეთ ბათუმიდან 8 კილომეტრში მდებარე სალიბაურის სამების ტაძარს. მისი ეზოდან ბათუმის და შავი ზღვის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ტაძრის უკან კი სამების სახელობის დედათა მონასტერია.

სალიბარუსი ტაძარი


მსგავსი
30 September 2015

ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე

პეტრას ციხე, ქობულეთიდან 3-4 კილომეტირს დაშორებით მდებარეობს.  მას  უკავშირდება სოფელ ციხისძირის სახელიც . ის იმპერატორ იუსტინიანე...

26 September 2015

ფირუზისფერი რიწის ტბა

რიწის ტბა აფხაზეთში მდებარეობს.  1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია   ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ა...

26 September 2015

მდინარე ალაზანი - რომაული ლეგიონის შებრძოლების ადგილი

მდინარე ალაზანი  საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებს გასწვრივ მიედინება.  ზამთარში წყალმცირეა, ხოლო    გაზაფხულიდან მოვარდნა იც...

20 September 2015

პრომეთეს ზღაპრული სამყარო

  სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები - ეს პრომეთეს მღვიმეა. ...

19 September 2015

ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესია საქართველოში

კახეთის ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებში გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი უდავოდ გამორჩეულია. ტაძარი საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათ...

18 September 2015

სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. ...

18 September 2015

5 ადგილი კახეთში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულო

კახეთი -ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლ...