24 December 2015
  • 8910 ნახვა

პორტოფინო - დელფინების ყურე

მარია მედიჩის და მოპასანის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, პორტოფინო ,იტალიის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს. ქალქის სანაპირო ზოლის გასწვრივ უამრავი მყუდრო, თვალწარმტაცი ყურეა, რაც მას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად აქცევს. განსაკუთრებით პოპულარული ეს ქალაქი მშვიდი დასვენების და რომანტიკის მოყვარული ადამიანებშია. პორტოფინოში ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია და ქალაქი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მე-19-ე საუკუნეში, როცა აქ მხატვრები და მწერლები ცხოვრობდნენ. article1 portofino-004 portofino-005 გენუიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქი კონცხზეა გაშენებული, რომელიც ზღვაშია შეჭრილი. წყლის ზედაპირზე ერთიმეორის გვერდით მიყუჟული პატარ-პატარა, ფერადი სახლები და ვილები ირეკლება, რომელთა გარშემო ზეთისხილის ხეები და პალმები იზრდებიან. სანაპირო ზოლის ფირუზისფერი წყლები კი ზაფხულობით ელიტური იახტების მწყობრი რიგებით იფარება. ყურის სილამაზე ჯერ კიდევ რომაელებმა შენიშნეს და პორტოფინოს "დელფინების ყურე" უწოდეს. ჩვეულებრივ მეთევზეთა სოფელში ზაფხულობით მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ცნობილი ადამიანები, რაც კურორტს არც ისე იაფ სიამოვნებად აქცევს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხუმრობენ, რომ "მათი სახლების თვითოეული ფანჯარა მილიონი ევრო ღირს". ეს სიმართლესთან ახლოა, რადგან აქ ძალიან ძვირად იყიდება ვილები.

portofino-006 portofino-007 portofino-010

რატომ უნდა ჩავიდეთ ამ ქალაქში?

გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი მოგონებების და გიჟური თავგადასავლების ადგილი შეიძლება გახდეს, აქაურობა ზღვის, რბილი კლიმატით გამოირჩევა. დღეები თბილი და მზიანია, განსაკუთრებთ ზამთარში და გაზაფხულზე. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსია, ხოლო ყველაზე ცხელ თვეებში - ივლისში და აგვისტოში მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. პორტოფინოში რამოდენიმე ჰაი-კლსის სასტუმროა. არის ბიუჯეტური სასტუმროებიც. ყველა მათგანი პლაჟის სიახლოვესაა განთავსებული.

რა მოვინახულოთ?

პორტოფინოს ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტეს ქანდაკება, რომელიც 1954 წელს ერთ-ერთ ყურეში, ზღვაში ჩაძირული აღმოაჩინეს და შემდეგ ამოიტანეს.  ქანდაკება სან-ფრუტუოზოს ყურეში დგას, სადაც მხოლოდ ნავის საშუალებით შეიძლება მოხვედრა.           Unicode აღსანიშნავია წმინდა მარტინის სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესია. ქალაქის არქიტექტურის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში წმინდა მარიამის ეკლესიაა, რომელიც გოთიკურ სტილშია აშენებული. შეგიძლიათ მოიწყოთ პატარა საზღვაო მოგზაურობა, რომლის დროსაც ხუთ უძველეს სოფელს დაათვალიერებთ, რომლებიც ქალაქის ახლოსაა განლაგებული და ცივილიზაციას კლდოვან სანაპიროებზე ემალებიან. კრუიზის განმავლობაში შეგიძლიათ სოფლების ხედებით ზღვიდან დატკბეთ. portofino-013 portofino-017

რა მივირთვათ?

პორტოფინოს კაფეებში და რესტორნებში საკვების დიდი ,მრავალფეროვნებაა. მენიუში უამრავი ტრადიციული კერძი შედის, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შეხვდებით. არომატული მწვანილების და სანელებლების მრავალფეროვნება და ზეითუნის ზეთი ის ინგრედიენტებია, რომელიც აქაურ სამზარეულოს დაუვიწყარს ხდის. მენიუში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ანჩოუსები:  ფარშირებული, კონსერვირებული, ახლად დაჭერილი... აქვეა ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანიც. portofino-019

მსგავსი
17 September 2019

როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპის ქვეყნებში

ყველამ ვიცით, თუ როგორ ვხდებით ან უნდა შევხდეთ ახალ წელს საქართველოში, მაგრამ ხშირად გვაინტერესებს  უფრო მეტი ინფორმაცია ს...

29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

26 August 2019

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

...

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...