პონტე-ვეკიო - ფლორენციის ყველაზე ცნობილი ხიდი

პონტე-ვეკიო ფლორენციის ყველაზე ძველი და ამავე დროს საინტერესო ხიდია. ეს სამთაღიანი ხიდი  ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. თავდაპირველად ხის ხიდი ამ ადგილას, გადმოცემის თანახმად, რომაელებს აუგიათ, რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს, ამჟამად ქვისა. ponte-vecchio-001ponte-vecchio-005ponte-vecchio-006 1345 წელს ხიდი არქიტექტორ ნერი დი ფიურავანტიმ ააგო. მიუხედავად იმისა, რომ ქვის კონსტრუქცია ძალიან მყარია,  1966 წელს მდინარე არნოს ადიდებამ საკმაოდ დააზიანა. ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება, რითიც პონტე-ვეკიო სხვა ხიდებისგან განსხვავდება ისაა, რომ მასზე შენობებია აგებული. ხიდის შუაგულში შენობები აღებულია, პატარა მოედანია მოწყობილი და მდინარის ხედი ჩანს. ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭარების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ხიდის ასეთი პოპულარობა კი კი ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება, რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა. 1565 წელს ჯორჯო ვაზარიმ კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ვაზარის კორიდორად“ წოდებული შენობა დააშენა, რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო.  დახურულ გადასასვლელი  ხიდის ზემოდან გადადიოდა და უფიცის გალერეას პალაცოსთან აკავშირებდა, რომლითაც მხოლოდ დიდგვაროვნები სარგებლობდნენ. კორიდორის გასწვრივ მცირე ზომის გისოსებიანი ფანჯრებია დატანილი. ლეგენდის თანახმად, ამ ფანჯრების საშალუალებით ისმენდნენ, რაზე ლაპარაკობდა ხიდზე მოსიარულე ხალხი. ხიდზე ყასბებიც ვაჭრობდნენ, მაგრამ იმ პერიოდში მაცივრები, რასაკვირველია, არ არსებობდა, სწორედ ამის გამო 1593 წელს  კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც გათავისუფლებული ადგილი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს და ხიდს ახალი მეტსახელი - "ოქროს ხიდი" გაუჩნდა. მაღაზიებთან ერთად აქვე იყო სახელოსნოებიც, სადაც გასაყიდ საქონელს ამზადებდნენ.   ponte-vecchio-009ponte-vecchio-011 ხიდზე ვაჭრებს დახლები ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე ვალებს ვერ იხდიდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას სამუდამოდ უკრძალავდნენ, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა ტერმინი „ბანკროტი“, რაც იტალიურად „გატეხილ სკამს“ (banco rotto) ნიშნავს.   ponte-vecchio-014მეორე მსოლიო ომის დროს პონტე-ვეკიო სხვა ხიდებისგან განსხვავებით, გერმანელებს არ დაუბომბავთ. როგორც იძახიან, ეს ჰიტლერის სპეციალური ბრძანების საფუძველზე მოხდა. მიუხედავად ხიდის სიმთელისა, მის გარშემო შენობების დიდი უმეტესობა დაიბომბა და მხოლდო ომის შემდეგღა მოხერხდა აღდგენა. შენობების უმეტესობა ორიგინალურ ფორმას იმეორებს, თუმცა ზოგიერთი ხელახლა, განსხვავებული პროექტებით აშენდა.ponte-vecchio-016 დღეს ხიდი უმთავრესი ტურისტული მიმართულებაა, ხოლო აქ განთავსებული მაღაზიები და ბუტიკები საკმაოდ ძვირადღირებული შოპინგის ადგილია. ponte-vecchio-018ponte-vecchio-020    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %