06 January 2016
  • 4903 ნახვა

No Man's Fort - ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

პორტსმუტიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით ღია ზღვაში ვიქტორიანული ერის პატარა ციხესიმაგრე მდებარეობს. ადამიანის ხელით შექმნილი კუნძული ხანგრძლივი და საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ ძვირფას სასტუმროდ გადაიქცა. შენობა 1867-1880 წლებში აშენდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ლორდ პალმერტონის დაკვეთით. ციხე-სიმაგრე გათვლილი იყო ნაპოლეონ მესამის არმიის შემოტევისგან თავის დაცვაზე (შემოტევა არასოდეს განხორციელებულა). 1-NoMansFort-aeria_3269442k 2-NoMansFort-luxe_3269444k 4-NoMansFort-bedro_3269447k ფორტი რამოდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, მათ შორის 1971 წელს Dr. Who-ში. ოთხსართულიან ფორტში 22 ნომერია - უმეტესობა საზღვაო სტილშია გადაწყვეტილი. ფანჯრებად საზარბაზნე ილუმინატორებია გამოყენებული, ხოლო ჭერი რკინისაა - ისეთივე, როგორიც თავდაპირველად იყო. 5-Lighthouse_3269449k ზედა სართულზე შემინული პენტჰაუზია, სადაც ღამის გათევა 700 ფუნტი ჯდება. აქედან განსაკუთრებით კარგი ხედი იშლება - ჩანს ზღვაში მიმავალი გემები და ბორანები.  გარდა ამისა, სასტუმროში არის ვერტმფრენის დასაფრენი ორი მოედანი, ღამის კლუბი, რესტორანი, ღვინის ბარი, სპა და სათამაშო ოთახი. სპა პროცედურებისთვის გამოიყენება მარილი, რომელსაც აქვე, ზღვიდან იღებენ. სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ წყლის სპორტითაც: წყლის თხილამურები, თევზაობა, იახტით სეირნობა. აქვეა გოლფის მოედანი ბიოდეგრადირებადი ბურთებით.   6-Helipad_3269450k რესტორნის მენიუში უმეტესად ადგილობრივად მოპოვებული პროდუქტებია, როგორიცაა მაგალითად სკუმბრია და განსაკუთრებული ლუდი, სახელად ‘No Man’s Beer’. თბილ სეზონზე სტუმრებს სასტუმროს სახურავზე შეუძლიათ გაამზადონ ბარბექიუ, დაანთონ კოცონი და შეწვან მარშმელოუ. შესაძლებელია აქ დღის ტურის მოწყობაც, რომელიც პერსონაზე 99 ფუნტი ჯდება და საფასურში ოთხი თავი კერძისგან შემდგარი ლანჩი შედის. ღამის გათევის საფასური 450 ფუნტიდან იწყება. ფასში შედის ტრანსფერიც პორტსმუტიდან.   7-Sideshot-NoMansF_3269451k 9-Hallway_3269455k იმართება თემატური ივენთებიც მთელი წლის განმავლობაში წინასწარაა გაწერილი. მათ შორის კაბარეს საღამოები, ბრიტანული ლანჩი და ბლიც წვეულებები. ფორტს ხშირად ქირაობენ ივენთების მოსაწყობად, მათ შორის ქორწილების. აქ დაახლოებით 200 სტუმარი ეტევა.  11-Forts-final_3269458k

მსგავსი
18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...