კუნძული სქაი

კუნძული სქაი შოტლანდიას ეკუთვნის და ჰებრიდის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია. არქიპელაგის შემადგენლობაში სულ  36 დასახლებული და 43 დაუსახლებელი კუნძული შედის. კუნძულის ფართობი 1656,25  კვადრატული კილომეტრია, ხოლო კუნძულის უმაღლესი წერტილიზღვის დონიდან 993 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.   5704210-1000-1452672927-islae-of-skye კუნძული მთაგორიანი პეიზაჟებითაა ცნობილი. კლიმატი აქ ნოტიოა, ზღვისპირა, და ნალექების სიუხვით გამოირჩევა წელიწადის ნებისმიერ დროს. აქ ხშირია ქარიც. კუნძულზე დაახლოებით ათი ათასი ადამიანი ცხოვრობს.  ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქალაქი პორტრია, რომელიც ძალიან ლამაზი ნავსადგურითაა ცნობილი. კუნძულის მაცხოვრებლების შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობაა. არქიპელაგის კუნძულებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა ბორნების და ნავების მეშვეობით ხდებოდა, 1995 წელს კი უკვე საავტომობილო ხიდიც გაიყვანეს. 5704560-1000-1452672927-2 განსაკუთრებით ლამაზია კუნძულის სანაპირო ზოლი, რომელიც საკმაოდ უცნაური ფორმის კლდეებით, ზღვაში მკვეთრად შეჭრილი კონცხებით და პლაჟებით გამოირჩევა. 5703860-1000-1452672927-DSC_02895703910-1000-1452672927-Fairy-Pools-Isle-of-Skye კუნძული სქაი ძალიან მოეწონებათ ველური ბუნების მოყვარულებს, მოლაშქრეებს, ეკოტურიტებს და ფოტოგრაფებს. გარდა იმისა, რომ ულამაზესი პეიზაჟებია, ბუნება ძალიან მრავალფეროვანია და ფერების სიუხვით გამოირჩევა. 5704010-1000-1452672927-1280x1024_isle-of-skye-scotland-tsvetyi-ostrov-skaj-shotlandiya5704060-1000-1452672927-33 ცხვრის ფარები თავისუფლად დადიან საძოვრებზე და ხშირად ხვდებიან ტურისტების კადრებში. 5704110-1000-1452672927-44 კუირანგი - კუნძლის კიდევ ერთი ლამაზი ადგილი - მაღალი გორებით, ფერად-ფერადი მინდვრებით და  პანორამული ხედებით. 5704160-1000-1452672927-img_2208_tonemapped მაკლაუდების კლანის ციხე-სიმაგრე, დაინვეგანი, უკვე 8 საუკუნეს ითვლის. ოდესღაც მთელ კუნძულს მაკლაუდების კლანი განაგებდა.5704310-1000-1452672927-W5YKS4F5704510-1000-1452672927-scotland-02 კუნძულზე მდინარე სლინგაჰანი ჩამოედინება. არც ისე წყალუხვი მდინაარე ძალიან ლამაზია.  ალაგ-ალაგ ძველი, ქვისგან ნაგები ხიდებიც შეიძლება შეგხვდეთ, რომლებიც დღესაც კარგ მდგომარეობაშია.5704610-1000-1452672927-66 აქ საავტომობილო გზებიც კი ორგანულად ერწყმის პეიზაჟებს. 5714310-1000-1452684691-Fairy-Pools-Scotland კუნძულის ყველაზე ლამაზ ადგილას ფერიების აუზი ითვლება.sky island კუნძული სქაი - ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ველური ბუნების ყველა მოყვარულმა.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %