24 January 2016
  • 3428 ნახვა

ცისფერი ლაგუნა, ისლანდია

ცისფერი ლაგუნა, გეოთერმული კურორტი, ისლანდიის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც  Reykjanes-ის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეირიავიკიდან (ისლანდიის დედაქალაქიდან) 39 კილომეტრში.  აქ მოსახვედრად აეროპორტიდან 20, ხოლო დედაქალაქიდან მაქსიმუმ 50 წუთია საჭირო   17141710-R3L8T8D-1000-Blue-Lagoon-couple-with-silica     ცისფერი ლაგუნა ადამიანის მიერაა შექმნილი. მინერალებით და გოგირდით მდიდარი ცხელი წყალი  1976 წელს აშენებული გეოთერმული ელექტროსადგურიდან მოედინება.  მას შედეგ რაც ელექტროსადგური აშენდა, ეს უნიკალური აუზიც შეიქმნა იმ წყლისგან, რომელიც ელექტროსადგურს გამოივლის და მეორად გამოყენებას მინერალების მაღალი შემცველობის გამო აღარ ექვემდებარება. უნიკალური, ლურჯი და ცისფერი შეფერილობა სწორედ ამ მინერალებითაა განპირობებული.   17143160-R3L8T8D-1000-large პირველი ვიზიტორები აქ 1981 წელს გამოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე ხმა გავრცელდა. ლეგენდის თანახმად, წყლის სამკურნალო თვისებები ერთ-ერთმა ინჟინერმა აღმოაჩნა, რომელიც ფსორიაზით იტანჯებოდა.  1992 წელს ოფიციალურად დაარსდა Blue Lagoon company, შეიქმნა კურორტი და მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. დღეს აუზის სიგანე 200 მეტრია, ხოლო სიგრძეში ორ კილომეტრამდე აღწევს.   17144110-R3L8T8D-1000-20   ცხელი წყალი მდიდარია გოგირდით და ძალიან სასარგებლოა კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი. წყლის ტემპერატურა საშუალოდ 37–39 °C-ა და ყველაზე ცივ დღებშიც კი არ ჩამოდის 15 გრადუსზე დაბლა. აქვეა კვლევითი ცენტრი, სადაც წყლის სამკურნალო გავლენას იკვლევენ კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.   17146560-R3L8T8D-1000-blue_lagoon 17146760-R3L8T8D-1000-2013-08-01-4867-19-1 წყლის განახლება ყოველ ორ დღეში ერთხელ ხდება. აქ მკაცრი ჰიგიენური კონტროლი ხორციელდება და ყველა ვიზიტორი ვალდებულია აუზებში ჩასვლამდე შხაპი მიიღოს. ცისფერი ლაგუნა გადასაღებ მოედნადაც გამოიყენებოდა ისეთი ფილმებისთვის, როგორიც იყო მაგალითად The Amazing Race 6, Hostel: Part II.  ბრიტანეთის პოპულარული შოუს Britain's Next Top Model-ის მეხუთე სეზონზე სპა ფოტოსესიებისთვისაც გამოიყენეს. 17157710-R3L8T8D-1000-77 17158560-R3L8T8D-1000-shutterstock_132533342 17168660-R3L8T8D-1000-7888    

მსგავსი
30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ...

13 March 2017

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი...

27 February 2017

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კ...