26 January 2016
  • 2989 ნახვა

ევროპის 15 უძველესი ქალაქი. ნაწილი II

ევროპის უამრავ ქალაქს შორის არის ქალაქები, რომელთა ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დასეირნობ ქალაქის ქუჩებში და ხვდები, რომ  ისტორიას ეხები...  The Daily Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ ასეთ ქალაქების სიაში შორის საქართველოს ორი დასახლება - მცხეთა და ქუთაისიც მოხვდა.

8. ლარნაკა, კვიპროსი

larnacaAP_3259438k პირველი დასახლება აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წლით თარიღდება. დღეს ლანკარნა ცნობილია მეცხრე საუკუნის წმინდა ლაზარეს ეკლესიით, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ ეკლესიას შორის, რომელიც ოტომანების მმართველობას გადაურჩა. ქალაქი ყოველთვის ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი იყო. დღეს ლარნაკა ბიუჯეტური დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქდ ითვლება.

9. ქუთაისი, საქართველო

Kutaisi-Georgia-AP_3258883k ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველიკოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში 16 ათას არტეფაქტზე მეტია დაცული.

10. თებე, საბერძნეთი

Thebes-1-J-Matthew_3259446k თებე ძველი ბერძნული ქალაქია ბეოტიაში. ჰომეროსი მოიხსენიებს მას, როგორც „შვიდკარიბჭიან თებეს“. თებე მრავალი თქმულების მოქმედების ადგილი იყო, მათ შორის სფინქსის, ოიდიპოსის, ანტიგონეს და სხვა ლეგენდების. ამ ლეგენდების მიხედვით, ჰერკულესი სწორედ თებეში დაიბადა. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი შენობა-ნაგებობების ნაშთები, მათ შორის კედლები რომლებიც ტალახის აგურებისგანაა ნაშენები. ნაშთების აღმოჩენა რთულდება, რადგან თანამედროვე ქალაქი ნანგრევებზეა აშენებული. ითვლება, რომ აქ უკვე 5000 წელია, რაც ადამიანი ცხოვრობს.

11. თრიკალა, საბერძნეთი

TrikalaAP_3258881k უძველესი ქალაქი ჩვენსწელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში დაარსდა და სახელი ნიმფა თრიკეს საპატივსაცემოდ ეწონა. ქალაქი მდინარის პირას იყო გაშენებული, რამაც ხელი შეუწყოქალქქის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, თუმცა ქალაქი ჯერ სპარსებმა დაიპყრეს ჩვენს წელტაღრიცხვამდე 480 წელს, ხოლო შემდეგ რომის იმპერიის ნაწილი იყო.

12. პატრა, საბერძნეთი

patrasAP_3259503k პატრა პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ უკიდურეს ნაწილში მდებარეობს და აქაიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი დააარსეს აქაველებმა ძვ. წ. VI საუკუნეში, მას შემდეგ რაც დორიელები განდევნეს პელოპონესის უდიდესი ნაწილიდან. რომაულ პერიოდში პატრამ განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია და ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი გახდა. ქალაქმა უამრავი დამპყრობელისშემოსევას გაუძლო, დღეს კი ის ორ დიდ ნაწილადაა გაყოფილი - ქვედა და ზედა უბანი, ანუ ქალაქის ძველი და ახალი ნაწილი. დღეს ქალაქში დაახლოებით ორასი ათასი ადამიანი ცხოვრობს.

13. ხანია, კრეტა

chania-_3258884k უძველესი ქალაქის, კიდონიას ნანგრევების არქეოლოგიური გათხრები ხანიას მიმდებარე მთაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100- 1100 წლით თარიღდება და ქალაქი ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. აქ ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების ნაწილი კი ნეოლითის  ხანასაც მიეკუთვნება. ჰომერის მიხედვით, ეს ქალაქი ტავისი დროისერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს გათხრების ადგილი ღიაა დამთვალიერებლებისთვის. აქ ნაპოვნია მონეტები, ფრესკები, თიხის ჭურჭელი და ა.შ. ვარაუდობენ, რომ კირონია დაახლოებით 828 წელს განადგურდა, ხოლო მის ადგილას ვენეციელების მიერ აშენდა თანამედროვე ხანია. ხანია კრეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვნება.

14. პლოვდივი, ბულგარეთი

APplovUSE_3258890k პლოვდივის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნეოლითის ხანის დასახლებების ნაშთები მიანიშნებს, რომ ქალაქის ისტორია დაახლოებით  ექვსი ათას წელს ითვლის.  პლოვდივი ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქია დედაქალაქ სოფიას შემდეგ.  თავდაპირველად პლოვდივი თრაკიელთა , ხოლო მოგვიანებით კი მაკედონელებისა და რომაელების დაქვემდებარებაში იყო. შუა საუკუნეებში ქალაქს შენარჩუნებული ჰქონდა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა მთელს რეგიონში, თუმცა კვლავაც სხვადასხვა იმპერიის დაქვემდებარებაში იყო - ჯერ ბიზანტიის, ხოლო შემდგომ ბულგარეთის იმპერიის. XIV საუკუნიდან კი უკვე ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 1878 წლის 4 იანვარს ქალაქი ოსმალური მმართველობისგან რუსულმა ჯარმა გამოიყვანა და გადავიდა ბულგარეთის შემადგენლობაში ამავე წლის ივლისამდე, ამავე წელსვე გახდა აღმოსავლეთი რუმელიის დედაქალაქი. 1885 წელს აღმოსავლეთი რუმელია, პლოვდივთან ერთად ბულგარეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

15. ათენი, საბერძნეთი

APathens_3259453k პირველი დასახლება აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წელსგაჩნდა. ქალაქს სახელი ქალღმერთ ათენას საპატივსაცემოდ ქვია. ბერძნული ლეგენდის მიხედვით,  როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია.  გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება. ათენის აკროპოლისის მთავარი ტაძარი აგებულია აქტინოსისა და კალიკრატესის მიერ ძვ.წ 447-438 წწ-ში. თბილი, მოყვითალო ფერის მარმარილოსაგან ნაგები ყოველმრივ სვეტებით გარშემორტყმული ტაძარი ათენას სახელობისაა და ზომით ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს ამ ანსამბლში.
მსგავსი
30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ...

13 March 2017

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი...

27 February 2017

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კ...