04 February 2016
  • 5739 ნახვა

ადგილი, სადაც ქვის სოკოები "იზრდებიან"

ოდესმე გინახავთ უზარმაზარი, ქვის სოკოები? ისინი ნამდვილად არსებობენ, რეალურები არიან და ბულგარეთში "იზრდებიან". სამ ჰექტარ ფართობზე გაშლილი სოკოები  ხასკოვოს და კირჯალს შორის მდებარე გზატკეცილთან ახლოს მდებარეობს. article1835 ეს კლდეები ერთი შეხედვით ძალიან გვანან ცოცხალ, ორიგინალ სოკოებს, მათ შორის ფერითაც, რადგან მოვარდისფრო-მოკრემისფრო ფეხი და მომწვანო ფერის ქუდები აქვთ.  ქვის სოკოების ფორმირება  ჯერ კიდევ 70 მილიონი წლის წინ დაიწყო, კაინოზოურ ერაში, წყალქვეშა ვულკანების  ამოფრქვევების შედეგად.  დასაწყისში სოკოები კირქვის მთლიან მასას წარმოადგენდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ოკეანემ უკან დაიხია, ეროზიის პროცესების შედეგად კლდეებმა ფორმის შეცვლა დაიწყეს. stone-mushrooms-001 კლდეების ზედა ნაწილი, რომელიც ვულკანური წარმოშობის მინას შეიცავს, ბევრად უფრო გამძლე გამოდგა , ხოლო ქვედა, ვარდისფერი ნაწილი უფრო რბილი მასალის იყო და შესაბამისად, უფრო კარგად დაექვემდებარა ეროზიას. სწორედ ასე შეიქმნა ეს უცნაური ფორმის კლდეები ზედა, შედარებით განიერი და ბრტყელი თავებით და ქვედა, ვიწრო და მაღალი სვეტებით. ზოგიერთი ასეთი სოკოს სიმაღლე სამ მეტრამდე აღწევს.   stone-mushrooms-002 მეცნიერული თეორიისგან განსხვავებით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ბევრად უფრო საინტერესო ისტორიას ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სოკოები ამ ტერიტორიაზე.  ეს სევდიანი ისტორია ამ მხარეში ყველას სმენია. ლეგენდის მიხედვით, აქ ოდესღაც მჭედელი, რადუნი ცხოვრობდა, რომელსაც ოთხი ქალიშვილი ყავდა. გოგონები მამას ხშირად ეხმარებოდნენ, მათი ერთ-ერთი მოვალეობა კი მდინარიდან წყლის მოტანა იყო. მდინარე შორს, პერპერიკონის ციხე-სიმაგრის იქით მდებარეობდა. Только РІ девятнадцатом веке наука объяснила феномен грибовидных — или волновых — камней. РўРѕРіРґР° стало известно, что РЅР° эти камни часто Рё подолгу воздействовала РІРѕРґР°. РўРѕРіРґР° же ученые объявили, что РѕРЅРё являются ледниковыми эрратическими валунами — то есть РєРѕРіРґР°-то РёС… притащило ледником, Рё поэтому РёС… геологический состав может отличаться РѕС‚ окружающего рельефа. ერთხელ, როცა გოგონები წყლის მოსატანად იყვნენ მდინარეზე წასულები, დაინახეს როგორ უახლოვდებოდა მტრის არმია ციხეს. მათ მოასწრეს უკან დაბრუნება და ხალხის გაფრთხილება, შედეგად, მცველებმა ციხე-სიმაგრის კარიბჭე დროულად ჩაკეტეს და რამოდენიმე დღის მანძილზე უმკლავდებოდნენ მტრის არმიას.  სამწუხაროდ, ქალაქში მოღალატე აღმოჩნდა, რომელმაც კარიბჭე გააღო და მტერი ქალაქში შემოუშვა. ქალაქის ყველა მაცხოვრებელი, მათ შორის მჭედლის შვილებიც, ტყვეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ დებმა გაქცევა მოახერხეს.   stone-mushrooms-008დებს ერთ-ერთი დამპყრობელი, ომური გამოეკიდა, დაეწია და ერთ-ერთ დას, გიუშას, თავი წააცალა. მოჭრილი თავი მაშინვე ქვის სოკოდ გადაიქცა. ომურმა დანარჩენი დებიც დახოცა, რომელთა თავებიც მაშინვე გაქვავდა. ომურმა დაინახა, როგორ გაქვავდნენ დები, შეეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია.  მტრის არმიამ დაინახა, როგორ გაქვავდნენ ადამიანები, შეშინდა, გაათავისუფლა ქალაქი და გაიქცა.  ხანდახან შეიძლება სოკოებზე წყლის წვეთები შეამჩნიოთ. ადგილობრივები იძახიან, რომ ეს მოკლული დების ცრემლებია. stone-mushrooms-009 stone-mushrooms-011ქვის სოკოები ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ნახვაც სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

მსგავსი
18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...