ადგილი, სადაც ქვის სოკოები "იზრდებიან"

ოდესმე გინახავთ უზარმაზარი, ქვის სოკოები? ისინი ნამდვილად არსებობენ, რეალურები არიან და ბულგარეთში "იზრდებიან". სამ ჰექტარ ფართობზე გაშლილი სოკოები  ხასკოვოს და კირჯალს შორის მდებარე გზატკეცილთან ახლოს მდებარეობს. article1835ეს კლდეები ერთი შეხედვით ძალიან გვანან ცოცხალ, ორიგინალ სოკოებს, მათ შორის ფერითაც, რადგან მოვარდისფრო-მოკრემისფრო ფეხი და მომწვანო ფერის ქუდები აქვთ.  ქვის სოკოების ფორმირება  ჯერ კიდევ 70 მილიონი წლის წინ დაიწყო, კაინოზოურ ერაში, წყალქვეშა ვულკანების  ამოფრქვევების შედეგად.  დასაწყისში სოკოები კირქვის მთლიან მასას წარმოადგენდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ოკეანემ უკან დაიხია, ეროზიის პროცესების შედეგად კლდეებმა ფორმის შეცვლა დაიწყეს. stone-mushrooms-001კლდეების ზედა ნაწილი, რომელიც ვულკანური წარმოშობის მინას შეიცავს, ბევრად უფრო გამძლე გამოდგა , ხოლო ქვედა, ვარდისფერი ნაწილი უფრო რბილი მასალის იყო და შესაბამისად, უფრო კარგად დაექვემდებარა ეროზიას. სწორედ ასე შეიქმნა ეს უცნაური ფორმის კლდეები ზედა, შედარებით განიერი და ბრტყელი თავებით და ქვედა, ვიწრო და მაღალი სვეტებით. ზოგიერთი ასეთი სოკოს სიმაღლე სამ მეტრამდე აღწევს.   stone-mushrooms-002მეცნიერული თეორიისგან განსხვავებით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ბევრად უფრო საინტერესო ისტორიას ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სოკოები ამ ტერიტორიაზე.  ეს სევდიანი ისტორია ამ მხარეში ყველას სმენია. ლეგენდის მიხედვით, აქ ოდესღაც მჭედელი, რადუნი ცხოვრობდა, რომელსაც ოთხი ქალიშვილი ყავდა. გოგონები მამას ხშირად ეხმარებოდნენ, მათი ერთ-ერთი მოვალეობა კი მდინარიდან წყლის მოტანა იყო. მდინარე შორს, პერპერიკონის ციხე-სიმაგრის იქით მდებარეობდა.Только РІ девятнадцатом веке наука объяснила феномен грибовидных — или волновых — камней. РўРѕРіРґР° стало известно, что РЅР° эти камни часто Рё подолгу воздействовала РІРѕРґР°. РўРѕРіРґР° же ученые объявили, что РѕРЅРё являются ледниковыми эрратическими валунами — то есть РєРѕРіРґР°-то РёС… притащило ледником, Рё поэтому РёС… геологический состав может отличаться РѕС‚ окружающего рельефа.ერთხელ, როცა გოგონები წყლის მოსატანად იყვნენ მდინარეზე წასულები, დაინახეს როგორ უახლოვდებოდა მტრის არმია ციხეს. მათ მოასწრეს უკან დაბრუნება და ხალხის გაფრთხილება, შედეგად, მცველებმა ციხე-სიმაგრის კარიბჭე დროულად ჩაკეტეს და რამოდენიმე დღის მანძილზე უმკლავდებოდნენ მტრის არმიას.  სამწუხაროდ, ქალაქში მოღალატე აღმოჩნდა, რომელმაც კარიბჭე გააღო და მტერი ქალაქში შემოუშვა. ქალაქის ყველა მაცხოვრებელი, მათ შორის მჭედლის შვილებიც, ტყვეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ დებმა გაქცევა მოახერხეს.  stone-mushrooms-008დებს ერთ-ერთი დამპყრობელი, ომური გამოეკიდა, დაეწია და ერთ-ერთ დას, გიუშას, თავი წააცალა. მოჭრილი თავი მაშინვე ქვის სოკოდ გადაიქცა. ომურმა დანარჩენი დებიც დახოცა, რომელთა თავებიც მაშინვე გაქვავდა. ომურმა დაინახა, როგორ გაქვავდნენ დები, შეეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია.  მტრის არმიამ დაინახა, როგორ გაქვავდნენ ადამიანები, შეშინდა, გაათავისუფლა ქალაქი და გაიქცა.  ხანდახან შეიძლება სოკოებზე წყლის წვეთები შეამჩნიოთ. ადგილობრივები იძახიან, რომ ეს მოკლული დების ცრემლებია.stone-mushrooms-009stone-mushrooms-011ქვის სოკოები ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ნახვაც სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %