საფრანგეთის 26 ყველაზე ლამაზი ტურისტული მიმართულება, ნაწილი 2

საფრანგეთის გაგონებისას თვალწინ პირველად პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ამ ქვეყანაში სტუმრობისას. ნაწილი I

 

14. კარკასონი

 

150710115358-destination-france----carcassonne-super-169

 

კარკასონი ძველ და ახალ ქალაქად იყოფა. ქალაქის ძველი ნაწილი შემაღლებულ კლდეზეა განლაგებული და ორი დიდი კედლითაა შემოსაზღვრული, რომლებიც მეხუთე და მერვე საუკუნეებშია აგებული. 1997 წელს ეს შუასაუკუნოვანი კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

 

15. პარიზი

 

150710120654-destination-france-louvre-super-169

 

საიდანაც არ უნდა დაიწყო მოგზაურობა, საბოლოო პუნქტი მაინც ყოველთვის პარიზია...

 

16. პროვანსი

 

150710120656-destination-france-provence-super-169

 

ყოფილი რომაული პროვინცია, ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის რეგიონი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის პირას, იტალიის საზღვართან, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ადმინისტრაციული რეგიონის ნაწილში. ზაფხული განსაკუთრებით ლამაზია ამ მხარეში, სადაც შუა საუკუნეების არქიტექტურას ლავანდის მინდვრების სურნელი გადსევს ფონად.

 

17. ბიარიცი

 

150711072629-destination-france-biarritz-super-169

 

ბიარიცი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საზღვაო და ბალნეოლოგიური კურორტია. ადრე ეს არისტოკრატების და სამეფო ოჯახის წევრების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა, ახლა კი აქ პრეზიდენტები და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირები ჩამოდიან. ბიარიცის სანაპიროს ტალღები მრავალ სერფერს იზიდავს და ქალაქი სერფინგის პოპულარულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქიდან ოთხ კილომეტრში აეროპორტი მდებარეობს, ხოლო რკინიგზის სადგური ქალაქიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. პარიზამდე  სწრაფმავალი მატარებლით 5,5 საათში შეგიძლიათ ჩასვლა.

 

18. ბორდო

 

150711072631-destination-france-bordeaux-super-169

 

ბორდო  საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აკვიტანიის რეგიონში მდებარეობს და რეგიონის დედაქალაქს წარმოადგენს.  2008 წლის მონაცემებით ბორდოში 285 151 ადამიანი ცხოვრობდა.  მოსახლეობის ძირითად ნაწილს ფრანგები შეადგენენ. ქალაქი განთქმულია მსოფლიოში ღვინის კულტურით, განსაკუთრებით XVIII საუკუნიდან, რომელიც მისთვის ოქროს ხანად ითვლება. ბორდოში მდებარეობს ჟაკ შაბან-დელმას სახელობის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 1938 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს მასპინძლობდა . ბორდო უმასპინძლებს ევრო 2016-ის მატჩებს ბორდოს ახალ სტადიონზე, რომელიც არსებულის ნაცვლად აშენდება.

 

19. შამბორის სასახლე

 

150711072633-destination-france-chambord-super-169

 

სასახლე ფრანცისკ I-მა ააგო, რომელსაც საყვარელ ქალთან, გრაფინია ტურისთან ახლოს უნდოდა საცხოვრებელი ქონოდა. გრაფინია ამავე რეგიონში ცხოვრობდა.  სასახლის მშენებლობა 1519- 1547 წლებში მიმდინარეობდა.  შამბორი პარიზის ერთერთი ყველაზე ცნობილი სასახლეა, რომელიც რენესანსის ეპოქის შედევრს წარმოადგენს. ფასადის სიგრძე 156 მეტრია, სიგანე 117. სასახლეში 426 ოთახი, 77 კიბე და 282 ბუხარია. არქიტექტორის სახელი უცნობია, მაგრამ გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ პროექტის შექმნაში შეიძლება ლეონარდო და ვინჩი მონაწილეობდა, რომელიც ამ პერიოდში სასახლის კარზე არქიტექტორად მოღვაწეობდა, თუმცა მშენებლობის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრე გარდაიცავალა.

 

20. როკამადური

 

150711072638-destination-france-rocamador-super-169

 

როკამადური შუა საუკუნეებში დაარსებული პატარა ქალაქია, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ალზუს სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქში ყოველთვის უამრავი მომლოცველი ჩადიოდა და ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში, დღემდე გრძელდება. მომლოცველთა დიდი უმეტესობა აქ Chapelle Notre-Dame-ს მოსალოცად ჩამოდის, სადაც “შავი მადონას” ცნობილი ქანდაკებაა დაცული.  ქალაქი ცნობილია ასევე ყველ “როკამადურით”, რომელიც თხის ყველისგან მზადდება.

 

21.  სენ-მალო

 

150711072645-destination-france-st-malo-super-169

 

სენ-მალო ბრეტანში, ჩრდილო–დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. შუა საუკუნეებში ეს კუნძული-ციხე-სიმაგრე იყო, დღეს კი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. აქ ბევრი ძველი, ლამაზი შენობებაა. სენ-მალო ცნობილია იმითაც, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი რესტორანი და კაფე-ბარი მოდის კვადრატულ კილომეტრზე. შესაბამისად, საკვები დაწესებულებების არჩევა საინტერესო თავგადასავლად შეიძლება იქცეს.

 

22. საფრანგეთის პატარა სოფლები

 

150713133235-destination-france-bouches-du-rhone-super-169

 

არ აქვს მნიშვნელობა, საფრნგეთის რომელ რეგიონში მოგზაურობ, უამრავი პატარა სოფელი, უნიკალური ყველის და ღვინის სახეობები, გემრიელი სამზარეულო და ლამაზი ხედები ყველა კუთხეში გვხვდება.

23. და ვენახები

 

150713133547-destination-france-beajolais-super-169

 

არ გამოგრჩეთ საფრანგეთის შატოებში სტუმრობა, სადაც უზარმაზარ მინდვრებზე მზით განათებული, მოვლილი ვენახებია გადაჭიმული.

 

24. ვერდონის კანიონი

 

150713155052-destination-france-gorges-du-verdon-super-169

 

ვერდონის კანიონი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს  და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კანიონად ითვლება. 25 კილომეტრი სიგრძის კანიონში ულამაზესი ფერის მდინარე, ვერდონი მოედინება, რომელმაც დასახელება ლავარდისფერი-მომწვანო შეფერილობის გამო მიიღო. კანიონი საფრანგეთის რივიერასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. აქ შეიძლიათ იცურაოთ, დაკავდეთ კაიაკინგით, ნაოსნობით და ჰაიკინგით.

 

25.  ჟივერნის ბაღები

 

150713155053-destination-france-giverny-super-169

 

შივერნი ზემო ნორმანდიის რეგიონში მდებარეობს და ცნობილი კლოდ მონეს წყალობით გახდა. კლოდ მონე აქ 1883 წლიდან ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა 1926 წელს. მონე მატარებლით მგზავრობდა, როცა მისი ყურადღება ქალაქის სილამაზემ მიიპყრო, სახლი იქირავა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. საბოლოოდ სახლი მის საკუთრებაში გადავიდა. სახლთან ახლოს მონემ პარკი გააშენა, რომელიც დღემდე არსებობს. მონე და მისი ოჯახის ბევრი წევრი აქვეა დაკრძალული. 1966 წელს მონეს შთამომავალმა სახლი სახელმწიფოს გადასცა. დღეს აქ მუზეუმია გახსნილი.  

 

26. მუზეუმი Mupop

 

150713155056-destination-france-mupop-super-169

 

პოპულარული მუსიკის მუზეუმი ალიერში მდებარეობს. აქ მუსიკალური ინსტრუმენტების ყველაზე დიდი კოლექცია მდებარეობს. ინსტრუმენტების ასაკი მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან იწყება.  მუზეუმი 2013 წელს გაიხსნა და მისი ფართობი დაახლოებით 3 000 კვადრატული კილომეტრია. მუზეუმში დაცული მუსიკალური ინტრუმენტების რაოდენობა 3500-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %