20 February 2016
  • 6680 ნახვა

ჰუნდერტვასერჰაუსი, ვენის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საცხოვრებელი კორპუსი

ჰუნდერტვასერჰაუსი  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია ვენაში, ავსტრიაში, რომელიც ავსტრიელი ხელოვანის ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერის პროექტის მიხედვით შეიქმნა. ეს სახლი ვენის ყველაზე უჩვეულო ღირსშესანიშნაობაა.

  article1726

ეს სახლი 1986 წელს აშენდა და ადგილობრივი მმართველობის შეკვეთით შეიქმნა.  არქიტექტორი, ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერი,  ორიგინალური, სკანდალური და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 70-იანებში მოიპოვა პოპულარობა. ჰუნტერტვასერს შენობის პროექტისთვის გასამრჯელო არ აუღია, განაცხადა რა, რომ ამ შენობის ჩადგმით მან ეს ადგილი რაიმე სიმახინჯისგან გადაარჩინა.

  hundertwasser-001 hundertwasser-002 სახლში სწორ ხაზებს ვერ შეხვდებით, აქ იატაკიც კი უსწორმასწოროა, ისევე როგორც კიბის უჯრედები. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ეს კიბეები და იატაკები კი არა, მთის და ტყის ბილიკებია. ბინებში ვერ ნახავთ კუთხეებს  - ყველა მათგანი მომრგვალებულია, ხოლო ჰორიზონტალურ ზედაპირებზე მცენარეებია დარგული. კედლებზე მშენებლების ხელის ანაბეჭდებსაც ნახავთ - მათ ეს არქიტექტორის შეთავაზებით და ინიციატივით გააკეთეს.   hundertwasser-004 შენობაში 52 ბინა, ოთხი ოფისი, 16 კერძო და 3 კომუნალური ტერასა, 250 ხე და ბუჩქია. მაცხოვრებლების რაოდენობა 200-მდეა. ბინების ფართობი 30- დან 150 კვადრატულ მეტრამდეა. აქვეა სამედიცინო კაბინეტი, ავტოსადგომი, ზამთრის ბაღი, ორი სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, 16 კერძო და სამი საერთო ტერასა. სახლი  შემდეგ მისამართზე მდებარეობს: მდებარეობს მესამე ბეცირკე, კეგელგასეს 34-38(48°12′26″N, 16°23′39″E). ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერი სოცარი ადამიანი იყო. არქიტექტორი, მხატვარი, ბუნების აქტიური დამცველი. სააკუთარ იდეალებს და შეხედულებებს ძალიან აქტიურად და თვალსაჩინოდ გამოხატავდა - შენობების სახით. მისი პროექტების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უამრავი სახლი, საბავშვო ბაღი, საგამოფენო დარბაზი და საზოგადოებრივი ტუალეტიც კია აშენებული - ხელოვანი თვლიდა, რომ ადამიანებს საპირფარეშოშიც ესაჭიროებათ ჰარმონია. მის ნამუშევრებში გავრცელებულ თემათა შორისაა სწორი ხაზის უარყოფა, მკვეთრი ფერები, ორგანული ფორმები, ადამიანთა დაახლოება ბუნებასთან და მკაცრი ინდივიდუალიზმი. ჰუნდერტვასერი თვლიდა, რომ ერთნაირ, მართკუთხა კორპუსებში ცხოვრება არ შეიძლება - რომ აქ ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ. ყველა მაცხოვრებელს აქვს უფლება, თავად შეცვალოს საცხოვრებელი გარემო და გაამრავალფეროვნოს ის.   hundertwasser-009   hundertwasser-012 hundertwasser-013 შენობა ფერების სიუხვით გამოირჩევა, სახურავი ნიადაგითაა დაფარული და ზედ ბუჩქები და ბალახია ამოსული. ზოგიერთ აივანზე და ტერასაზე ხეებია დარგგული.   hundertwasser-014 hundertwasser-015 არქიტექტორმა დამსხვრეული კერამიკული ფილების გამოყენებთ მოზაიკები შექმნა, რომელიც ერთფეროვან ზედაპირებს მრავალფეროვან პეიზაჟებად და ნახატებად აქცევს.  კედლებზე ნიშებია გაკეთებული - სპეცილურად მცენარეებისთვის. ის თვლიდა, რომ შენობაში ბუნებისთვის ადგილის გამოყოფა მცირე, მაგრამ მაინც კომპენსაციაა იმ ზიანის, რომელსაც ბუნებას ვაყენებთ, როცა შენობებს ვაშენებთ.   hundertwasser-019 hundertwasser-022 როდესაც სახლის მშენებლობა დამთავრდა, აქ დასახლების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ჰუნდერტვასერის სახლი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად იქცა და ამ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.   hundertwasser-025 hundertwasser-028 hundertwasser-029 მსგავსი შენობები აშენებულა და დღესაც შენდება სხვა ადგილებში. 1992 წელს ჰუნდერვასერის სახლი აიგო პლოხინგენში, 1999 წელს დარმშტადტში, ხოლო 2004 წელს კიდევ ერთი ჰუნდერტვასერის სახლის მშენებლობა დაიწყო მაგდებურგში.

მსგავსი
29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

26 August 2019

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

...

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...