30 March 2016
  • 11046 ნახვა

საბერძნეთის 19 საუკეთესო კუნძული - ნაწილი I

  1. ზაკინტოსი - საუკეთესო პლაჟები

იონიის ზღვის კუნძულები გამოირჩევა ქვიშიანი პლაჟებით და საოცრად ფოტოგენური ხედებით. კუნძულის სტუმრები უპირატესობას ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეებს ანიჭებენ. ზაკინტოსი

2. კორფუ - საოჯახო დასვენებისთვის

"რომ შემეძლოს ბავშვისთვის საჩუქრის ჩუქება, ვაჩუქებდი ჩემს ბავშვობას" - ამბობდა მწერალი ჯერალდ დარელი, რომელმაც ბავშობა სწორედ კორფუზე გაატარა. მართალია, მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კორფუ დღესაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ოჯახური დასვენებისთვის. კორფუ

3. დელოსი - ისტორიის და კულტურის მოყვარულებისთვის

მითოლოგიის თანახმად, სწორედ დელოსია აპოლოს დაბადების ადგილი. ამჟამად კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ ნახავთ ელინისტური ეპოქის ნაშთებს, უძველეს ტაძრებს, ქანდაკებებს, მოზაიკებს და თეატრს. დელოსი

4. მიკონოსი - საუკეთესო სასტუმროები

ბერძნულ სასტუმროებს უბრალოება ახასიათებთ, რასაც ვერ ვიტყვით მიკონოსზე განთავსებულ სასტუმროებზე. აქ შეგიძლიათ თანამედროვე სტანდარტების სასტუმროებში კომფორტულად დაისვენოთ. მიკონოსი

5. კრეტა - გურმანებისთვის

სამხრეთით მდებარეობის გამო კრეტაზე ყველაზე გრძელი ტურისტული სეზონია. აქ საკმარისზე მეტ საკვებს აწარმოებენ. ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული არომატული ორცხობილები, ახალი, ჯანსაღი ხორცი, ველური მცენარეები, ადგილზე მომზადებული ალკოჰოლური სასმელები - ამ ყველაფრის დამსახურებით კრეტა ბერძნული სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. კრეტა

6. კეფალონია - საუკეთესო ღვინოები

მიუხედავად იმისა, რომ კარგ ღვინოებს კრეტაზე და სანტორინიზეც შემოგთავაზებენ, კეფალონია ამ მხრივ მაინც გამორჩეულია. მისი ბრწყინვალე პლაჟებიც მიმზიდველია, განსაკუთრებით ცნობილია მირტოსის სანაპირო. კეფალონია

7. კოუფონისია - სიმშვიდე და მყუდროება

კოუფონისია ორი კუნძულისგან შედგება - ანო (ზემო) და კატო (ქვემო), რომლებიც ერთმანეთისგან 200 მეტრიანი საზღვაო არხითაა გამოყოფილი. ანო დაუსახლებელია, კატოზე კი მუდმივად არიან ტურისტები, მიუხედავად იმისა, რომ გზები არ არსებობს და ავტომანქანებს ძალიან ძნელად თუ შეხვდებით. ხშირად ხუმრობენ, რომ აქ კატარღები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები. greek-7_3192449a-large

8. ჰიდრა - ეკოტურიზმისთვის

ჰიდრაზე ახალი მშენებლობები თითქმის აკრძალულია, კუნძული თავისუფალია ავტომობილებისგანაც. გადაადგილებისთვის, ძირითადად, ვირებს იყენებენ. ჰიდრა

9. ანდროსი - ლაშქრობებისთვის

ანდროსი ყველაზე მთიანი კუნძულია და ბევრი საფეხმავლო ბილიკია მონიშნული. უძველესი ტროტუარებიდან  ფორთხოლის კორომებამდე, მშრალი ხეობებიდან თუთისა და ნუშის ჭალებამადე... ანდროსი

10. სიმი - საუკეთესო წყვილებისთვის

სიმის კუნძულს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნავსადგური საბერძნეთში: პასტელის ფერების სახლები, ბარები, ტავერნები, ბუტიკები და ათობით პლაჟი, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. სიმი მეორე ნაწილი  

მსგავსი
29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

26 August 2019

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

...

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...