26 December 2016
  • 3176 ნახვა

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ 2017 წელს ესპანეთს

თუ თქვენი ახლო მომავლის გეგმებში ესპანეთში მოგზაურობა შედის, უმჯობესია, თუ ვოიაჟს მნიშვნელოვან მოვლენებს დაუკავშირებით. ამით თქვენს დასვენებას უფრო საინტერესოდ დატვირთულს და დასამახსოვრებელს გახდით.

2017 წელს ესპანეთში მოგზაურობისთვის რამდენიმე საბაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

1. ღვთისმოსაობა და ტერორი, პიკასო. გზა გერნიკასკენ

რეინა სოფიას მუზეუმი - 4 აპრილი - 4 სექტემბერი

პიკასოს შედევრი პირველად 1937 წელს გამოიფინა პარიზში. აღნიშნული თარიღის 80 წლის და რეინა სოფიაში მისი ყოფნის 25 წლისთავთან დაკავშირებით პიკასოს შემოქმედების მოყვარულებს საინტერესო გამოფენა ელოდებათ. 4 აპრილიდან 4 სექტემბრამდე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან შეკრებილი პიკასოს 150 ნამუშევარი გამოიფინება.

2. ესპანური სამყაროს ხედვები - ესპანური საზოგადოებისა და ბიბლიოთეკების საგანძური

პრადოს მუზეუმი - 4 აპრილი -10 სექტემბერი

ამერიკის ესპანური საზოგადოება ნიუ იორკში დაარსდა 1904 წელს და გააჩნია ესპანური, პორტუგალიური და ლათინო-ამერიკული ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კოლექცია იბერიის ნახევარკუნძულზე. 200-ზე მეტი ექსპონატი აერთიანებს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ისლამური ხელოვნების ნიმუშებს და ოქროს ხანის ოსტატების ფერწერულ ნამუშევრებს. 

პრადოს მუზეუმი

3. ფესტივალი Suma Flamenca

6-18 ივნისი

ტოპ მომღერლების, მუსიკოსების და მოცეკვავეების დამსახურებით Suma Flamenca ესპანეთში ფლამენკოს ყველაზე პოპულარული ფესტივალია. ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Teatros del Canal-ია, თუმცა ღონისძიებები იმართება მადრიდის სხვადასხვა უბანშიც. ფლამენკოს შემსრულებლებს განსაკუთრებული სპონტანურობაც ახასიათებთ.

ფლამენკოს ფესტივალი

4. Teatro Real Opera House - მნიშვნელოვანი თარიღები

Real Opera House-ი 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული ოპერის თეატრი 1997 წელს გაიხსნა. ამ თარიღის 20 წლისთავთან ერთად, თეატრს დაარსებიდან 200 წელიც უსრულდება. შესაბამისად, მისი რეპერტუარიც გამორჩეულია: Billy Budd (31 იანვარი - 28 თებერვალი); Bomarzo (24 აპრილი -  7 მაისი); Madam Butterfly (7 ივნისი - 21 ივლისი).

5. ტისენ-ბორნემისას მუზეუმის 25 წლისთავი

მუზეუმი 25 წლის იუბილეს განსაკუთრებული ღონისძიებებით ზეიმობს. მათ შორის ერთ-ერთია არქიტექტორ რაფაელ მონეოს ნამუშევრების რეტროსპექტივა (21 მარტი - 11 ივნისი). ზაფხულის ნამდვილი ბლოკბასტერი ვენეციური რენესანსის ექსპოზიციაა (20 ივნისი - 24 სექტემბერი), მას მოყვება პიკასო - ლოუტრეკი (17 ოქტომბერი - 21 იანვარი).

ტისენ-ბორნმესას მუზეუმი

 

მსგავსი
02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმცა მათი ჩრდილის ქვეშ ...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს!  ფესტივალი 72 საა...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ ხელმისაწვდომიც. თუ ...

13 March 2017

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი ტურისტული ინდუსტრიი...

27 February 2017

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კურორტზე დასვენებას ე...

16 January 2017

ზღაპრული კუნძული მაგიური ზარით

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-ია, სიღრმე კი 30 მეტ...

28 December 2016

Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი უცნაური კითხვები იტალიაზე

როდესაც კითხვები გვაქვს, ყველანი მივმართავთ Google-ს. მასში ყოველთვის მოიძებნება პასუხები ჩვენთის საინტერესო საკითხზე. მიუხედავად იმისა, რამდენად ს...

26 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ 2017 წელს ესპანეთს

თუ თქვენი ახლო მომავლის გეგმებში ესპანეთში მოგზაურობა შედის, უმჯობესია, თუ ვოიაჟს მნიშვნელოვან მოვლენებს დაუკავშირებით. ამით თქვენს დასვენებას უფრო...

21 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ რომს 2017 წელს

თუ 2017 წელს ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ და ჯერ არ იცით საიდან დაიწყოთ, ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწვდით. მაგალითად, რამდენიმე საბაბი არსებობს იმისთ...

24 October 2016

ნეკერჩხლის ხეივანი - ადგილი, სადაც ნამდვილ შემოდგომას შეიგრძნობთ

რა მოგვწონს ყველაზე მეტად შემოდგომაზე? წითელ-ყვითელი ფოთლების ცვენა, აჭრელებულ ხეივანში სეირნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლების შრაშუნის ხმა... პოლონეთშ...