Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი უცნაური კითხვები იტალიაზე

როდესაც კითხვები გვაქვს, ყველანი მივმართავთ Google-ს. მასში ყოველთვის მოიძებნება პასუხები ჩვენთის საინტერესო საკითხზე. მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულია ჩვენი კითხვა.

გაგაცნობთ პასუხებს იტალიის შესახებ დასმულ იმ უცნაურ კითხვებზე, რომლებზე პასუხსაც ყველაზე ხშირად ეძებენ გუგლში.

რატომ ჰქვია იტალიას "იტალია"?

არსებობს უამრავი თეორია, თუმცა გუგლის მიხედვით ყველაზე პოპულარული ვერსია ასეთია: იტალიის ეტიმოლოგია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "vitulus", რაც ნიშნავს ხბოს. როგორც ჩანს, რომის იმპერიის შექმნამდე, იტალიელები გამოირჩეოდნენ თავისი მსხვილფეხა პირუტყვით.

რატომ არიან იტალიელი მამაკაცები დაბლები?

ეს სულაც არაა სიმართლე. ყველაზე მაღალი იტალიელი კალათბურთელი Gino Cuccarolo-ა, რომლის სიმაღლეც 2.22 მეტრია. ზოგადად, იტალიელი მამაკაცების საშუალო სიმაღლე 1.75 მეტრია.

რატომ არიან იტალიელი მამაკაცები ასეთი მომხიბვლელები?

ასეთი შეხედულება პიარის დამსახურებაა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იტალიელები ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებენ. გამოკითხული 66 000 ამერიკელი ქალის აზრით, იტალიელ მამაკაცებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესაცვლელი.

რატომ არიან იტალიელები ცუდი მძღოლები?

სკუტერები, ვიწრო ქუჩები, გადატვირთული ქალაქები - ეს ყველაფერი იწვევს გიჟური მოძრაობის რეჟიმს. ამ ყველაფერს კი იტალიური ტემპერამენტიც ემატება. ფრანგების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპელების 38% იტალიელებს ყველაზე საშიშ მძღოლებად მიიჩნევს. ამ მოსაზრებას თავად იტალიელების 58% ეთანხმება.

რატომ მთავრდება იტალიური სახელები ხმოვანზე?

არამხოლოდ სახელები, არამედ იტალიური სიტყვების უმეტესობა მთავრდება ხმოვანზე. გამონაკლისია ლათინური წარმომავლობის ე.წ მაკავშირებელი სიტყვები. მამრობითი სახელები, როგორც წესი, მთავრდება "o" სუფიქსით, მდედრობითი სახელები კი "a" სუფიქსით.

რით არის ცნობილი იტალია?

პიცა, მაკარონი, მოდა, ღვინო, ბუნგა ბუნგა, არამყარად მდგომი კოშკები...

სად არის პიზის დახრილი კოშკი?

რა თქმა უნდა, პიზაში. მარტივია, თუმცა ამ კითხვაზე პასუხს მაინც ხშირად ეძებენ გუგლში.

რატომ არის იტალია პასიუსი აგვისტოში?

ეს არ არის სიმართლე. უბრალოდ, იტალიაში განსაკუთრებით ცხელი დღეებია აგვისტოში, რის გამოც ადგილობრივები ამჯობინებენ ნაკლებად გამოვიდნენ გარეთ. სამაგიეროდ, ეს პერიოდი განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტებით.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %