16 January 2017
  • 5590 ნახვა

ზღაპრული კუნძული მაგიური ზარით

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-ია, სიღრმე კი 30 მეტრი. ტბის ცენტრში ამავე სახელწოდების პატარა კუნძული მდებარეობს, რომელზეც რამდენიმე შენობაა განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.

ბლედის ტბა

ამ ადგილს წარმართულ ეპოქაში სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ჟივასთვის პატივის მისაგებად გამოიყენებდნენ. ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ბრძოლა 745 წელს ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა, წარმართული ნაგებობები დაინგრა და მის ადგილას ქრისტიანული ტაძარი აშენდა. ამჟამად არსებული ბაროკოს სტილის ტაძარი მე-17 საუკუნეში აიგო.

კუნძულზე მოხვედრა ნიჩბებიანი ნავით ან ცურვითაა შესაძლებელი. ეკლესიაში მოსახვედრად კი 99 საფეხურიანი კიბის ავლა მოგიწევთ. ვინც ამ ყველაფერს გადალახავს, შეძლებს "სურვილების ზარი" დარეკოს. თუ ზარს სამჯერ ჩამოჰკრავთ, თქვენი სურვილი ასრულდება, თუმცა მხოლოდ ერთი სურვილის ჩაფიქრება შეგიძლიათ.

ბლედი

ლეგენდის თანახმად, მაგიური ზარის ისტორია ტრაგიკული ქვრივის, პოლიქსენას სახელს უკავშირდება. პოლიქსენა კუნძულზე მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა. დაქვრივების შემდეგ მან შეკრიბა ოქრო-ვერცხლი და მეუღლის სამახსოვროდ ზარი გააკეთებინა. თუმცა კუნძულზე მისი გადატანისას საშინელი ქარიშხლის გამო ჩაიძირა ზარიც, ნავიც და მენავეც. ასეთი ტრაგიკული ამბების შემდეგ ქვრივი რომში გაემგზავრა და მონაზვნად აღიკვეცა. პოლიქსენას გარდაცვალების შემდეგ მისი ისტორია პაპმა კლემენტი VII-მ გაიგო. მისი განკარგულებით დამზადდა ახალი ზარი, რომლის რწმენით სამჯერ დარეკვის შემთხვევაში მლოცველს სურვილი უსრულდება.

მსგავსი
02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმცა მათი ჩრდილის ქვეშ ...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს!  ფესტივალი 72 საა...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ ხელმისაწვდომიც. თუ ...

13 March 2017

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი ტურისტული ინდუსტრიი...

27 February 2017

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კურორტზე დასვენებას ე...

16 January 2017

ზღაპრული კუნძული მაგიური ზარით

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-ია, სიღრმე კი 30 მეტ...

28 December 2016

Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი უცნაური კითხვები იტალიაზე

როდესაც კითხვები გვაქვს, ყველანი მივმართავთ Google-ს. მასში ყოველთვის მოიძებნება პასუხები ჩვენთის საინტერესო საკითხზე. მიუხედავად იმისა, რამდენად ს...

26 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ 2017 წელს ესპანეთს

თუ თქვენი ახლო მომავლის გეგმებში ესპანეთში მოგზაურობა შედის, უმჯობესია, თუ ვოიაჟს მნიშვნელოვან მოვლენებს დაუკავშირებით. ამით თქვენს დასვენებას უფრო...

21 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ რომს 2017 წელს

თუ 2017 წელს ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ და ჯერ არ იცით საიდან დაიწყოთ, ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწვდით. მაგალითად, რამდენიმე საბაბი არსებობს იმისთ...

24 October 2016

ნეკერჩხლის ხეივანი - ადგილი, სადაც ნამდვილ შემოდგომას შეიგრძნობთ

რა მოგვწონს ყველაზე მეტად შემოდგომაზე? წითელ-ყვითელი ფოთლების ცვენა, აჭრელებულ ხეივანში სეირნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლების შრაშუნის ხმა... პოლონეთშ...