ზღაპრული კუნძული მაგიური ზარით

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-ია, სიღრმე კი 30 მეტრი. ტბის ცენტრში ამავე სახელწოდების პატარა კუნძული მდებარეობს, რომელზეც რამდენიმე შენობაა განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.

 

ბლედის ტბა

ამ ადგილს წარმართულ ეპოქაში სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ჟივასთვის პატივის მისაგებად გამოიყენებდნენ. ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ბრძოლა 745 წელს ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა, წარმართული ნაგებობები დაინგრა და მის ადგილას ქრისტიანული ტაძარი აშენდა. ამჟამად არსებული ბაროკოს სტილის ტაძარი მე-17 საუკუნეში აიგო.

 

 

კუნძულზე მოხვედრა ნიჩბებიანი ნავით ან ცურვითაა შესაძლებელი. ეკლესიაში მოსახვედრად კი 99 საფეხურიანი კიბის ავლა მოგიწევთ. ვინც ამ ყველაფერს გადალახავს, შეძლებს "სურვილების ზარი" დარეკოს. თუ ზარს სამჯერ ჩამოჰკრავთ, თქვენი სურვილი ასრულდება, თუმცა მხოლოდ ერთი სურვილის ჩაფიქრება შეგიძლიათ.

 

ბლედი

 

ლეგენდის თანახმად, მაგიური ზარის ისტორია ტრაგიკული ქვრივის, პოლიქსენას სახელს უკავშირდება. პოლიქსენა კუნძულზე მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა. დაქვრივების შემდეგ მან შეკრიბა ოქრო-ვერცხლი და მეუღლის სამახსოვროდ ზარი გააკეთებინა. თუმცა კუნძულზე მისი გადატანისას საშინელი ქარიშხლის გამო ჩაიძირა ზარიც, ნავიც და მენავეც. ასეთი ტრაგიკული ამბების შემდეგ ქვრივი რომში გაემგზავრა და მონაზვნად აღიკვეცა. პოლიქსენას გარდაცვალების შემდეგ მისი ისტორია პაპმა კლემენტი VII-მ გაიგო. მისი განკარგულებით დამზადდა ახალი ზარი, რომლის რწმენით სამჯერ დარეკვის შემთხვევაში მლოცველს სურვილი უსრულდება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %