ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია

16-19 ივნისი

ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს!  ფესტივალი 72 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. "ზაფხულის ბუნიობა" რამდენიმე კონცერტს გააერთიანებს. 2017 წელს ფესტივალის ძირითადი ლოკაცია ადგილობრიივ ხელოვანების მიერ "გაფერადებული" მღვიმე იქნება. ზაფხულის ბუნიობის სტუმრები Foo Fighters, The Prodigy და Chaka Khan იქნებიან.

We Love Green, პარიზი, საფრანგეთი

10-11 ივნისი

თავისი არსებობის 6 წლის განმავლობაში We Love Green-ი ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალი გახდა პარიზში, თუმცა ნაკლებად ცნობილია საფრანგეთის გარეთ. ფესტივალი ეკო ხასიათისაა, პოპულარიზაციას უწევს მზის პანელების გამოყენებას და ემსახურება მდგრად განვითარებას. ფესტივალის შემსრულებლებს შორის არიან Tribe Called Quest, Solange და Perfume Genius.

festival in paris

Into the Valley

29 ივნისი - 1 ივლისი, ესტონეთი

10-12 აგვისტო, შვედეთი

სად ამჯობინებთ ფესტივალზე დასწრებას - ნახევრად დატბორილ, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე ტალინში თუ მიტოვებულ სამრეწველო საწყობშ სტოკჰოლმის მახლობლად? არჩევანი თქვენზეა! ელექტრონული მუსიკის ფესტივალის სტუმრები ესტონეთში The Black Madonna და Nina Kraviz-ი იქნებიან, შვედეთში კი მსმენელების წინაშე Andrew Weatherall-ი წარსდგება.

Into the Valley

Mandrea, გარდას ტბა, იტალია

16-21 აგვისტო

ალპების მთისწინეთი, ტბა და კლდის ქიმები, ამ ყველაფერთან ერთად კი ფოლკისა და რეგის ნაზავი - იდეალური ატმოსფეროა განტვირთვისთვის! ამ ყველაფერს დამატებული იტალიური პიცა და კოქტეილები! პარალელურად ალპინისტების და მეკლდეურების ცოცვა კლდეზე და კანიონინგი. ნამდვილად არ ღირს ამ სიამოვნების გამოტოვება!

OFF, სილესია, პოლონეთი

4-6 აგვისტო

ეს არის ალტერნატიული მუსიკის ყველაზე დიდი ფესტივალი პოლონეთში. ფესტივალის მთავარი სტუმარი 201 წელს PJ Harvey-ი იქნება. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ აქამდე უცნობი პოლონური ბენდები, დაესწროთ თემატური ფილმების ჩვენებას, შეხვედრებს და ლექციებს. სასმელი და საკვები საკმაოდ იაფია, ხალხი კი ძლიან მეგობრული და კომუნიკაბელური.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %