02 May 2017
  • 11012 ნახვა

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმცა მათი ჩრდილის ქვეშ იტალიის არაერთი საინტერესო ქალაქია მოქცეული. 

ტურინი და ბოლონია ის ქალაქებია, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და ნამდვილად იმსახურებენ ტურისტების მეტ ყურადღებას

ტურინს შეუძლია გაგაოცოთ მოულოდნელი მიქსით: ბაროკოს სტილი, მოკირწყლული ქუჩები, ელეგანტური ისტორიული კაფეები... ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ტურინი

ერთ-ერთი გასტრონომიული ცენტრია ბოლონიაც. ქალაქი გამორჩეულია, ტაძრებით, ციხე-კოშებით, სასახლეებით და შესანიშნავი მუზეუმებით.

ბოლონია

ტურისტებისგან იგნორირებულ ქალაქებს შორისაა ბერგამოც, ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი. ბერგამო და მისი შემოგარენი იმდენად რომანტიულია, რომ მშვენიერი არჩევანია გაზაფხულის შვებულების გასატარებლად. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ იტალიის ქალაქგარე ცხოვრება და ულამაზესი ტბები.

ბერგამო

სიენაში სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ცენტრალური პიაცას სანახავად ჩასვლა მაინც ღირს. ესაა ევროპის საუკეთესო შუასაუკუნებიის მოედანი, ისტორიული პალიოს სცენების გამოსახულებით. სიენას ტაძარი ერთ-ერთი ულამაზესია ცენტრალურ იტალიაში, მის გალერეებში და მუზეუმებში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები კი თქვენს ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს. 

სიენა

ვერონა სიყვარულის და შეყვარებულების ქალაქადაა აღიარებული, თუმცა იტალიის ტოპ 4 ქალაქთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მაინც მცირეა. ქალაქის ქუჩებში მაგიურად ერთიანდება უძველესი კედლები, გზები და ვილები. იტალიური სტანდარტების მიხედვით ვერონა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქის შერწყმა.

ვერონა


მსგავსი
02 January 2016

კარლოვის ხიდი - პრაღაში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში

კარლოვის ხიდი ჩეხეთში, პრაღაში, ვლტავის მდინარეზე მდებარეობს. თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გად...

24 December 2015

პორტოფინო - დელფინების ყურე

მარია მედიჩის და მოპასანის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, პორტოფინო ,იტალიის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც დაახლოებით 500 ადამი...

22 December 2015

ევროპის 20 პატარა ქალაქი, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ (ნაწილი II)

ვიზალიბერალიზაცია ის მიზეზია, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ ევროპაში და ცნობილი ტურისტული ქალაქების მიღმა ის პატარა ქალაქ...

26 December 2015

საშობაოდ მორთული 14 ქალაქი მსოფლიოდან

ახალ წლამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება, მთელი მსოფლიო საშობაოდაა მორთული და მხიარულებაშია ჩართული. საშობაო ციებ-ცხელების მთავარი ეპი...

03 December 2015

საუკეთესო საშობაო ბაზრობები ევროპაში

ზამთრის დადგომასთან ერთად მთელი მსოფლიო იწყებს შობისთვის სამზადისს. საშობაო ბაზრობები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეწყობა და სა...

18 November 2015

10 საუკეთესო სათხილამურო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში

ბრიტანული The Telegraph-ი ზამთრის კურორტების მოყვარულებს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტების საკუთარ ათეულს სთავაზ...

15 November 2015

შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი

  შერლოკ ჰოლმსი,   არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია. კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთე...

12 November 2015

სან-ჯიმინიანოს უზარმაზარი კოშკები

სან-ჯიმინიანო  მდებარეობს  იტალიის ქალაქ ტოსკანაში.  ქალაქი იმდენად პატარაა, რომ მისი მოსახლეობა 7 105 ადამიანია.  ქალაქი 39 კმ–ზე...

11 November 2015

ბუნების 4 საოცრება ევროპაში

ეისიზენველტი , ავსტრია ყველაზე  ყინულოვანი    გამოქვაბული ეისიზენველტი, ასევე ცნობილია , როგორც გიგანტი ყინულები...

12 November 2015

ესპანეთის 5 გამორჩეული ქალაქი

სევილია სევილია არის  ქალაქი სამხრეთ ესპანეთში. მდებარეობს მდინარე გვადალკვივირზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომ...