11 July 2017
  • 554 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყველაზე მეტად იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ბრულში კვირა დღეს ჩავედი. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნე, გერმანიაში მრავლად აქვთ უქმე დღესასწაულები, როდესაც ქალაქს სიცარიელეზე ეტყობა რომ დღესასწაულია, მაგრამ არანაკლები სიცარიელეა ჩვეულებრივ უქმე დღეებშიც, განსაკუთრებით კი კვირაობით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კვირა დღისთვის  წინა დღეებში უნდა მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ დღეს ღია მაღაზიის მოძებნა. მოკლედ, კვირას ბრულშიც სრული სიმშვიდე იყო, დახურული მაღაზიები, კაფეები, ტურისტებიც ცოტანი იყვნენ. ვფიქრობ, სამუშაო დღეებშიც არ უნდა იყოს ამ ქალაქში ხალხმრავლობა. ბრული პატარა ქალაქია 45000-მდე მაცხოვრებლით, კიოლნიდან 20კმ-ის მანძილზეა და მატარებლით საშუალოდ 20-25 წუთი სჭირდება. ქალაქში არ შემიმჩნევია მაღალი შენობები, ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ სახლები აქაც იგივე პრინციპითაა აშენებული, გვერდიგვერდ მჭიდროდ აშენებული 2-3 სართულიანი სახლები, რომლის აივნებსაც  ულამაზესად მორთული ყვავილები ამშვენებს. ბრული დიდად ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, მაგამ ამ ქალაქსაც აქვს თავისი სიამაყე. ეს არის აუგუსტუსბურგის სასახლე, რომელიც XVIII-ში აშენდა, დღეს კი სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.  სასახლის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ხოლო უშუალოდ სასახლეში 8.50 ევრო ღირს. სასახლე ნამდვილად შთამბეჭდავია, შენობას ულამაზესი ორნამენტები ამშვენებს, სასახლეში 120 ოთახია. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რა მდიდრული და მიმზიდელია იქაურობა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ და მაშინ დარწმუნდებით რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ხელს.

სასახლიდან კი იშლება კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედი ბაღზე. ბაღი ცალკე საოცრებაა. შადრევნებით, პატარა ძეგლებით, ყვავილებით სავსეა იქაურობა, თან ეს ყველაფერი ძალიან სადად და გემოვნებიანად არის გაკეთებული. ბაღი ხაზს უსვამს ადამიანის მიერ სილამაზის აღქმას და ბუნებასთან კავშირს. მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება, ბაღის ბოლოს უკვე იწყება ტყე, რომელიც ამ სასახლის საკუთრებაა. ეს ადგილი კიდევ უფრო თვალისმომჭრელია. ტყეში სეირნობისას იმის აღქმა დავკარგე რომ ქალაქში ვიმყოფებოდი, თავი ნამდვილ უღრან ტყეში მეგონა. იქაურ სიმწვანეს და სურნელს სხვა განზომილებაში გადავყავდი. მერწმუნეთ ამ ადგილას მოხვედრის შემთხვევაში გარემო  დროებით მაინც დაგავიწყებთ ყოფით ცხოვრებას და ერთგვარ ნირვანაში გადახვალთ. მოკლედ, 2-საათიანი ტყეში სიარულის შემდეგ ვიგრძენი ენდორფინების ჭარბი მოზღვავება. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა ბრული, მაგრამ აუგუსტუსბურგის სასახლეც თავისი ტყით საკმარისი მიზეზია რომ ესტუმროთ ამ ქალაქს.

კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბრულთან ახლოს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გასართობი ატრაქციონების პარკი- Phantasialand. თუ ჩემსავით მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ და გიყვართ ექსტრიმი, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. სამხწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ვალად დამრჩა ამ პარკის ნახვა.

მოკლედ, გერმანიის ამ მხარეში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონი) თუ მოხვდით,  არ დაკარგოთ შანსი და მოინახულეთ ქალაქები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ღირსეული ადგილი უკავიათ არამარტო გერმანიაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით..

მსგავსი
21 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ რომს 2017 წელს

თუ 2017 წელს ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ და ჯერ არ იცით საიდან დაიწყოთ, ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწვდით. მაგალითად, რამდენიმე ს...

24 October 2016

ნეკერჩხლის ხეივანი - ადგილი, სადაც ნამდვილ შემოდგომას შეიგრძნობთ

რა მოგვწონს ყველაზე მეტად შემოდგომაზე? წითელ-ყვითელი ფოთლების ცვენა, აჭრელებულ ხეივანში სეირნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლების შრაშ...

30 September 2016

10 ყველაზე იაფი ქალაქი შემოდგომაზე სამოგზაუროდ

დაბალი ბიუჯეტი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მოგზაურობის დაგეგმვაში. მცირე ფინანსური რესურსით მოგზაურობისთვის შემოდგომა ერთ-ერთი...

22 September 2016

შემოდგომით სანახავი 5 საუკეთესო ადგილი ბრიტანეთში

შემოდგომაზე მოგზაურობას რამდენიმე უპირატესობა აქვს, ზაფხულთან და საახალწლო პერიოდთან შედარებით ნაკლები ტურისტი, ნაკლებად გადატვირთ...

12 September 2016

5 საუკეთესო მუზეუმი ამსტერდამში

ამსტერდამი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ევროპაში. ქალაქი ნამდვილი კულტურული ცენტრია თავისი თეატრებით, უ...

04 August 2016

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოძრავი სადამკვირვებლო კოშკი გაიხსნა

ბრაიტონში ზღვის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობსერვატორია გაიხსნა.  162 მეტრი სიმაღლის ფოლადის კოშკზე განთავსებულია დონატ...

04 April 2016

იუნგფრაუ - ყველაზე მაღლა მდებარე რკინიგზის სადგური ევროპაში

იუნგფრაუს რკინიგზა მთაში გამავალ რკინიგზებს შორის პიონერია. შვეიცარიის ალპებში გაყვანილი რკინიგზა 1912 წელს ამოქმედდა და მაშინ ინჟ...

30 March 2016

საბერძნეთის 19 საუკეთესო კუნძული - ნაწილი II

პირველი ნაწილი   11. სკიროსი - საუკეთე...

30 March 2016

საბერძნეთის 19 საუკეთესო კუნძული - ნაწილი I

ზაკინტოსი - საუკეთესო პლაჟები იონიის ზღვის კუნძულები გამოირჩევა ქვიშიანი პლაჟებით და საოცრად ...

28 March 2016

ტავოლარა - ყველაზე პატარა სამეფო მსოფლიოში

ადგილი, სადაც არ არსებობს გზები და სასტუმროები, აქ მანძილი მხოლოდ თეთრ ქვიშაზე დატოვებული ნაფეხურებით იზომება. ეს ტავოლარაა - სარდ...