11 July 2017
  • 550 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყველაზე მეტად იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ბრულში კვირა დღეს ჩავედი. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნე, გერმანიაში მრავლად აქვთ უქმე დღესასწაულები, როდესაც ქალაქს სიცარიელეზე ეტყობა რომ დღესასწაულია, მაგრამ არანაკლები სიცარიელეა ჩვეულებრივ უქმე დღეებშიც, განსაკუთრებით კი კვირაობით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კვირა დღისთვის  წინა დღეებში უნდა მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ დღეს ღია მაღაზიის მოძებნა. მოკლედ, კვირას ბრულშიც სრული სიმშვიდე იყო, დახურული მაღაზიები, კაფეები, ტურისტებიც ცოტანი იყვნენ. ვფიქრობ, სამუშაო დღეებშიც არ უნდა იყოს ამ ქალაქში ხალხმრავლობა. ბრული პატარა ქალაქია 45000-მდე მაცხოვრებლით, კიოლნიდან 20კმ-ის მანძილზეა და მატარებლით საშუალოდ 20-25 წუთი სჭირდება. ქალაქში არ შემიმჩნევია მაღალი შენობები, ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ სახლები აქაც იგივე პრინციპითაა აშენებული, გვერდიგვერდ მჭიდროდ აშენებული 2-3 სართულიანი სახლები, რომლის აივნებსაც  ულამაზესად მორთული ყვავილები ამშვენებს. ბრული დიდად ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, მაგამ ამ ქალაქსაც აქვს თავისი სიამაყე. ეს არის აუგუსტუსბურგის სასახლე, რომელიც XVIII-ში აშენდა, დღეს კი სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.  სასახლის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ხოლო უშუალოდ სასახლეში 8.50 ევრო ღირს. სასახლე ნამდვილად შთამბეჭდავია, შენობას ულამაზესი ორნამენტები ამშვენებს, სასახლეში 120 ოთახია. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რა მდიდრული და მიმზიდელია იქაურობა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ და მაშინ დარწმუნდებით რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ხელს.

სასახლიდან კი იშლება კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედი ბაღზე. ბაღი ცალკე საოცრებაა. შადრევნებით, პატარა ძეგლებით, ყვავილებით სავსეა იქაურობა, თან ეს ყველაფერი ძალიან სადად და გემოვნებიანად არის გაკეთებული. ბაღი ხაზს უსვამს ადამიანის მიერ სილამაზის აღქმას და ბუნებასთან კავშირს. მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება, ბაღის ბოლოს უკვე იწყება ტყე, რომელიც ამ სასახლის საკუთრებაა. ეს ადგილი კიდევ უფრო თვალისმომჭრელია. ტყეში სეირნობისას იმის აღქმა დავკარგე რომ ქალაქში ვიმყოფებოდი, თავი ნამდვილ უღრან ტყეში მეგონა. იქაურ სიმწვანეს და სურნელს სხვა განზომილებაში გადავყავდი. მერწმუნეთ ამ ადგილას მოხვედრის შემთხვევაში გარემო  დროებით მაინც დაგავიწყებთ ყოფით ცხოვრებას და ერთგვარ ნირვანაში გადახვალთ. მოკლედ, 2-საათიანი ტყეში სიარულის შემდეგ ვიგრძენი ენდორფინების ჭარბი მოზღვავება. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა ბრული, მაგრამ აუგუსტუსბურგის სასახლეც თავისი ტყით საკმარისი მიზეზია რომ ესტუმროთ ამ ქალაქს.

კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბრულთან ახლოს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გასართობი ატრაქციონების პარკი- Phantasialand. თუ ჩემსავით მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ და გიყვართ ექსტრიმი, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. სამხწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ვალად დამრჩა ამ პარკის ნახვა.

მოკლედ, გერმანიის ამ მხარეში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონი) თუ მოხვდით,  არ დაკარგოთ შანსი და მოინახულეთ ქალაქები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ღირსეული ადგილი უკავიათ არამარტო გერმანიაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით..

მსგავსი
03 March 2016

ზალიპიე - ხელით მოხატული სოფელი პოლონეთში

აქ ყველაფერი მოხატულია და ყვავილებითაა დაფარული. მოხატულია ყველაფერი, სახლები, საქათმეები, ღობეები, ჭები და ა.შ.  ტრადიციას საფუძვ...

20 February 2016

ჰუნდერტვასერჰაუსი, ვენის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საცხოვრებელი კორპუსი

ჰუნდერტვასერჰაუსი  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია ვენაში, ავსტრიაში, რომელი...

13 February 2016

საფრანგეთის 26 ყველაზე ლამაზი ტურისტული მიმართულება, ნაწილი 2

საფრანგეთის გაგონებისას თვალწინ პირველად პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომე...

12 February 2016

საფრანგეთის 26 ყველაზე ლამაზი ტურისტული მიმართულება. ნაწილი I

საფრანგეთის გაგონებისას თვალწინ პირველად პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომე...

04 February 2016

ადგილი, სადაც ქვის სოკოები "იზრდებიან"

ოდესმე გინახავთ უზარმაზარი, ქვის სოკოები? ისინი ნამდვილად არსებობენ, რეალურები არიან და ბულგარეთში "იზრდებიან". სამ ჰექტარ ფართობზ...

26 January 2016

ევროპის 15 უძველესი ქალაქი. ნაწილი II

ევროპის უამრავ ქალაქს შორის არის ქალაქები, რომელთა ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დასეირნობ ქალაქის ქუჩებში და ხვდები, რომ ...

24 January 2016

ცისფერი ლაგუნა, ისლანდია

ცისფერი ლაგუნა, გეოთერმული კურორტი, ისლანდიის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც  Reykjanes-ის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ი...

01 February 2016

კუნძული სქაი

კუნძული სქაი შოტლანდიას ეკუთვნის და ჰებრიდის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია. არქიპელაგის შემადგენლობაში სულ  36 დასახლებული და ...

25 January 2016

ევროპის 15 უძველესი ქალაქი. ნაწილი I

ევროპის უამრავ ქალაქს შორის არის ქალაქები, რომელთა ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დასეირნობ ქალაქის ქუჩებში და ხვდები, რომ ...

11 January 2016

30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი III

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყო...