11 July 2017
  • 551 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყველაზე მეტად იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ბრულში კვირა დღეს ჩავედი. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნე, გერმანიაში მრავლად აქვთ უქმე დღესასწაულები, როდესაც ქალაქს სიცარიელეზე ეტყობა რომ დღესასწაულია, მაგრამ არანაკლები სიცარიელეა ჩვეულებრივ უქმე დღეებშიც, განსაკუთრებით კი კვირაობით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კვირა დღისთვის  წინა დღეებში უნდა მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ დღეს ღია მაღაზიის მოძებნა. მოკლედ, კვირას ბრულშიც სრული სიმშვიდე იყო, დახურული მაღაზიები, კაფეები, ტურისტებიც ცოტანი იყვნენ. ვფიქრობ, სამუშაო დღეებშიც არ უნდა იყოს ამ ქალაქში ხალხმრავლობა. ბრული პატარა ქალაქია 45000-მდე მაცხოვრებლით, კიოლნიდან 20კმ-ის მანძილზეა და მატარებლით საშუალოდ 20-25 წუთი სჭირდება. ქალაქში არ შემიმჩნევია მაღალი შენობები, ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ სახლები აქაც იგივე პრინციპითაა აშენებული, გვერდიგვერდ მჭიდროდ აშენებული 2-3 სართულიანი სახლები, რომლის აივნებსაც  ულამაზესად მორთული ყვავილები ამშვენებს. ბრული დიდად ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, მაგამ ამ ქალაქსაც აქვს თავისი სიამაყე. ეს არის აუგუსტუსბურგის სასახლე, რომელიც XVIII-ში აშენდა, დღეს კი სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.  სასახლის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ხოლო უშუალოდ სასახლეში 8.50 ევრო ღირს. სასახლე ნამდვილად შთამბეჭდავია, შენობას ულამაზესი ორნამენტები ამშვენებს, სასახლეში 120 ოთახია. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რა მდიდრული და მიმზიდელია იქაურობა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ და მაშინ დარწმუნდებით რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ხელს.

სასახლიდან კი იშლება კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედი ბაღზე. ბაღი ცალკე საოცრებაა. შადრევნებით, პატარა ძეგლებით, ყვავილებით სავსეა იქაურობა, თან ეს ყველაფერი ძალიან სადად და გემოვნებიანად არის გაკეთებული. ბაღი ხაზს უსვამს ადამიანის მიერ სილამაზის აღქმას და ბუნებასთან კავშირს. მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება, ბაღის ბოლოს უკვე იწყება ტყე, რომელიც ამ სასახლის საკუთრებაა. ეს ადგილი კიდევ უფრო თვალისმომჭრელია. ტყეში სეირნობისას იმის აღქმა დავკარგე რომ ქალაქში ვიმყოფებოდი, თავი ნამდვილ უღრან ტყეში მეგონა. იქაურ სიმწვანეს და სურნელს სხვა განზომილებაში გადავყავდი. მერწმუნეთ ამ ადგილას მოხვედრის შემთხვევაში გარემო  დროებით მაინც დაგავიწყებთ ყოფით ცხოვრებას და ერთგვარ ნირვანაში გადახვალთ. მოკლედ, 2-საათიანი ტყეში სიარულის შემდეგ ვიგრძენი ენდორფინების ჭარბი მოზღვავება. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა ბრული, მაგრამ აუგუსტუსბურგის სასახლეც თავისი ტყით საკმარისი მიზეზია რომ ესტუმროთ ამ ქალაქს.

კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბრულთან ახლოს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გასართობი ატრაქციონების პარკი- Phantasialand. თუ ჩემსავით მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ და გიყვართ ექსტრიმი, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. სამხწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ვალად დამრჩა ამ პარკის ნახვა.

მოკლედ, გერმანიის ამ მხარეში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონი) თუ მოხვდით,  არ დაკარგოთ შანსი და მოინახულეთ ქალაქები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ღირსეული ადგილი უკავიათ არამარტო გერმანიაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით..

მსგავსი
10 January 2016

30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი II

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყო...

09 January 2016

30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი I

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყო...

06 January 2016

No Man's Fort - ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

პორტსმუტიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით ღია ზღვაში ვიქტორიანული ერის პატარა ციხესიმაგრე მდებარეობს. ადამიანის ხელით შექმნილი ...

01 January 2016

ტრიფტის ხიდი - ყველაზე ექსტრემალური დაკიდული ხიდი შვეიცარიაში

ტრიფტის ხიდი შვეიცარიის ალპების ყველაზე გრძელი  დაკიდული ხიდია. ხიდის სიგრძე 170 მეტრია, მიწიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე მ...

07 January 2016

პონტე-ვეკიო - ფლორენციის ყველაზე ცნობილი ხიდი

პონტე-ვეკიო ფლორენციის ყველაზე ძველი და ამავე დროს საინტერესო ხიდია. ეს სამთაღიანი ხიდი  ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანი...

02 January 2016

კარლოვის ხიდი - პრაღაში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში

კარლოვის ხიდი ჩეხეთში, პრაღაში, ვლტავის მდინარეზე მდებარეობს. თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გად...

24 December 2015

პორტოფინო - დელფინების ყურე

მარია მედიჩის და მოპასანის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, პორტოფინო ,იტალიის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც დაახლოებით 500 ადამი...

22 December 2015

ევროპის 20 პატარა ქალაქი, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ (ნაწილი II)

ვიზალიბერალიზაცია ის მიზეზია, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ ევროპაში და ცნობილი ტურისტული ქალაქების მიღმა ის პატარა ქალაქ...

26 December 2015

საშობაოდ მორთული 14 ქალაქი მსოფლიოდან

ახალ წლამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება, მთელი მსოფლიო საშობაოდაა მორთული და მხიარულებაშია ჩართული. საშობაო ციებ-ცხელების მთავარი ეპი...

03 December 2015

საუკეთესო საშობაო ბაზრობები ევროპაში

ზამთრის დადგომასთან ერთად მთელი მსოფლიო იწყებს შობისთვის სამზადისს. საშობაო ბაზრობები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეწყობა და სა...