11 July 2017
  • 552 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყველაზე მეტად იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ბრულში კვირა დღეს ჩავედი. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნე, გერმანიაში მრავლად აქვთ უქმე დღესასწაულები, როდესაც ქალაქს სიცარიელეზე ეტყობა რომ დღესასწაულია, მაგრამ არანაკლები სიცარიელეა ჩვეულებრივ უქმე დღეებშიც, განსაკუთრებით კი კვირაობით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კვირა დღისთვის  წინა დღეებში უნდა მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ დღეს ღია მაღაზიის მოძებნა. მოკლედ, კვირას ბრულშიც სრული სიმშვიდე იყო, დახურული მაღაზიები, კაფეები, ტურისტებიც ცოტანი იყვნენ. ვფიქრობ, სამუშაო დღეებშიც არ უნდა იყოს ამ ქალაქში ხალხმრავლობა. ბრული პატარა ქალაქია 45000-მდე მაცხოვრებლით, კიოლნიდან 20კმ-ის მანძილზეა და მატარებლით საშუალოდ 20-25 წუთი სჭირდება. ქალაქში არ შემიმჩნევია მაღალი შენობები, ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ სახლები აქაც იგივე პრინციპითაა აშენებული, გვერდიგვერდ მჭიდროდ აშენებული 2-3 სართულიანი სახლები, რომლის აივნებსაც  ულამაზესად მორთული ყვავილები ამშვენებს. ბრული დიდად ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, მაგამ ამ ქალაქსაც აქვს თავისი სიამაყე. ეს არის აუგუსტუსბურგის სასახლე, რომელიც XVIII-ში აშენდა, დღეს კი სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.  სასახლის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ხოლო უშუალოდ სასახლეში 8.50 ევრო ღირს. სასახლე ნამდვილად შთამბეჭდავია, შენობას ულამაზესი ორნამენტები ამშვენებს, სასახლეში 120 ოთახია. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რა მდიდრული და მიმზიდელია იქაურობა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ და მაშინ დარწმუნდებით რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ხელს.

სასახლიდან კი იშლება კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედი ბაღზე. ბაღი ცალკე საოცრებაა. შადრევნებით, პატარა ძეგლებით, ყვავილებით სავსეა იქაურობა, თან ეს ყველაფერი ძალიან სადად და გემოვნებიანად არის გაკეთებული. ბაღი ხაზს უსვამს ადამიანის მიერ სილამაზის აღქმას და ბუნებასთან კავშირს. მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება, ბაღის ბოლოს უკვე იწყება ტყე, რომელიც ამ სასახლის საკუთრებაა. ეს ადგილი კიდევ უფრო თვალისმომჭრელია. ტყეში სეირნობისას იმის აღქმა დავკარგე რომ ქალაქში ვიმყოფებოდი, თავი ნამდვილ უღრან ტყეში მეგონა. იქაურ სიმწვანეს და სურნელს სხვა განზომილებაში გადავყავდი. მერწმუნეთ ამ ადგილას მოხვედრის შემთხვევაში გარემო  დროებით მაინც დაგავიწყებთ ყოფით ცხოვრებას და ერთგვარ ნირვანაში გადახვალთ. მოკლედ, 2-საათიანი ტყეში სიარულის შემდეგ ვიგრძენი ენდორფინების ჭარბი მოზღვავება. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა ბრული, მაგრამ აუგუსტუსბურგის სასახლეც თავისი ტყით საკმარისი მიზეზია რომ ესტუმროთ ამ ქალაქს.

კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბრულთან ახლოს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გასართობი ატრაქციონების პარკი- Phantasialand. თუ ჩემსავით მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ და გიყვართ ექსტრიმი, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. სამხწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ვალად დამრჩა ამ პარკის ნახვა.

მოკლედ, გერმანიის ამ მხარეში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონი) თუ მოხვდით,  არ დაკარგოთ შანსი და მოინახულეთ ქალაქები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ღირსეული ადგილი უკავიათ არამარტო გერმანიაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით..

მსგავსი
25 October 2015

სათხილამურო კურორტი ცერმატი

ცერმატი  შვეიცარიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კურორტია.  ის მდებარეობს  იტალიის საზღვრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1616 მ სი...

31 October 2015

ბულგარეთის ოქროს ქვიშები

ოქროს ქვიშები  ყველაზე ცნობილი კურორტია ბულგარეთში, ის განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე . ლეგენდის თანახმ...

23 October 2015

მარდინის აღმოსავლური სილამაზე

ქალაქი მარდინი აღმოსავლური კულტურის სარკმელია.  ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, მარდინის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს....

11 October 2015

საშიში და ვიწრო ხეობა – ლიხთენსთეინსლამი

ავსტრიის ალპებში მდებარეობს ლიხთენსთეინსლამის  4  კილომეტრი სიგრძის ვიწრო ხეობა,  რომელიც გარშემორტყმულია 300 მეტრი სიმაღლის კედლე...

16 October 2015

მსოფლიოს ოკეან-აკვარიუმები

ლისაბონის ოკეანის აკვარიუმი   პორტუგალიაში  "ერების პარკში" მდებარეობს, რომელიც  1998 წელს იყო მ...

10 October 2015

ინგლისის ულამაზესი ტურისტული ადგილები

იორკშირი  ყველაზე დიდი საგრაფოა ჩრდილოეთ ინგლისში; საგრაფოს რელიეფი მრავალფეროვანია: ჩრდილო–დასავლეთში ინგლისის უმაღლესი მთებია, ს...

13 October 2015

სადილი ცაში

სადილი ცაში, 50 მეტრის სიმაღლეზე, მართლაც რომ სიგიჟეა. პროექტი, რომელშიც ჩართულია 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნები, ამწეების საშუალე...

24 September 2015

როტერდამის დახრილი სახლები

ჰოლანდიური დახრილი  ანუ კუბის სახლები  როტერდამში მდებარეობს.  კუბის ტიპის სახლი 45 გრადუსით გადახრილ, ერთ მთლიან საცხოვრებელ კომპ...