მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა. მაგრამ რამე ისეთის პოვნის იმედიც მქონდა, აქამდე რომ საერთოდ არ მსმენოდა. მსგავსის პოვნას თურქულის ნაწილში ვგეგმავდი. ვფიქრობდი, სხვაგან თუ ვერა იქ მაინც იქნება რამე, რაზეც ვიტყვი: ამის 
შესახებ არაფერი მსმენოდათქო.
თუმცა, სანამ ბერძნულ ნაწილს გავცდებოდი იქამდე ვიპოვნე ჩემი ბუდე. ადგილი, რომლამდეც მიხვალ და წამში ხვდები: ამ კუნძულზე რისთვისაც დაბრუნდები, თითქოს ყველაფერი იმიტომ დაგეგმე, სამყაროს ის წერტილი იმიტომ ამოირჩიე, რომ ეს შესანიშნავი ადგილი გეპოვნა. თავიდან ბოლომდე რომ შენი იქნებოდა.

კვიპროსი
ერთი კია, არ გაგვიმართლა და ვინაიდან ჯერ სეზონი " გახურებული" არ იყო, იქაურობა ჩვენნაირი ხალხით "გატენილი" არ დაგვხვდა... არაუშავს, სხვა დროს სწორ დროს შევარჩევთ... მთავარია, რომ ვიცით კვიპროსზე მეორედ მოხვედრისას სად გავქანდებით პირველივე დღესვე... 
მოკლედ. 
ესაა ადგილი, აფროდიტეს აბანოებთან. (რომელზეც არ შემიძლია არ გითხრათ რომ იმედი გამიცრუვდა. ჩვენი ბირთვისების ყოველმეორე ნაბიჯზე შემხვედრი გუბე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა ვიდრე მან შეძლო.) თუმცა აფროდიტესთან საოცარი სანაპიროებია, საოცარი პარკი, და, რაც მთავარია, სწორედ ამ ადგილმა მაპოვნინა ჩემი ბუდე კვიპორსზე. 

kviprosi
პატარა მეთევზეების სოფელი, ფურგონებით გატენილი მდელო, სადაც მხოლოდ ზაფხულობით შეხვდებით ხალხს. ღია ბარებითა და საღამოს კოცონაგიზგიზებული კვიპროსული ისტორიების თანხლებით, ბევრი ლუდითა და მუსიკით.
" მაწანწალების" ოცნება, მხოლოდ ასეთ ადგილებში ხდება ხოლმე. იპოვნო შენი ადგილი, შენი ისტორიის პოვნის შანსით.

კვიპროსი, მეთევზეების სოფელი. Cyprus
როგორ მივიდეთ? 
რა თქმა უნდა დამოკიდებულია საიდან მიდიხართ, ავტობუსების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: www.cyprusbybus.com 
ჩვენს შემთხვევაში კი: 
სანაპირო ქორალ ბეიდან, 648 ნომერ ავტობუსით დაახლოებით ერთ საათში პოლისამდე ჩავედით, პოლისიდან კი 622 ნომერი ავტობუსით დაახლოებით 15 წუთში უკვე აფროდიტესთან ვიყავით სტუმრად. თავად პოლისი მშვენიერი ადგილია ფეხით გასასეირნებლად, თუ ავტობუსების განრიგი საშუალებას მოგცემთ და დროს გამონახავთ, აუცილებლად გაისეირნეთ მის შემოგარენში, ციტრუსის პლანტაციები ნამდვილად მოახდენენ თქვენზე შთაბეჭდილებას.

კვიპროსი, აკამასი, მეთევზეების სოფელი

ვეცდები რამდენიმე კადრით განახოთ, რა დაგხვდებათ იქ... დაცარიელებულიც კი ყველაფერი იმდენად მშვენიერი იყო, რომ წარმოიდგინეთ ზაფხულში, ათასი თქვენი მსგავსი მოგზაურის თანხლებით, როგორ სამოთხედ იქცევა ეს "კონცხი"... 

ბედნიერ მოგზაურობას და აქ მოხვედრას გისურვებთ მეგობრებო ...

კვიპროსი

მეთევზეთა სოფელი

კვიპროსი

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %