5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ.

სიცილია

სიცილია ზამთარში თბილ ტემპერატურას, მზიან დღეებს, ლურჯ ცას, თეთრ ქვიშიან სანაპიროს და აყვავებულ ნუშის ხეებს გთავაზობთ. წლის ამ პერიოდში აქ ვერ ნახავთ ტურისტებით გადატვირთულ ქუჩებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სრულად შეიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა, მოინახულოთ ბაროკოს სტილში აგებული პატარა ქალაქები, არქეოლოგიური გათხრის ადგილები და მთა ეტნა. აქ ყოფნისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ავთენტური სამზარეულო.

სიცილიის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: სიცილია

მალტა

მალტა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს გაექცეს ზამთრის ცივ ამინდებს. ზამთრის პერიოდში იშვიათად წვიმს, ტემპერატურა არ ეცემა 15 გრადუსზე დაბლა, რაც მთელი დღე გარეთ სეირნობის, ხელუხლებელი ადგილების, მეთევზეების სოფლების, კლდეში არსებული გამოქვაბულების და მალტას ულამაზესი სანაპირო ზოლის მონახულების საშუალებას მოგცემთ.

მალტას მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: მალტა

მადეირა პორტუგალია

მადეირა პორტუგალიისა და ევროპის ყველა განცალკევებული და ეგზოტიკური კუნძულია. მისი მწვანე ტროპიკული ბაღები და პეიზაჟები, კოლონიალური არქიტექტურა,აქტიური ღამის ცხოვრება, დრამატული სანაპირო ზოლი საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მისი მონახულება მოგინდეთ. ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე მერყეობს, ამინდი იდელურია სეირნობის ან გოლფის თამაშის მოყვარულთათვის. 

პორტუგალიის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლია აქ: პორტუგალია

კვიპროსი

საშუალო 20 გრადუსიანი ტემპერატურით, კვიპროსი არაჩვეულებრივი ადგილია მზიანი დასვენების მოყვარულთათვის. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე კუნძულ-სახელმწიფოა, რომელიც ტურისტებს მრავალფეროვან და საინტერესო დასვენებას სთავაზობს, დაწყებული მშვენიერი სანაპიროებიდან და თვალწარმტაცი პეიზაჟებიდან, დამთავრებული ადგილობრივი კულტურით და არქეოლოგიური გათხრების ადგილებით. კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში შეგიძლიათ ეწვიოთ საუკეთესო რესტორნებს და კლუბებს, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და მოინახულოთ ისტორიული მუზეუმები.  

კვიპროსის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: კვიპროსი

კანარის კუნძულები ესპანეთი

მთელი წლის განმავლობაში თბილი ამინდი, მშვიდი ადგილები, ხელუხლებელი ბუნება, ლამაზი პეიზაჟები და უნიკალური ტრადიციები  კანარის კუნძულებს ზამთრის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს.

ზამთარში ტურისტული პაკეტის ღირებულება, ბევრად დაბალია ვიდრე ზაფხულის სეზონზე. ისარგებლეთ სპეციალური შემოთავაზებებით და  მოინახულეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახული ისტორიული და კულტურული საგანძური. ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: კანარის კუნძულები

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %