04 February 2019
  • 8672 ნახვა

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ.

სიცილია

სიცილია ზამთარში თბილ ტემპერატურას, მზიან დღეებს, ლურჯ ცას, თეთრ ქვიშიან სანაპიროს და აყვავებულ ნუშის ხეებს გთავაზობთ. წლის ამ პერიოდში აქ ვერ ნახავთ ტურისტებით გადატვირთულ ქუჩებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სრულად შეიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა, მოინახულოთ ბაროკოს სტილში აგებული პატარა ქალაქები, არქეოლოგიური გათხრის ადგილები და მთა ეტნა. აქ ყოფნისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ავთენტური სამზარეულო.

სიცილიის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: სიცილია

მალტა

მალტა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს გაექცეს ზამთრის ცივ ამინდებს. ზამთრის პერიოდში იშვიათად წვიმს, ტემპერატურა არ ეცემა 15 გრადუსზე დაბლა, რაც მთელი დღე გარეთ სეირნობის, ხელუხლებელი ადგილების, მეთევზეების სოფლების, კლდეში არსებული გამოქვაბულების და მალტას ულამაზესი სანაპირო ზოლის მონახულების საშუალებას მოგცემთ.

მალტას მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: მალტა

მადეირა პორტუგალია

მადეირა პორტუგალიისა და ევროპის ყველა განცალკევებული და ეგზოტიკური კუნძულია. მისი მწვანე ტროპიკული ბაღები და პეიზაჟები, კოლონიალური არქიტექტურა,აქტიური ღამის ცხოვრება, დრამატული სანაპირო ზოლი საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მისი მონახულება მოგინდეთ. ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე მერყეობს, ამინდი იდელურია სეირნობის ან გოლფის თამაშის მოყვარულთათვის. 

პორტუგალიის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლია აქ: პორტუგალია

კვიპროსი

საშუალო 20 გრადუსიანი ტემპერატურით, კვიპროსი არაჩვეულებრივი ადგილია მზიანი დასვენების მოყვარულთათვის. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე კუნძულ-სახელმწიფოა, რომელიც ტურისტებს მრავალფეროვან და საინტერესო დასვენებას სთავაზობს, დაწყებული მშვენიერი სანაპიროებიდან და თვალწარმტაცი პეიზაჟებიდან, დამთავრებული ადგილობრივი კულტურით და არქეოლოგიური გათხრების ადგილებით. კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში შეგიძლიათ ეწვიოთ საუკეთესო რესტორნებს და კლუბებს, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და მოინახულოთ ისტორიული მუზეუმები.  

კვიპროსის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: კვიპროსი

კანარის კუნძულები ესპანეთი

მთელი წლის განმავლობაში თბილი ამინდი, მშვიდი ადგილები, ხელუხლებელი ბუნება, ლამაზი პეიზაჟები და უნიკალური ტრადიციები  კანარის კუნძულებს ზამთრის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს.

ზამთარში ტურისტული პაკეტის ღირებულება, ბევრად დაბალია ვიდრე ზაფხულის სეზონზე. ისარგებლეთ სპეციალური შემოთავაზებებით და  მოინახულეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახული ისტორიული და კულტურული საგანძური. ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: კანარის კუნძულები

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!


მსგავსი
12 November 2015

სან-ჯიმინიანოს უზარმაზარი კოშკები

სან-ჯიმინიანო  მდებარეობს  იტალიის ქალაქ ტოსკანაში.  ქალაქი იმდენად პატარაა, რომ მისი მოსახლეობა 7 105 ადამიანია.  ქალაქი 39 კმ–ზე...

11 November 2015

ბუნების 4 საოცრება ევროპაში

ეისიზენველტი , ავსტრია ყველაზე  ყინულოვანი    გამოქვაბული ეისიზენველტი, ასევე ცნობილია , როგორც გიგანტი ყინულები...

12 November 2015

ესპანეთის 5 გამორჩეული ქალაქი

სევილია სევილია არის  ქალაქი სამხრეთ ესპანეთში. მდებარეობს მდინარე გვადალკვივირზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომ...

09 November 2015

წყალზე მდგომი ზღაპრული სასახლე

ბოდიამის სასახლე ბრიტანეტში მდებარეობს. ციხე–სიმაგრეს ისტორია დღემდე უამრავ დამთვარიელებელს იზიდავს.  საქსების ცნობილი გვარის წარმ...

29 October 2015

თინგველირის ულამაზესი ველური ბუნება

თინგველირი  ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდენარეობს. თინგველირის ველზე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთდებოდა საცხენოსნო გზები ...

26 October 2015

გრან პალეს გრანდიოზული სასახლე

მომნუსხველი, ისტორიული, გრანდიოზული გრან პალე ანუ დიდი სასახლე მდებარეობს პარიზში, შანზ-ელიზეს განაპირას. სასახლის ფართობია 40 000...

30 October 2015

იტალიის ულამაზესი ჩილენტო

ჩილენტო  წარმოადგენს სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვან ტურისტულ არეალს. რეგიონის სანაპირო ზოლი  მოქცეულია ქალაქ პესტუმსა და პოლიკასტროს...

30 October 2015

ულამაზესი და უკაცრიელი აბისკუ

აბისკუ   არის ლაპლანდიაში , ნორვეგიის საზღვრის სიახლოვეს . აბისკუსში მდებარებოს პარკი, რომელიც 77 კვ.კმ არის გადაჭიმეული და  1909 ...

25 October 2015

სათხილამურო კურორტი ცერმატი

ცერმატი  შვეიცარიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კურორტია.  ის მდებარეობს  იტალიის საზღვრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1616 მ სი...

31 October 2015

ბულგარეთის ოქროს ქვიშები

ოქროს ქვიშები  ყველაზე ცნობილი კურორტია ბულგარეთში, ის განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე . ლეგენდის თანახმ...