12 February 2019
  • 1723 ნახვა

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობებს.  ქვეყანა მთელ მსოფლიოში არის განთქმული თავისი მრავალფეროვანი კულტურული და არქიტექტურული ძეგლებით, ლამაზი პეიზაჟებით, გემრიელი სამზარეულოთი, მხატვრული ნამუშევრებით, მუზეუმებით და აქტიური ღამის ცხოვრებით

დღეს წარმოგიდგენთ 5 ადგილს, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

სევილია

სევილია ანდალუსიის ავტონომიური რეგიონისა და სევილიის პროვინციის დედაქალაქი და კულტურული ცენტრია. ის მდინარე გვადალკვივირზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს .

სევილია ესპანეთის რიგით მე-4 ყველაზე დიდი ქალაქია და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შემავალი მრავალი ღირსშესანიშნაობის სამშობლოა, დაწყებული  Santa Maria de la Sede-ს კათედრალიდან, დამთავრებული ალკაზარის სასახლით.

სევილია იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდად სურს დილის ყავის მირთმევა, ფორთოხლის აყვავებული ხეების სურნელითა და ფლამენგოს მუსიკით დატკბობა.

მადრიდი

მადრიდი ცნობილია აქტიური ღამის ცხოვრებითს და ყოველკვირეული მუსიკალური გამოსვლებით. მაგრამ თუ არ ხართ აქტიური გართობის მოყვარული ? არც ესაა პრობლემა! მადრიდში მთელი რიგი კულტურული აქტივობებია, რომლებითაც შეგიძლიათ თავი გაინებივროთ: ეწვიეთ Puerta del Sol ან  Plaza Mayor-ს -  ორივე ადგილი სავსეა ყოველდღიური ივენთებით ან მოინახულოთ  ქალაქში მდებარე 70 მუზეუმიდან ერთ-ერთი.

გრანადა

გრანადა სიერა ნევადის მთის სამხრეთით მდებარეობს, ის წარმოადგენს ტრადიციების და თანამედროვეობის მიქსს. წინასწარ მოემზადეთ ალჰამბრაში მავრიტანული ხელოვნების , ლამაზი ორნამენტული არქიტექტურის და შუასაუკუნოვანი ბაღების სანახავად. თუ კულტურული ღირსშესანიშნაობები და არქიტექტურა მოგწონთ აუცილებლად ეწვიათ Generalife, Albaycin  და Sacromonte-ს.

ბარსელონა

ბარსელონა იდეალური ქალაქია მათთვის, ვისაც ხელოვნება, სამზარეულო, შოპინგი და გართობა სურს. კატალონიის დედაქალაქს თავისი მდიდრული კულტურით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ნამდვილად შეუძლია ეს ყველაფერი  შემოგთავაზოთ.

აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობების სიაშია La Sagrada Familia Cathedral (კათედრალი), the Barrio Gotico (გოთური კვარტალი), პიკასოს მუზეუმი და ბევრი სხვა.

თუ წვეულებების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ Sala Razzmatazz-s, Pacha Barcelona  ან la Terrrazza-ს ეწვიეთ.

მალიორკა

მალიორკა ესპანეთის და ბალეარის კუნძულთა ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძული და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. არ აქვს მნიშვნელობა ოჯახთან ერთად გსურთ დასვენება, თუ მეგობრებთან ერთად, ორივე შემთხვევაში ნახავთ თქვენთვის საინტერესო აქტივობებს. მათ შორის წყალქვეშა სპორტს, ლაშქრობას და სხვა.  განსაკუთრებით ლამაზია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი, განუმეორებელი სერა-დე-ტრამუნტანას მთის პეიზაჟი.

ესპანეთის მიმართულებით ტურების ყველაზე დიდი არჩევანია აქ: ესპანეთი

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

 


მსგავსი
18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ...