26 August 2019
  • 2825 ნახვა

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა. მისი ნებისმიერი ქალაქის ყოველ კუთხეში უდიდესი ისტორიის მატარებელ შენობა-ნაგებობასა და ღირშესანიშნაობას იპოვით.

იტალია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაა სამხრეთ ევროპაში, გრძელი სანაპირო ზოლით, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის კულტურასა და სამზარეულოზე.

ქვეყნის დედაქალაქია რომი, რომელშიც არის პატარა სახელმწიფო ვატიკანი, ქალაქი ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი მუზეუმებითა  და უძველესი შენობა-ნაგებობებით.

რომი - უზარმაზარი ინტერნაციონალური ქალაქი, რომლის ისტორია თითქმის სამი ათასი წლისაა. მისმა არქიტექტურამ და ხელოვნების ნიმუშებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიო კულტურაზე.

ვენეცია - ქალაქი მდებარეობს 100-ზე მეტ პატარა კუნძულზე, ადრიატიკის ზღვის ლაგუნაში. აქ საერთოდ არ არის გზები, მოძრაობა ხდება მხოლოდ არხების გასწვრივ. ქალაქის ყველაზე "ცოცხალი" ნაწილია არის Grand Canal. მის გასწვრივ უამრავი  გოთური და რენესანსის სტილის სასახლეა განლაგებული. წმინდა მარკის მოედანი  ქალაქის მთავარი მოედანია. აქვეა წმინდა მარკის ტაძარი, რომელიც მორთულია ბიზანტიური სტილის მოზაიკებით და გადაჰყურებს ქალაქის ლამაზი  სახლების წითელ სახურავებს.

ფლორენცია - ტოსკანის, იტალიის რეგიონის დედაქალაქი, განთქმულია რენესანსის ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებით. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა დუომოს ტაძარია. ტაძრის გუმბათი  ბრუნელესკის მიერ არის დაპროექტებული,  სამრეკლო კი ჯოტოს მიერ. აკადემიის გალერეის ექსპონატებს შორის იმყოფება განთქმული "დავითის" ქანდაკება და მრავალი ისტორიული განძი.

მილანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც მდებარეობს ლომბარდიაში. მილანი ყველასათვის ცნობილია, როგორც დიზაინისა და მოდის მსოფლიო დედაქალაქი. განთქმულია თავისი მდიდრული რესტორნებითა და ბუტიკებით. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობები დუომოს ტაძარი და სანტა მარია დელე გრაციეს ტაძარი. ამ უკანასკნლეში შეგიძლიათ ნახოთ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრი "ბოლო ვახშამი".

 

 


მსგავსი
17 September 2019

როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპის ქვეყნებში

ყველამ ვიცით, თუ როგორ ვხდებით ან უნდა შევხდეთ ახალ წელს საქართველოში, მაგრამ ხშირად გვაინტერესებს  უფრო მეტი ინფორმაცია ს...

29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...