60
ატენის ხეობა - ზამთრის სასწაული
21 დეკემბერი 2017
ეს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა ს.ო "აისმა" დაგეგმა. აისი მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ კომენტარებში არსებულ ბმულზე. მე კი, ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ აისი არის ორგანიზაცია, რომლის მსგავსიც ძალიან ბევრი სჭირდება საქართველოს. მთა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლების წინ სწორედ აისში ვისწავლე " სიარული" ცხოვრებაში მეორედ, ამჯერად მთაში.... სწორედ აისის, და იქ არსებული გარემოსა თუ ხალხის დამსახურებაა, რომ დღეს ასეთ იღბლიან ადამიანად ვთვლი თავს.
მოკლედ თემას დიდად არ გავცდები და ისევ აისის დახმარებით ჩემს ამ გასვლაზე ვეცდები მოგიყვეთ და ამ გზით გიბიძგოთ: გაიცნოთ ატენის ხეობა, თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ მას...
ატენის ხეობაში მთა გვირგვინა (როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) , ჩემი აზრით, ყველაზე მშვენიერი მთაა. 2230 მეტრის სიმაღლის. წვერზე კლოდოვანი გადმოსახედით. გასვლა ატენის ხეობის ერთ-ერთი ბოლო სოფლიდან, ლევიტანადან დავიწყეთ. მოსახლეობა ლევიტანაში დიდი არაა, უმეტეს
...