53
დაშბაშის კანიონი. წალკა
21 მარტი 2019
ზაფხული მოდის და სანამ ზაფხულთან ერთად ჩვენი სანატრელი შვებულების დღე დადგება, გვიწევს დავძებნოთ ისეთი ადგილები, სადაც მხოლოდ შაბათ-კვირის, ან უარეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი, რომელიმე დღის გატარებას შევძლებთ. განტვირთვას და დასვენებას.
ალბათ, ბევრი მსგავსი ადგილი არსებობს მაგრამ ჩემი ფავორიტი " წაპიკნიკებისთვის", როცა არ მინდა ბევრი ვიარო და მხოლოდ მეგობრებთან ერთად კარგი პიკნიკი, ბანაობა და მხიარულება მსურს , წალკის მახლობლად დაშბაშის კანიონია.
დაშბაშის კანიონი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და მას შემდეგ ყოველ წელს და ხანაც წელიწადში რამდენჯერმე ვსტუმრობ.
წალკის შესასვლელთანვე, ხიდს გადახვალ თუ არა არის გადასახვევი სოფელ დაშბაშისკენ, გზად უმშვენეირესი ხელოვნური ნაძვნარი გვხვდება, რომლის პირას გავლა თავს ფილმში გაგრძნობინებს ადამიანს.
სწორედ ეს მიმაჩნია ყველაზე კარგ ადგილად "წაპიკნიკებისთვის" როდესაც ფრიზბის თამაშიც და ჩრდილში მოსვენებაც ერთდროულად შეგიძლია...
...