52
შეიგრძენი აზია თავისი ჯადოსნური სანაპიროებით
12 თებერვალი 2019
წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო სანაპიროს აზიაში
ბალი, ინდონეზია
ბალის მიმზიდველს ხდის მისი ტროპიკული ბუნება, თეთრი ქვიშიანი სანაპიროები, მსოფლიოში აღიარებული დაივინგის წერტილები, საფეხმავლო ბილიკები,კულტურული და არქიტექტურული ძელები, ჯუნგლებში განლაგებული მდიდრული და რომანტიკული კურორტები. ბალი იდეალური ადგილია მათთვის ვისაც აზიური კულტურის სრულად შეგრძნობა სურს.
ენგაპალი, მაინმარი
მაინმარი იგივე ბურმა, ყველაზე მეტად მისი მთიანი პეიზაჟის, მოოქროვილი ტაძრის გუმბათებით და საჰაერო ბურთებითაა ცნობილი. თუმცა აქვეა წარმოდგენილი უმშვენიერესი სანაპიროები. ენგაპალის სანაპირო მათგან საუკეთესოა, კრისტალურად სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და პალმებით გამოირჩევა.
კოჰ-სამეტის კუნძული, ტაილანდი
კოჰ-სამეტის კუნძულზე ყველაზე დაბალია ნალექების რაოდენობა, რაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მზიან ამინდს განაპირობებს. ქვიშიანი სანაპირო ზოლი, კრისტალურად სუფთა ყურეები და ლამაზი ბუნება მას განუმეორებელ ადგილად აქცევს, განსაკუთრებით წყლის სპორტის და გართბის მოყვარულთ
...