02 December 2015
  • 724 ნახვა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა ცათამბჯენმა ჩამოართვას. ახალ ცათამბჯენს სამეფო კოშკი (Kingdom Tower) ერქმევა და მის მშენობლაზე 2.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. სამეფო კოშკის სიმაღლე თითქმის 1 კილომეტრამდე იქნება ( 3280 ფუტი ანუ 999.744 მეტრი), მაშინ, როცა ბურჯ ხალიფას სიმაღლე 827.8 მეტრია (2716 ფუტი). kingdom tower 3 kingdom tower 2 ცათამბჯენს Jeddah Economic Company ააშენებს. გაერთიანებული საემიროების მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო კოშკი Jeddah-ს ქალაქის შემადგენელი ნაწილი იქნება და მისი მშენებლობისთვის უკვე გადაირიცხა 1.2 მილიარდი დოლარი. შენობის დიზაინი ჩიკაგოელ ადრიან სმითისა და გორდონ გილის არქიტექტურულ კომპანიას ეკუთვნის. დასრულებული ცათამბჯენი სულ 200 სართულიანი იქნება. პროექტისთვის სულ 1200 ჰექტარი ტერიტორიაა გამოყოფილი წითელი ზღვის სანაპიროზე. ცათამბჯენში განთავსდება ყველაზე მაღალი დაკვირვების წერტილი, ოთხსეზონიანი სასტუმრო, მასიური სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 2018 წელს გაიხსნება. kingdom tower 1471123231920298644
მსგავსი
01 August 2017

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ...

14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგა...

28 October 2015

Marina Bay Sands – ლაქშერი სასტუმრო

სინგაპურში გასაოცარი სასტუმრო  მარინა ბეი სენდს (Marina Bay Sands)  მდებარეობს. ის წარმოდგენილია სამ კოშკად. სასტუმრო არის 55 სართ...

16 October 2015

მაჰაბოდჰი – ბუდას გაბრწყინების ადგილი

ინდოეთის მდიდარი კულტურა, განსხვავებული წეს–ჩვეულებები და ცხოვრების სტილი მუდამ იზიდავს ტურისტებს.  მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის...

22 October 2015

ტიანმენის შუშის გზა

ტიანმენის  მთა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ  ჩინეთის ეროვნულ პარკში. მთაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  სპეციალური  სავალი  მანქა...