03 January 2016
  • 1284 ნახვა

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ქალს შეუძლია და იქნებ ამიტომაც არ უშვებენ მათ ლოდთან  ახლოს.  "ოქროს ლოდი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუდისტური ღირსშესანიშნაობაა. მთა Kyaiktiyo-ს თავზე მდებარე გრანიტის ლოდზე პატარა ტაძარია აღმართული, რომლის სიმაღლეც 7.3 მეტრია. ლოდი ფურცლოვანი ოქროთია დაფარული, რომელიც მომლოცველების შესაწირს წარმოადგენს. ლოდის შეფერილობა კი  დილიდან საღამომდე მუდმივად იცვლება, იმის მიხედვით, როგორი განათებაა.   kyaiktiyo-pagoda-018 kyaiktiyo-pagoda-019 kyaiktiyo-pagoda-016 ოქროს ლოდი ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და იანგონიდან 210 კილომეტრითაა დაშორებული. მთაზე საფეხმავლო ბილიკი ადის, ხოლო პაგოდას შესასვლელს ორი ქვის ლომი იცავს.  ბილიკის დასაწყისში ვიზიტორები ფეხზე იხდიან და ასე გადიან 1999 წელს რესტავრირებულ ბილიკს. ბილიკი 1.2 კმ სიგრძისაა და გასავლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო.  ბილიკამდე მოსახვედრად კი 16 კილომეტრი უნდა გაიარო ფეხით უახლოესი ქალაქიდან - კინპუნიდან. ტურისტებისთვის შეღავათი კეთდება და შეგიძლიათ სატვირთო მანქანით ისარგებლოთ, ოღონდ ბოლო სამი კილომეტრის გავლა მაინც ფეხით მოგიწევთ, რადგან გზა მთავრდება და მანქანა უბრალოდ, ვერ გაივლის.   kyaiktiyo-pagoda-013 კითხვაზე, თუ როგორ ჩერდება ლოდი ასეთ მდგომარეობაში, მორწმუნე ბუდისტები პასუხობენ, რომ მას თვით ბუდას თმები  აწონასწორებს, რომლებიც პაგოდაშია ჩამარხული. თმა თავად ბუდას ერთ-ერთმა რეინკარნაციამ მიცა განდეგილ ტაიკუ ტას,  რომელიც თმას მთელი ცხოვრება უფრთხილდებოდა და მხოლოდ სიკვდილის წინ მიცა მეფე ტისუს და სთხოვა, რომ ისეთ ქვაზე დაემაგრებინა თმა, რომელიც ფორმით ადამიანის თავს წააგავდა. რაც შეეხება თვითონ ლოდს, ის ზღვის ფსკერიდან მთაზე 2500 წლის წინ ამოიტანა ორმა ბირმულმა სულმა (ღმერთმა).   kyaiktiyo-pagoda-012 kyaiktiyo-pagoda-007 ლოდზე აღმართულ პაგოდას ყოველ წელს უამრავი პილიგრიმი სტუმრობს. განსაკუთრებით იზრდება მომლოცველთა რიცხვი მარტში, რომელიც ბირმული წლის ბოლო თვეს წარმოადგენს. პაგოდამდე მიმავალი ბილიკის დასაწყისში ფურცლოვანი ოქრო იყიდება, რომელსაც მომლოცველები ყიდულობენ და შემდეგ ქვაზე აკრავენ. სწორედ ამიტომაა ლოდი ოქროთი დაფარული. მომლოცველების დიდი ნაწილი მთელი ღამე მედიტირებს წმინდა ადგილას.   kyaiktiyo-pagoda-005 kyaiktiyo-pagoda-003 ერთი შეხედვით, მთაზე დამაგრებული ლოდი კლდის განუყოფელ ნაწილს გავს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი ბერები ნებას იძლევიან, ლოდი შეარხიო. ერთი ადამიანის ძალა საკმარისი არაა, მაგრამ რამოდენიმე ადამიანი უპრობლემოდ ახერხებს ქვის შერხევას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რა სიძლიერითაც არ უნდა შეარხიო, ადგილიდან არ იძვრის.   ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ქალს შეუძლია და იქნებ ამიტომაც არ უშვებენ მათ ლოდთან 10 მეტრზე ახლოს.   kyaiktiyo-pagoda-001 article2151 ლოდის გარშემო რელიგიური შენობა-ნაგებობებია, სადაც მომლოცველებს შეუძლიათ ღამე გაათიონ. თუმცა ეს მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეხება და უცხოელებისთვის ქვის ლოდთან ღამის გათევა დაუშვებელია.        
მსგავსი
01 August 2017

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ...

14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგა...

28 October 2015

Marina Bay Sands – ლაქშერი სასტუმრო

სინგაპურში გასაოცარი სასტუმრო  მარინა ბეი სენდს (Marina Bay Sands)  მდებარეობს. ის წარმოდგენილია სამ კოშკად. სასტუმრო არის 55 სართ...

16 October 2015

მაჰაბოდჰი – ბუდას გაბრწყინების ადგილი

ინდოეთის მდიდარი კულტურა, განსხვავებული წეს–ჩვეულებები და ცხოვრების სტილი მუდამ იზიდავს ტურისტებს.  მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის...

22 October 2015

ტიანმენის შუშის გზა

ტიანმენის  მთა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ  ჩინეთის ეროვნულ პარკში. მთაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  სპეციალური  სავალი  მანქა...