22 March 2016
  • 1030 ნახვა

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8099 ქანდაკებას ითვლის. შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს არმია იმპერატორ ცინ ში ხუანდის ეკუთვნოდა, რომელიც ამ არმიასთან ერთად დაკრძალეს. ერთ-ერთი მონაცემის თანახმად, იმპერატორს ცოცხალი მეომრების დამარხვა სურდა, მაგრამ სავარაუდო აჯანყების შიშით გადააფიქრებინეს მრჩეველებმა.   5cf9eaa0977eb59f764089e5fd1459848fa6964f ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და  იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით აშენდა. 0643F4AB0000044D-3070079-image-a-1_1430908516975 არმია რამოდენიმე იარუსადაა გამლაგებული. 1974 წელს მხოლოდ არმიის ავანგარდი აღმოაჩინეს, რომელიც 6 ათასი ფიგურისგან შედგებოდა. მეორე იარუსი, სადაც ორი ათასი მეომარი იყო დაფლული, მხოლოდ 10 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. 1994 წელს უკევ ოფიცრების და გენერალების სამარხი იპოვეს, შემდეგ კი მუსიკოსების, აკრობატების და ა.შ. ფიგურები. გათხრების შემდგომი ეტაპი კი 2009 წელს დაიწყო და უკვე 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ფიგურაა აღმოჩენილი. მიწის ქვეშ მთელი სამყაროა დამარხული, რომელიც იმპერატორს, რწმენის თანახმად, საიქიოში უნდა გაყოლოდა თან.     28775b9111c234a2090e955efae1a1c5-army-of-terracotta-warriors არმიის დამარხვის სავარაუდო წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 210-209 წწ-ა. ტერაკოტის მებრძოლებთან ერთად იმპერატორის სამარხში 70 ათასი მუშა დაიმარხა ოჯახებთან ერთად და დაახლოებით სამი ათასი ტყვე ქალი.   Longbow archers stand in front rows of China's great terracotta army. არმიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მეომრის სახე განსხვავებულია და ითვლება, რომ კონკრეტული ადამიანების მიხედვითაა ეს ფიგურები შექმნილი. ფიგურების ერთადერთი რეალობისგან შორს მდგომი თვისება მათი სიმაღლეა -ისინი 178-201 სმ-ს შორის მერყეობენ, თანაც მაღალი სამხედრო ჩინის მქონე ფიგურები უფრო მაღლები არიან, ვიდრე რიგითი მეომრები. ფიგურები საბრძოლო მდგომარეობაში არიან გაშეშებულები. განსხვავებულია ფიგურების ნაციონალობაც - ჩინელების გარდა აქ ვხვდებით ტიბეტელებს, მონღოლებს და ა.შ. ადამიანთა ფიგურები მთლიანად არ არის გამოძერწილი, ისინი შედგენილია - თავები  ცალკე მზადდებოდა, რაც ამ გრანდიოზული ამოცანის განხორციელებას აადვილებდა. მეომართა სახეები და მთლიანად თავები განსაკუთრებული სინატიფითა და ოსტატობითაა შესრულებული. თუ მათ არაფერი არ ახურავთ, მაშინ უმცირესი დეტალების გათვალისწინებითაა შესრულებული თმის ვარცხნილობაც კი. მეომართა სახეები, როგორც ჩანს, მთლიანად შეღებილი იყო (საღებავის ნარჩენები შემონახულია ზოგიერთ მათგანზე). გადმოცემულია ფიგურათა არამარტო გარეგნული თვისებები, არამედ, ნაწილობრივ, სულიერი მდგომარეობაც.   20140407_141428 78086817-pic4_zoom-1000x1000-22145 არმია მართკუთხედის ფორმით არის განლაგებული და ყველა მეომარი აღმოსავლეთისაკენ იმზირება. წინა სამ რიგში განლაგებულია 210 მეომარი, რომლებიც წინა ხაზს ქმნიან. მათ მოსდევენ მარშით მომავალი ჯარისკაცები და საბრძოლო ეტლში შებმული ცხენები. არმიის გვერდებსა და უკანა მხარეს განლაგებულია მეომართა რიგები, რომლებიც, შესაბამისად, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით არიან მიმართულნი ჯარის გვერდებიდან და უკნიდან დასაცავად. სამარხში აღმოჩენილ თითოეულ მეომარს ბრინჯაოს ნამდვილი იარაღი ეჭირა ხელში. ისინი ძირითადად სამი ტიპის იყო: მშვილდ-ისრები, გრძელი და მოკლე შუბები. რაც ყველაზე საოცარია, იარაღი ჯერ კიდევ ბასრი და მბზინვარე იყო. ისინი 2 000 წლის განმავლობაში მიწაში ყოფნის შემდეგაც კი არ დაჟანგულა (იმათ გარდა, რომლებიც დაჭეჭყილი და დაზიანებული იყო). მიწისგან გაწმენდის შემდეგ იარაღები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს, ეს-ესაა სახელოსნოდან მოიტანესო.   1127117541_WSCjY-M არმია გრანდიოზული სამარხის მხოლოდ ნაწილია - მიწის ქვეშ თავის დროზე მინი-ჩინეთი იყო შექმნილი, მდინარეებით, მთებით, ციხეებით, ნაგებობებით და ა.შ., რომლის შექმნაზეც 37 წლის განმავლობაში 700 ათასი ადამიანი მუშაობდა. იმპერატორის ცხოვრება მიწის ქვეშაც უნდა გაგრძელებულიყო.   ისტორიკოსი სიმა ციანი, რომელიც  ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი იყო და  ძვ.წ. 145-90 წწ. მოღვაწეობდა თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და  ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარის იმიტაცია გააკეთეს და  მათ თავზე ჭერი შვარსკვლავებით შეამკეს. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რაც  სიმა ციანის ცნობათა სისწორეს ადასტურებს.   maxresdefault დღეს ამ ადგილას მუზეუმია, სადაც პარალელურ რეჟიმში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად  1979 წელს გაიხსნა. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1 000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები სათითაოდ გაწმენდის პროცესშია. სამარხს ბოლომდე არ ხსნიან, რათა ფიგურები საიმედოდ იყვნენ დაცულნი მანამდე, სანამ მათი გაწმენდის დრო არ მოვა, რადგანაც მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწიდან ამოღების შემდეგ ზოგიერთი ფიგურის შეღებილი ზედაპირი ნელ-ნელა გახუნდა და გაფუჭდა.     parts-pic4-452x302-6815 Qin-Terracotta-Army-4 მნახველთათვის გახსნილია მთელი სივრცის მხოლოდ ერთი ნაწილი, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაც კი აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს (მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ს) მისცეს ნება გაევლო თავად ქანდაკებებს შორის და ახლოდან დაეთვალიერებინა ისინი. დააკვირდით სახეებს - მათი გამომეტყველება სრულიად უნიკალური და განსხვავებულია. მუზეუმში არის პანორამული კინოთეატრიც, სადაც მსურველებს 20-წუთიანი ფილმის ნახვა შეუძლიათ იმაზე, როგორ მზადდებოდნენ მეომრები.   terracota-net აქედან უამრავი სუვენირის წამოღება შეიძლება სამახსოვროდ, მაგრამ თუ 2500$-ს გადაიხდით, სრულმასშტაბიან ფიგურას დაგიმზადებენ. ტერაკოტის არმია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს მოხვდა. terracotta_warriors Terracotta_Warriors2   xian_terracotta_army_hangar2
მსგავსი
14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8099 ქანდაკებას ითვლი...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექტურაში შედის. კუნძულ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ქალს შეუძლია...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა ცათამბჯენმა ჩამოართ...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგანეში.  ძველად, მასთა...

28 October 2015

Marina Bay Sands – ლაქშერი სასტუმრო

სინგაპურში გასაოცარი სასტუმრო  მარინა ბეი სენდს (Marina Bay Sands)  მდებარეობს. ის წარმოდგენილია სამ კოშკად. სასტუმრო არის 55 სართულიანი, 200 მეტრი სი...

16 October 2015

მაჰაბოდჰი – ბუდას გაბრწყინების ადგილი

ინდოეთის მდიდარი კულტურა, განსხვავებული წეს–ჩვეულებები და ცხოვრების სტილი მუდამ იზიდავს ტურისტებს.  მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ზოგი ქალაქის მონახუ...

22 October 2015

ტიანმენის შუშის გზა

ტიანმენის  მთა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ  ჩინეთის ეროვნულ პარკში. მთაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  სპეციალური  სავალი  მანქანით. გიდები ხშირად  ...

15 October 2015

მავრიკიის ფირუზისფერი სანაპიროები

მავრიკიის კუნძულ...