01 August 2017
  • 742 ნახვა

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ ირანი ნახოს, მაგრამ  ნახვად არ ჩავუთვლი ამ სოფლის უნახავად თუ დამიბრუნდება. ეს არის ირანის გაუდაბნოებულ მთებში ჩამალული პატარა სოფელი, რომელიც უამრავი თვისებით გამოირჩევა.
ვაღიარებ, მე არ ვარ ობიექტური მის მიმართ და ჩემი მიზეზები მაქვს, მაგრამ ობიექტურად ჩამოგითვლით იმ სიკეთეებს რასაც იქ ნახავთ.
ხალხი:
კონკრეტულ პირებს არ დაგიკონკრეტებთ, ვინაიდან ეს არაა საინტერესო, თუ ჩემნაირი მოგზაური ხართ მათ ისედაც გაიცნობთ და თუ არა, მაშინ არც გედარდებათ. მაგრამ, ზოგადად, ამ სოფელში საოცრად საინტერესო და კეთილი ხალხი ცხოვრობს, რომლებზე დაკვირვებაც და რომლებთან ურთიერთობაც ერთი-ათად გაგაბედნიერებთ... 
არქიტექტურა.

ღალათი
ღალათი ძველი ირანული სოფელია და გამოირჩევა ძველი ირანული არქიტექტურით. როგორც ადგილობრივმა მომიყვა, ამ სოფელში რევოლუციამდე მდიდარ ებრაელებს ჰქონდათ სახლები და ძლიერი სიცხეების დროს დასასვენებლად ამოდიოდნენო. ასევე ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, რაზეც სოფელში მდგარი საკმაოდ დიდი ეკლესიაც მიუთითებს, რომლისგანაც სამწუხაროდ ახლა მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი... (რევოლუციის შემდეგ ებრაელებიც და ქრისტიანებიც სოფლიდანაც და ქვეყნიდანაც გაიქცნენ, მიტოვებული ეკლესია კი დროთა განმავლობაში მიუხედაობით დანგრეულა.)  ისევე როგორც ბევრი სხვა ნაგებობა, თუმცა მათში ჯერ კიდევ შეგვიძლია "ირანის სულის" ამოცნობა... 

ღალათი, ირანი

ლაშქრობა:
თუ "ქალაქის ტურებით" დაიღლებით და მოისურვებთ სადმე მთაში ფეხით პატარა ლაშქრობა მოაწყოთ მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. ამ მთებში გექნებათ განცდა თითქოს "უდაბნოს კანიონებში" მოგზაურობთ.
ჩანჩქერი:
დაახლოებით 20 მეტრის, ქვიშისფერ კლდეში გადმოხეთქილ ჩანჩქერს სოფლის თავზე, სოფლიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე შეხვდებით. მასში გაგრილებაც შეგიძლიათ და წაპიკნიკებაც...
ბაღები:
ეს პატარა სოფელი ირანის სამხრეთში გამოირჩევა თავისი სიმწვანითა და "გრილი საღამოებით", რაც ირანის სიცხეებით დაღლილს ნამდვილად მოგენატრებათ. საოცარი ბაღები და სიმწვანეში გამოტანილი კაფეები საოცრად სასიამოვნოდ დაგასვენებთ.

ღალათი, ირანი,შირაზი
საღამოები:
მართალია ღალათი სოფელია და არა შირაზივით დიდი ქალაქი, მაგრამ საღამოობით აქ გაცილებით უკეთ გაერთობით, უამრავი კაფეა, კარგი მუსიკით და როგორც ტრადიციული, ასევე სხვა ქვეყნის სამზარეულოთი. გარეთ ღია ცის ქვეშ გამოტანილი მაგიდები, სიმშვიდეში საოცარ ატმოსფეროს ქმნის. თუ ირანის დიდი ქალაქები და ბევრი ხალხი თქვენთვის არაა, ან თუნდაც სულაც დაიღლებით ამით, ღალათი ნამდვილად ის ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმროთ და სიმშვიდეში განიტვირთოთ. რაც შეეხება ფასებს აქ არჩევანი ამ მხრივ საკმაოდ დიდია. გარკვეულწილად ღალათი ოდნავ ძვირია, ვიდრე შირაზი, თუმცა არც იმდენად, რომ თქვენი ჯიბე დიდად დააზარალოს, მით უფრო თუ დაიცავთ წესს: "ჯერ გაიგოთ ფასი და შემდეგ შეუკვეთოთ". თუმცა ეს მხოლოდ რჩევის თვალსაზრისით. ამასთან, ღალათი შედარებით მოფარებულია "მაკონტროლებელ" თვალს, შესაბამისად "დაფარული" ირანის ბევრი საიდუმლო შეგიძლიათ აქ შეამჩნიოთ. 
მოდით ალკოჰოლზე არაფერს ვიტყვი...
ასევე სწორედ ღალათში შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული ყავის სახლები და დააგემოვნოთ კიდეც. დარწმუნებული ვარ ამ ყავის გემოს, რომელიც თქვენს გონებას დაიპყრობს, ვეღარასდროს დაივიწყებთ.

ღალათი
ახლა კი მთავარი: როგორ მივიდეთ?!
შირაზიდან ტაქსით ნახევარ საათში იქნებით, თუმცა ეს 10 ევრო დაგიჯდებათ, თუ რამდენიმე ხართ არაფერია, მაგრამ "მარტოხელა კაცის" ჯიბისთვის დამეთანხმებით საკმაო თანხაა... ამიტომ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქალაქის ცენტრიდან მიდის ღალათში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასად შეგიძლიათ ამ მშვენიერ ადგილს ესტუმროთ. 
ავტობუსის ნომრის შესახებ უმჯობესია ადგილობრივებს კითხოთ, იმის მიხედვით თუ სად იმყოფებით. ამასთან აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ირანში საღამოს 8 საათის შემდგომ "ავტობუსები" აღარ მოძრაობენ" ... 

სასტუმრო:

რაც შეეხება სასტუმროებს აქ ხუთვარსვლავიანს ვერ შეხვდებით " Home stay" ტიპის დასარჩენი შეგვიძლია მოვძებნოთ, თუმცა ნამდვილად კარგი პირობებით, ნამდვილ ირანულ ტრადიციულ შენობებში, ქვიშისფერი კედლებით. ღამის გათენება დაახლოებით 20-50 $ დაგიჯდებთ, გააჩნია, რა მოთხოვნები გაქვთ.
ბედნიერ დასვენებასა და ამ საოცარი ადგილის აღმოჩენას გისურვებთ მეგობრებო ^_^ ....

მსგავსი
01 August 2017

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ...

14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგა...

28 October 2015

Marina Bay Sands – ლაქშერი სასტუმრო

სინგაპურში გასაოცარი სასტუმრო  მარინა ბეი სენდს (Marina Bay Sands)  მდებარეობს. ის წარმოდგენილია სამ კოშკად. სასტუმრო არის 55 სართ...

16 October 2015

მაჰაბოდჰი – ბუდას გაბრწყინების ადგილი

ინდოეთის მდიდარი კულტურა, განსხვავებული წეს–ჩვეულებები და ცხოვრების სტილი მუდამ იზიდავს ტურისტებს.  მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის...

22 October 2015

ტიანმენის შუშის გზა

ტიანმენის  მთა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ  ჩინეთის ეროვნულ პარკში. მთაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  სპეციალური  სავალი  მანქა...