54
Zahhak Castle - ირანი
27 აპრილი 2018
ის თუ როგორ აღმოვჩნდი ამ ადგილას სრულიად სხვა ისტორიაა...
მაგრამ მადლობელი ვარ ცხოვრების დაუგეგმავი ამბების, რომ სამყაროს ეს ერთი პატარა წერტილი აღმომაჩენინა.
მოკლედ, მაისის ირანულად მწველი დღე იდგა. ჩვენს მეგობრებს შევხვდით და მოულოდნელად ერთ-ერთმა დააფერთხა: " წამოდით ციხეზე წავიპიკნიკოთო". ჯგუფის ნაწილს ქალაქიდან გასვლა არ სურდა და დარჩა, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გეზი ახალი სანახაობებისკენ ავიღეთ.
მერე იყო დაახლოებით ნახევარ საათიანი გზა, რამდენიმე " კონტროლის" გავლა გზაზე, ჩემს ფლეილისტში მეგობრების გაუთავებელი ქექვა და ადგილზეც მივედით.
აქ სუფთად ირანული ამბავი შეგვემთხვა. აი ისეთი, ირანში რომ ყველა ნაბიჯზე გადააწყდებით... მანქანა ისე ვერ დავაყენეთ, სხვისთვის რომ არ დაგვერტყა... და რა ვქენით? ჩვენ დავიძაბეთ... წარმოვიდგინეთ სადაზღვეოები, პოლიცია, ჩხუბი, რომ არ უნდა გექნა და ქენი, ჩემი ბრალი იყო არა შენი ... და მოკლედ როგორც ხდება ... მაგრამ ჩვენმა ირანელმა მეგობარმა გვითხრა წადით დაგეწევითო. გვეგონა ეს უსიამო
...