04 February 2019
  • 5233 ნახვა

4 ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ აზიაში მოგზაურობისას

წარმოგიდგენთ ქალაქებს აზიაში, რომლებიც თანამედროვეობის, ისტორიის და ტექნოლოგიური მიღწევების მიქსს წარმოადგენენ. ეს ქალაქები აუცილებლად უნდა მოინახულოთ აზიაში მოგზაურობისას.

სეული

თუ ისეთ ქალაქს ეძებთ, რომელიც საკუთარ თავში იდეალურად აერთიანებს ძველ და ახალ კულტურას, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ სამხრეთ კორეის დედაქალაქს, სეულს.

სეულს კონტრასტების ქალაქსაც უწოდებენ. თანამედროვე არქიტექტურიდან აუცილებლად უნდა მოინახულოთ The Leeum Samsung Museum of Art, სამსუნგის მიერ დაფუძნებული ხელოვნების მუზეუმი, Lotte World Tower-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რიგით მე-5 ყველაზე მაღალი შენობაა. ქალაქებში დღის და ღამის შოპინგის უბნები და ღამის კლუბები კილომეტრებზე იწელება.

თუ ქვეყნის ისტორიის და კულტურის გაცნობა გსურთ, მაშინ ქალაქის ძველ უბანს, ძველ სეულს უნდა ეწვიოთ. აქ ჩოსონის დინასტიის 5 ისტორიული სასახლის და ბუკჩონის ხის სოფლის მონახულებას შეძლებთ.

სეულში მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი მარტის და მაისის შუალედია.

ჰონგ კონგი

199 წლამდე ჰონგ კონგი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. დღეს ის ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ეს ქალაქი აქტიური მეტროპოლის, ქვიშიანი სანაპიროს და სუფთა ჰაერის კომბინაციაა. ჰონგ კონგში იხილავთ ბრიტანული, ჩინური და ავთენტური კულტურის ნაკვალევს. აქვეა  სამეცნიერი ექსპონანტები და ადგილობრივი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მუზეუმები. ჰონგ კონგი ცნობილია ღია ცის ქვეშ არსებული „ბაზრებით“.

მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის და დეკემბრის შუალედია.

სინგაპური

სინგაპური მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოა და ასევე  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთადერთი სუვერენული სახელმწიფოა . ის თავისი სისუფთავითაა სახელგანთქმული.

სინგაპური თანამედროვე ტენდენციების, ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი კულტურის, სახელგანთქმული არქიტექტურის, ბოტანიკური ბაღების, მდიდრული სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ერთიანობაა. აუცილებლად სანახავი ადგილებია Marina Bay-ს კომპლექსი, (საკუთარ თავში აერთიანებს როგორც სასტუმროს უნიკალური ბასეინით და ხედით, ასევე სავაჭრო ცენტრს, გასართობ ცენტრს, რესტორანს, კაზინოს, მეცნიერების მუზეუმს და ღამის კლუბებს), Gardens By the Bay (ფერადი პარკი, უნიკალური მცენარეებით, ხელოვნური ხეებით), Sensota (სპეციალურად დასვენებისათვის შექმნილი კუნძული, ლამაზი სანაპიროთი და თეთრი ქვიშით). 

ამ მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: სინგაპური

ბანკოკი

ბანკოკი ტაილანდის დედაქალაქია. ის ცნობილია ბუდისტური ტაძრები თWat Arun და Wat Pho. აქ ღამის ცხოვრება ძალიან აქტიურია. შეგიძიათ ნახოთ მდიდრულ სასტუმროები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით წამყვან პოზიციებს იკავებენ თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით (აუზები, ოთახის დიზაინი, ბარები და უნიკაური ხედებით).

მოგზაურობის საუკეთესო დროა ნოემბრის და მარტის შუალედი.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!


მსგავსი
12 February 2019

შეიგრძენი აზია თავისი ჯადოსნური სანაპიროებით

წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო სანაპიროს აზიაში ბალი, ინდონეზია ...

27 April 2018

Zahhak Castle - ირანი

ის თუ როგორ აღმოვჩნდი ამ ადგილას სრულიად სხვა ისტორიაა...  მაგრამ მადლობელი ვარ ცხოვრების დაუგეგმავი ამბების, რომ ს...

22 January 2018

რა უნდა იცოდეთ, სანამ გოაზე წახვალთ: ფასები, ღამის ცხოვრება, დაავადებები, კრიმინალური მდგომარეობა და ნარკოპოლიტიკა

ბოლო დროს ქართველ ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია ტროპიკულ კურორტებზე დასვენება. ინტერესი ასეთი მიმართულებების მიმართ მეტწილ...

01 August 2017

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ...

14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგა...