შეიგრძენი აზია თავისი ჯადოსნური სანაპიროებით

წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო სანაპიროს აზიაში

ბალი, ინდონეზია

ბალის მიმზიდველს ხდის მისი ტროპიკული ბუნება, თეთრი ქვიშიანი სანაპიროები, მსოფლიოში აღიარებული დაივინგის წერტილები, საფეხმავლო ბილიკები,კულტურული და არქიტექტურული ძელები,  ჯუნგლებში განლაგებული მდიდრული და რომანტიკული კურორტები. ბალი იდეალური ადგილია მათთვის ვისაც აზიური კულტურის სრულად შეგრძნობა სურს.

ენგაპალი,  მაინმარი

მაინმარი იგივე ბურმა, ყველაზე მეტად მისი მთიანი პეიზაჟის, მოოქროვილი ტაძრის გუმბათებით და საჰაერო ბურთებითაა ცნობილი. თუმცა აქვეა წარმოდგენილი უმშვენიერესი სანაპიროები. ენგაპალის სანაპირო მათგან საუკეთესოა, კრისტალურად სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და პალმებით გამოირჩევა.

კოჰ-სამეტის კუნძული, ტაილანდი

კოჰ-სამეტის კუნძულზე ყველაზე დაბალია ნალექების რაოდენობა, რაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მზიან ამინდს განაპირობებს. ქვიშიანი სანაპირო ზოლი, კრისტალურად სუფთა ყურეები და ლამაზი ბუნება მას განუმეორებელ ადგილად აქცევს, განსაკუთრებით წყლის სპორტის და გართბის მოყვარულთათვის.

ბარაკაი, ფილიპინები

ბარაკაი პატარა კუნძუალია ფილიპინებზე, რომელიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ის იმდენად პატარაა, რომ  მის ფეხით შემოვლას ერთი სანაპიროდან, მეორემდე სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. კუნძულის დასავლეთით პალმებიან სანაპიროს იხილავთ, სადაც შეგიძლიათ მზის აბაზანები მიიღოთ. აღმოსავლეთ სანაპიროზე კი სპორტული აქტივობებით და წყალქვეშა სპორტით შეგიძლიათ დაკავდეთ და ულამაზესი პანორამული ხედით ისიამოვნოთ.

დაგეგმეთ თქვენი დასვენება დღესვე. იხილეთ ტურების ყველაზე ფართო არჩევანი: ტურები

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %