21 January 2016
  • 652 ნახვა

El Peñon De Guatape - 200-მეტრი სიმაღლის ლოდი კოლუმბიაში

კოლუმბიის ქალაქ გუატაპეს მახლობლად 200-მდე მეტრი სიმაღლის უზარმაზარი ლოდი დგას, რომელსაც ერთ დროს ტაჰამიეს ტომის ინდიელები სცემდნენ თაყვანს და საკუთარ ენაზე "mojarrá" ან "mujará"-ს მოიენიებდნენ. დღეს ამ ადგილს  Piedra de Penol ან/და El Peñon de Guatape სახელით იპოვით.   El-Penon-de-Guatape-1 1654 წელს რამოდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ ადგილობრივი მღვდლის დავალებით, თოკების საშუალებით აცოცდა მონოლითზე და კიბის მსგავსი კონსტრუქცია გააკეთა - ქვის ბუნებრივად არსებულ ჭდეში ხის ფიცრებისგან საფეხურები გააკეთეს. ესენი პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც  El Peñon de Guatape-ე აცოცდნენ. მოგზაურობას 5 დღე დაჭირდა.  მაგრამ მწვერვალზე ასულ ადამიანებს ულამაზესი ხედების გარდა, ახალი სახეობის მცენარე - Pitcairma heterophila დახვდათ. ლოდი სულ მალე გახდა პოპულარული ტურისტული ატრაქციონი.   El-Penon-de-Guatape-5 El-Penon-de-Guatape-8-1024x519 ლოდი თითქმის მთლიანად გლუვია და მხოლოდ ერთი გრძელი ნაჭდევი აქვს, რომლის გავლითაც მწვერვალზე შეგიძლია მოექცე. ნაჭდევში გაკეთებულ კიბეს დაახლოებით 700 საფეხური აქვს და ეს აქ ასვლის ერთადერთი გზაა, თუმცა თანამედროვე კიბე ბევრად განსხვავდება იმ პირველი, ექსტრემალური ვარიანტისგან და ბევრად უფრო კომფორტულია. 1970-იანი წლების შემდეგ პეიზაჟი შეიცვალა - ახლა ლოდის მწვერვალიდან ტბების და პატარ-პატარა კუნძულების ულამაზესი ლაბირინთები მოჩანს. ამჟამად ლოდს თავზე ვიზიტორებს შეუძლიათ იყიდონ ღია ბარათები, ადგილობრივი წარმოების სუვენირები და ა.შ.  აქვეა რესტორანი და კაფე. სხვადასხვა სასუსნავები და საჭმელები იყიდება კიბის დასაწყისშიც. 1940-იან წლებში კოლუმბიის მთავრობამ ლოდი ნაციონალურ მონუმენტად გამოახადა. El-Penon-de-Guatape-9-1024x715 El-Penon-de-Guatape-15
მსგავსი
31 March 2016

Tapati - გიჟური ფესტივალი იზოლირებულ კუნძულზე

როდესაც უახლოესი მეზობელი 2 000 კმ-თაა დაშორებული, გაქვს კარგი ფანტაზია, შენს ხელთაა ბანანის ხისგან გაკეთებული ტობოგანები, ბალახია...

21 January 2016

El Peñon De Guatape - 200-მეტრი სიმაღლის ლოდი კოლუმბიაში

კოლუმბიის ქალაქ გუატაპეს მახლობლად 200-მდე მეტრი სიმაღლის უზარმაზარი ლოდი დგას, რომელსაც ერთ დროს ტაჰამიეს ტომის ინდიელები სცემდნე...

25 December 2015

მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში

მესკალტიტანი, იგივე მესკალტიტან-დე-ურიბე მექსიკაში, სანტიაგო-იქსკუინტლას მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  ქალაქი ცივილიზაციისგან მოშორ...

07 November 2015

ყველაზე მისტიკური ადგილი კოლუმბიაში

შენობა საშინელებათა ფილმს გაგახსენებთ, სასახლეს, სადაც აჩრდილები ბუდობენ.  1920 წელს არქიტექტორმა  კარლოს არტურომ ფრანგულ სტილში ს...

12 October 2015

უჩვეულო სასტუმრო მთაში

ჩილეში, ერთ უჩვეულო სასტუმროს მთის ფორმა აქვს, რომლის შემხედვარე გეგონება, რომ ეს–ესაა ლავა ამოიფრქვევა.  ლავა პერიოდულად მართლაც ...

11 October 2015

მარმარილოს ულამაზესი გამოქვაბული

ბუენოს-აირესი  მყინვარული წარმოშობის ტბა , ჩილესა და არგენტინის საზღვარზე,  ზღვის დონიდან 215 მეტრზე მდებარეობს.  ტბ...

05 October 2015

ლოს-გლასიარესის მყინვარების ეროვნული პარკი

ლოს-გლასიარესი არის სიდიდით მეორე პარკი არგენტინაში სატაგონიას სანტა–კრუსის  პროვინციის ტერიტორიაზე, რომელიც  დაარსდა 1937 წელს და...