Tapati - გიჟური ფესტივალი იზოლირებულ კუნძულზე

როდესაც უახლოესი მეზობელი 2 000 კმ-თაა დაშორებული, გაქვს კარგი ფანტაზია, შენს ხელთაა ბანანის ხისგან გაკეთებული ტობოგანები, ბალახიანი ციცაბო ფერდობები და წვრილი ღვედები - ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ სრულიად განსხვავებული ფესტივალი შექმნა. აღდგომის კუნძულზე მცხოვრებ პოლინეზიელ მოსახლეობას და მათ ენას რაპანუის სახელით მოიხსენიებენ. ისინი ამ შორეულ კუნძულზე მე-12 საუკუნიდან ცხოვრობენ. იზოლირებულ ადგილზე ცხოვრებამ მათ ურყევი ტრადიციები შეუნარჩუნა. რაპანუის ერთადერთი ქალაქი ჰანგა როა, სადაც თებერვლის თვეში, ორი კვირის განმავლობაში იმართება ფესტივალი Tapati - ცეკვის, სიმღერის, დრამის, კულინარიის და სპორტის შეჯიბრი. ფესტივალი ორგანიზებულია რაპანუის მიერ რაპანუისთვის და რაპანუის ენაზე. თითოეული წარმოდგენა ასახავს ამ მკაცრად დამოუკიდებელი ხალხის კულტურას, ხალხისა, რომელსაც 500 წლის განმავლობაში სჯეროდათ, რომ ისინი მარტო იყვნენ დედამიწაზე. მათ ცნობიერებაში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა 1722 წელს მოხდა. რაპანუიp03lk7t5p03lk7tk ფესტივალი რამდენიმე სხვადასხვა სახის შეჯიბრს მოიცავს: მამაკაცების სამჭიდი,  Haka Pei - ბანანის ხისგან დამზადებული ტობოგანებით ფერდობზე სრიალი, Maunga Pu  - ზეიმი ერმანეთისთვის  ჩაკიდებული ხელებით და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება დოლებისა და ხალხის მასის შეძახილების ფონზე. მამაკაცებს წვრილი ღვედებისგან შექმნილი ტრადიციული ჩაცმულობა აქვთ, სხეული კი სხვადასხვა ფერებში აქვთ მოხატული. რაპანუიp03lk78zრაპანუი შეჯიბრები რაპანუის მამაკაცების სიძლიერეს და საომარ განწყობას წარმოაჩენს. თუმცა ფესტივალი მოიცავს  გასართობ ღონისძიებებსაც, მაგალითად შეჯიბრი ქალებს შორის ბანანის ფოთლებით Curanto-ს (კარტოფილის და ხორცის კერძი) მომზადებაში, ან KAKAKA - შეჯიბრი, სადაც მონაწილეები საათების განმავლობაში ურტყამენ ბანანის ქერქს, სანამ ის პერგამენტად არ გადაიქცევა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კონკურსი ყვავილების გვირგვინების კონკურსია. უზარმაზარ კარავში დაახლოებით 100 000 ყვავილის ფურცელია თავმოყრილი, რომლითაც 12 ახალგაზრდა ქალი ულამაზეს გვირგვინებს ამზადებს. ფესტივალის საშუალებით რაპანუის ხალხი ერთმანეთთან აკავშირებს  წარსულს, აწმყოს და საკუთარ თავს. რაპანუიp03lk7lx
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %