კაპილანოს დაკიდული ხიდი - კიდევ ერთი ნაგებობა ადრენალინის მოყვარულთათვის

კაპილანოს დაკიდული ხიდი კანადაში, ჩრდილო ვანკუვერში მდებარეობს.  აქ ყოველ წელს 900 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოდის. ხიდი მდინარე კაპილანოზეა გაკეთებული და მიწიდან 70 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მდინარეს და  ხიდს ინდიელების ტომის, სკვომიშების ბელადის სახელი ქვია. ეს ტომი ოდესღაც თანამედროვე ვანკუვერის ტერიტორიაზე ბინადრობდა. ამის აღსანიშნავად ხიდის შესასვლელთან ტოტემის ბოძებია აღმართული, რომლებზეც სკვომიშების ტომის მითიური სულებია გამოსახული.article1699   capilano-010capilano-014capilano-015ხიდს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1889 წელს შოტლანდიელმა მშენებელმა, ჯორჯ გრანტ მაკკეიმ ააგო. სამშენებლო მასალად კედრის ხე გამოიყენა. 1903 წელს ხიდი მეტალის ბაგირებით გაამყარეს. 1910 წელს ხიდი ედვარდ მაქსონმა იყიდა. შემდეგ კი მაკიკრენუს ხელში გადავიდა. ტოტემის ბოძების აღმართვა სწორედ მისი იდეა იყო და ამისათვის მან ინდიელები მოიწვია. 1945 წელს ხიდი შემდეგმა მფლობელმა, ანრი აბენაუმ იყიდა. ხიდის შემდეგი რეკონსტრუქცია ბოლოს 1956 წელს მოხდა.   capilano-017   capilano-018დღეს ხიდის სიგრძე 136 მეტრია და მიწის დონიდან 70 მეტრითაა დაშორებული. ვინაიდან ხიდი კერძო საკუთრებაშია, მასზე გასვლა ფასიანია. მიუხედავად ამისა, მსურველთა ნაკადი არ წყდება.ახლანდელმა მფლობელმა, ნენსი სტიბარტუმ ხიდი 1983 წელს იყიდა. ნენსიმ 2004 წელს "Treetops Adventures" გახსნა და ატრაქციონის წყალობით ვიზიტორთა რიცხვი ბევრად გაზარდა. ატრაქციონი შვიდი საფეხმავლო ხიდისგან შედგება, მდინარის ხეობის მარცხენა მხარეს გადაყურებს და ხეების კენწეროებიდან 30 მეტრითაა დაშორებული.   capilano-019capilano-022capilano-024უამრავი რეკონსტრუქციის და გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ხიდი აბსოლუტურად უსაფრთხოა.  ძლიერი ქარის დროს თუ ბევრი ტურისტია, ხიდი ძალიან ირხევა. ეს უსაფრთხოა, თუმცა ადრენალინის დამატებითი დოზა გარანტირებულია. ხიდის გარდა, აქ დაგხვდებიან გიდები, როლმებიც მოგიყვებიან კანადის ძირძველი მოსახლეობის შესახებ, დაგათვალიერებინებენ სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. აქვეა სუვენიერების მაღაზია და რესტორანი, სადაც ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებენ. სამუშაო საათები წელიწადის დროზეა დამოკიდებული.   capilano-027ყოველწლიურად ერთი თვის განმავლობაში, დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის დასაწყისამდე მუსიკის და სინათლის შოუ Canyon Lights იმართება. capilano-002 [caption id="attachment_5635" align="aligncenter" width="900"]Capilano Suspension Bridge invites you to Canyon Lights, a winter celebration of light. Cross the suspension bridge to Treetops Adventure and explore the forest from yet another perspective at night. Enjoy the Christmas Band, dressed in historical winter costumes, performing every evening at 5:30pm, 6:30pm, 7:30pm and 8:30pm. Glass blower Malcolm Macfadyen will add extra twinkle, teaching guests how to make glass icicle ornaments. Another highlight is the spectacular maple tree, draped in an extravaganza of colour. Canyon Lights features over 250,000 twinkling lights throughout the park. http://www.capbridge.com/ Capilano Suspension Bridge invites you to Canyon Lights, a winter celebration of light. Cross the suspension bridge to Treetops Adventure and explore the forest from yet another perspective at night. Enjoy the Christmas Band, dressed in historical winter costumes, performing every evening at 5:30pm, 6:30pm, 7:30pm and 8:30pm. Glass blower Malcolm Macfadyen will add extra twinkle, teaching guests how to make glass icicle ornaments. Another highlight is the spectacular maple tree, draped in an extravaganza of colour. Canyon Lights features over 250,000 twinkling lights throughout the park.
http://www.capbridge.com/[/caption] capilano-004capilano-005
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %