28 October 2015
  • 981 ნახვა

აბუ-მენა პილიგრიმული ტურიზმის მოყვარულთათვის

აბუ-მენა არის სამონასტრო კომპლექსი და ქრისტიანთა პილიგრიმული ცენტრი გვიანი ანტიკური პერიოდის ეგვიპტეში.  ქალაქი სრულად არის განადგურებული, მაგრამ ადვილად შესაძლებელია ისეთი დიდი და მთავარი ნაგებობების საძირკვლების შემჩნევა, როგორიც ყოფილა დიდი ბაზილიკა. აბუ–ამენის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი თქმულება:  წმინდა მენა კოტუანელი მოწამეობრივად აღესრულა III საუკუნეში აღესრულა. მისი სხეული აქლემით ალექსანდრიდან მარიუტის ტბის მიდამოებისკენ წაიღეს. ერთ  ადგილას აქლემი გაჩერდა და ყველანაირი ძალა, რომ მას სიარული გაეგრძელებინა, უშედეგო აღმოჩნდა. ეს ღვთაებრივ ნიშნად მიიჩნიეს და სხეული სწორედ იმ ადგილას დაკრძალეს. მოგვიანებით ეს ადგილი ყველასგან მივიწყებულ იქნა, სანამ ის  არ აღმოაჩინა ადგილობრივმა მწყემსმა.  ამ ამბავს  ასე ჰყვებიან : ერთ დღეს, როდესაც მწყემსი ცხვრებს აძოვებდა, ერთი ცხვარი, რომელიც ქეცით იყო დაავადებული, ამ ადგილას მივიდა, სადაც პატარა ნაკადულში ჩაიძირა. როდესაც ცხვარმა წყლიდან ამოსვლა მოახერხა, ის სრულად განკურნებული იყო. გაიგო რა ეს ამბავი კონსტანტინე I-მა მის შესახებ, მწყემსთან თავის ავადმყოფი გოგონა გაგზავნა, რომელმაც  წმინდა მენას სხეული აღმოაჩინა. ამის შემდეგ, კონსტანტინემ ამ ადგილას ეკლესიის აგება ბრძანა. IV საუკუნის გვიან წლებში, ეს ადგილი მნიშვნელოვან პილიგრიმულ ძეგლად იქცა, სადაც ქრისტიანები განკურნებისა და სასწაულების ხილვის მიზნით ჩადიოდნენ. VII საუკუნის შუა წლებში აბუ-მენა მუსლიმანმა დამპყრობლებმა დაანგრიეს. აბუ–მენას ნაშთები 1979 წლიდან  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. 0,,17042576_303,00 16-Abu-Mena  7004176191_8a5747397f_b DCF 1.0 Abu_Mena_Ancient_Monastery_05 abu-mena_1497390c (1) Abu-Mena-Egypt abu-mina view-1 view-2
მსგავსი
17 February 2016

ვულკანი დალოლი - ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა განლაგებული ვულკანი მსოფლიოში

ვულკანი დალოლი ეთიოპიაში მდებარეობს. გაინტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მარსის ან/და იუპიტერის ზედაპირი? მაშინ დალოლს და ...

28 October 2015

აბუ-მენა პილიგრიმული ტურიზმის მოყვარულთათვის

აბუ-მენა არის სამონასტრო კომპლექსი და ქრისტიანთა პილიგრიმული ცენტრი გვიანი ანტიკური პერიოდის ეგვიპტეში.  ქალაქი სრულად არის განადგ...