ვულკანი დალოლი - ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა განლაგებული ვულკანი მსოფლიოში

ვულკანი დალოლი ეთიოპიაში მდებარეობს. გაინტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მარსის ან/და იუპიტერის ზედაპირი? მაშინ დალოლს და მის მიმდებარე ტერიტორიებს უნდა ეწვიოთ. ულამაზესი პეიზაჟი თითქოს მხატვრის ტილოდანაა გადმოსული.     article1475dallol-001ვულკანი აფარის ველზე, ზღვის დონიდან 130 მეტრზე მდებარეობს. ეს მსოლფიოს ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე და მტრულად განწყობილი უდაბნოა პლანეტაზე, სადაც ნიადაგი მუდმივად ვიბრირებს და ადამიანის ფეხქვეშ სკდება. უდაბნოს მრავალრიცხოვან ვულკანებს შორის დალონი ყველაზე დიდი და უცნაურია. ვულკანი დიდი მარილიანი ტბის - კარუმის ახლოს მდებარეობს. ტბა ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მარილიანი ფენის სისქე 1000 და ზოგჯერ 2000 მეტრსაც აღწევს. ტემპერატურა აქ ყოველთვის მაღალია. ტბას ადგილობრივი მოთაბარეები მარილის მისაღებად იყენებენ და სწორედ ამ მარილიანი უდაბნოს შუაგულშია ვულკანი დალოლი.დალოლი დედამიწაზე ყველაზე დაბალ ვულკანად ითვლება, რადგან მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონეზე 45 მეტრით დაბლა მდებარეობს. მეორე მხრივ, უძველეს მანუსკრიპტში, რომელსაც ენოჰის წიგნი ეწოდება, ეს ტერიტორია აღწერილია, როგორც ჯოჯოხეთის უძირო ხვრელი, რომელიც მალე ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება და მთლიანად შთანთქავს. ჩანაწერებში უამრავჯერაა ნახენები სამყაროს დასასრული, და ყოველ ჯერზე აღნიშნულია, რომ აპოკალიფსი სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება - ანუ ვულკანის ამოფრქვევის მომენტიდან. სავარაუდოდ ჯოჯოხეთის უძირო ხვრელად სწორედ ვულკანის კრატერი აღიქმება. მიუხედავად ამისა, ამ მანუსკრიპტის დაწერის შემდეგ ვულკანი არაერთხელ ამოიფრქვა. ყველაზე ბოლო ამოფრქვევა 1926 წლით თარიღდება. ამოფრქვევა საკმაოდ სუსტი იყო და მთელი ეს წინასწარმეტყველება შეიძლება ძველი ხალხების ცრუმორწმუნეობას მივაწეროთ. ამ ეტაპზე ვულკანი "მძინარედ", არააქტიურად ითვლება.    dallol-002ვულკანს მცირე ზომის კონუსი აქვს. მიუხედავად ძველი ვულკანური აქტივობისა, კონუსზე მოქმედმა წვიმებმა, ქარმა და მზემ, ასევე ტექტონიკურმა ძვრებმა თავისი ზეგავლენა მოახდინა. აქ არსებული რელიეფი მუდმივი ცვალებადობის პროცესშია. ვულკანის კონუსი 1 კილომეტრი სიგრძის და 2 კილომეტრი სიგანის და 41 მეტრი სიმაღლისაა. ეს აბსოლუტურად არატიპიური ვულკანია. ითვლება, რომ მაგმური ჯიბის აფეთქების შედეგად შეიქმნა, რომელიც დედაპირთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. ერთადერთი , რაც დალონს სხვა ვულკანებთან აერთიანებს, მისი მოქმედი კრატერებია.   dallol-006dallol-008dallol-009ვულკანის გარშემო კრისტალიზებული მარილის მინდვრები და სხვადასხვა ფერის გუბურებია. გუბურების ფერი განპირობებულია იმ მჟავებით, რომელიც წყლის და მაგმური აირების ურთიერთქმედების შედეგად იქმნება.    dallol-010dallol-011ივლისში და აგვისტოში წვიმის წყალი მიწის ზედაპირიდან ნაპრალების საშუალებით სიღრმეში ჩადის და ვულკანური მინერალებით ჯერდება. დაახლოებით 4000 მეტრის სიღრმეზე, როცა მაგმამდე ჩადის, დუღდება, მჟავა რეაქციას იძენს და შემდეგ ზედაპირზე ამოდის თბილი წყაროების და გეიზერების საშუალებით, შემდეგ კი წყაში არსებული მინერალური მარილები ისევ კრიტალიზდება. ასე იქმნება ვულკანის მიმდებარე ფერადი ველები.dallol-012ასეთი არამიწიერი პეიზაჟის ხილვა დედამიწის სხვა კუთეებში შეუძლებელია. ვულკანი ნაკლებადააა შესწავლილი, რადგან მის ტერიტორიაზე დიდხანს გაჩერება შეუძლებელია. ჩრდილში ტემპერატურა 58 გრადუსამდე აღწევს, ხოლო მჟავების ანაორთქლით სავსე ჰაერის სუნთქვა ძალია ჭირს. ხშირია მიწისძვრებიც.  dallol-014dallol-017dallol-023dallol-026dallol-027
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %