19 October 2015
  • 905 ნახვა

ულამაზესი ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში.  იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. ნიკორწმინდის ტაძარი გუმბათოვანია, გარედან მოკლემკლავა ჯვრის ფორმის, შიგნიდან კი ხუთ აფსიდიანი. აფსიდის შვერილებს ეყრდნობა გუმბათის 12 სარკმლიანი ყელი. აფსიდებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა.  XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს. ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. ბარელიეფის ოვალურ მხარეს მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა, რომლის ავტორიც ლოცავს გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბაგრატ III-სა და მის მემკვიდრეს. XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ  კახაბერიძეთა საგვარეულო მონასტერს წარმოადგენდა, რაც დასტურდება ტაძარში არსებული რამდენიმე წარწერით.   XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ  დავით VI ნარინმა ღალატის ბრალდებით კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნიკორწმინდამ დაკარგა მფარველი და იგი საგრძნობლად დასუსტდა. ტაძარი ადვილად მისადგომია. ის დღემდე კარგად არის შემონახული. მისი მონახულება ნებისმიერ სეზონზე არის შესაძლებელი. 1374825471_06 chuchuqu chuniko Nikortsminda_(39) ნიკორწმინდა_Nikortsminda_01 dsc02772 16_big 19_big 1440689750_Nikortsminda_(30) Nikortsminda_(36)
მსგავსი
13 March 2016

Mtskheta - The Best of Georgia

Just 20 km from Tbilisi, at the confluence of the Mtkvari and Aragvi rivers, the city is located on an ancient trade route. Archae...

12 January 2016

Gergeti Trinity Church - one of the World's most beautiful churches

It is possibly the setting, in the green and white Caucasus mountains, below the summit of Mt Kazbegi, that makes Gerg...

29 October 2015

გრანდიოზულ ციხიდან ტურისტებისთვის საინტერესო ნაშთებამდე

 ციხე-ქალაქი არტანუჯი  ართვინის რეგიონში მდებარეობს.  ისტორიულად არტანუჯი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ”ქართლის ცხო...

19 October 2015

ულამაზესი ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში.  იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლ...