02 October 2015
  • 1366 ნახვა

თქმულებები ხვამლის მთაზე

ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია  შერეული ტყით. ხვამლი თავისი იდუმალებით იზიდავს მნახველს. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები.  როგორც  სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს. ხვამლის მთასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოლოგიაც. ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. მას   გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა. ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. მთაზე მიჯაჭვული   პრომეთეს გასათავისუფლებლად  ჰერაკლე გააგზავნეს. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფაზისს  აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად მთაზე მაღალი ბალახი იმ ადგილას იზრდება სადაც პრომეთეს სისხლის წვეთები დაეცა. არქეოლოგ დავით სულხანიშვილია ამბობს, რომ ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა. ამ ადგილს ეწოდება მაყვლოვნის გორა. არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლებინა. კიდევ ერთი თქმულების მიხედვით, მთის ქვაბულებში მეფეთა განძია გადამალული.  ამ ვერსიას უკავშირებენ ისტორიას, რომ სტალინის ბრძანებით  ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო. ხვამლი დღესაც იზიდავს, არქეოლოგებს, ექსტემალური ტურიზმის მოყვარულებს და მათ ვისაც ამ თქმულებების სჯერა. 4 6   1 4a211d011bb2 32f80f3ca889 800px-Khvamli 315088_127601534005085_100002657162851_136664_3272234_n 40796717 dsc_5210 SONY DSC SONY DSC      
მსგავსი
21 August 2017

ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმც...

28 July 2017

ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა.. მე...

21 March 2016

Ninoskhevi Waterfall - Lagodekhi Protected Areas

Lagodekhi Protected Areas - one of the world’s best-preserved, primitive area with diversity of natural landscapes – is located in...

21 February 2016

Dartlo Village, Tusheti

One of the most ecologically unspoiled regions in the Caucasus, Tusheti is a popular mountain-trekking venue. Unique, mysterious, ...

22 January 2016

Shatili – Medieval Fortress Village in Georgia

Shatili  is a historic highland village in Georgia. Located in the deep Arghuni gorge at approximate 1,400 meters, the village is ...

18 October 2015

ზღაპრული გუდამაყარის ხევი

გუდამაყარი  მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში.  მას ცალი მხრიდან ესაზღვრება მთიულეთი, მეორე მხრიდან კი  ხევსურეთი და ფ...

22 October 2015

თუშეთი ჩაბუდებული ბუნების სული

თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იქ, ზამთარში  თოვლი  5–6 თვის განავლობაში არ დნება. ხოლო ზაფხულში ტემპერატურა  14-15 გრადუსია...

02 October 2015

თქმულებები ხვამლის მთაზე

ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია  შერეული ტყით....

30 September 2015

აჭარის სამთო კურორტი გომარდული

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდული  მდინარეების აჭარისწყლისა და ვანისწყლის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, შუახევის მახლობლ...

14 September 2015

თუშეთი - ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

თუშეთი საქართველოს გამორჩეულად საინტერესო კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან...